მძღნერი ვართ და მძღნერადვე…

ქართველებს (ისვე როგორც სხვა ადამიანებსაც, თუმცა ეს ცალკე თემაა) გაცილებით მეტი გვაკავშირებს ვიდრე გვგონია. ყველას ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ გვახასიათებს – ჩვენ ყველანი ვჯვამთ. ვიცი ამერიკა არ აღმომიჩენია, და რომელიმე მეტნაკლებად გონებამახვილი მკითხველი უთუოდ იტყვის იუ დონთ სეი-ო, მაგრამ ფაქტი ფაქტადვე რჩება – ყველანი სხვადასხვა სიხშირით ვემშვიდობებით ცხოველმოქმედების ნაყოფს.

ყველაზე საინტერესო სწორედ აქ იწყება. სხვებს „მოსასაქმებლად“ ერთი განსაზღვრული ადგილი აქვთ, მაგრამ არა ქართველებს… ჩვენ ხომ უძველესი ტრადიციების, თავისუფლების მოყვარე დიადი ერი ვართ… ჩვენ დავითის, თამარ მეფის, შოთას  შთამომავლები რაღაც უაზრო, დასავლურ წესებზე გაცილებით მაღლა ვდგავართ.  ნუთუ იმ მიწის შვილებმა, რომელიც ამდენი ღირსეული მამულიშვილის სისიხლით მოირწყა, ყური უნდა ვუგდოთ ვიღაც გადამთიელ ერს, რომლის ისტორიაც ძლივს ითვლის სამ ასწლეულს…  ყველაზე კარგად ვუწყით რა და როგორ უნდა გაკეთდეს, უბრალოდ საუკუნეების მანძილზე ბოროტი მეზობლები გვიშლიდნენ და ქართველობას გვართმევნდენ. სკოლაში გვასწავლიდნენ რომ ერთი ქართველი 50 თათარს უდრიდა, განა ეს ცოტაა? Continue reading

Advertisements

გარიყული

წარმოიდგინეთ, რომ თებერვლის ერთ მზიან და გაზაფხულის მოლოდინით გაჟღენთილ დღეს უდარდელად მიაბიჯებთ ქალაქის ქუჩებში. გზად საზოგადოებრივი საპირფარეშო შემგხვდათ. სუნით შორიდანვე იცანით იგი. ამ პატარა შენობას გარედან საღებავი აქვს გადამძვრალი და მუქი რუხი ფერისაა. წინ სკამზე თბილად შეფუთული დაღვრემილი სახედანაოჭებული მოხუცი ქალი ზის, რომელსაც ხელში გაზეთი იჭირავს. მის გვერდით პაწაწინა სამფეხა მაგადიაა, რომლზეც ტუალეტის ქაღალდის თხელი რულონი დევს. ცნობისმოყვარეობა გიბიძგებთ მეტი დაინახოთ, და ტუალეტის გამგებელს ვიზიტის საფასურს, ოც თეთრს აწვდით. იგი ოდნავ უფრო ათხელებს რულონს და გამოშვერილ ხელში ქაღალდს გიკუჭავთ. ცხვირზე შარფს იფარებთ და ბუნებრივი მოთხვოვნილებების დაკმაყოფილების სამფლობელოში აბიჯებთ. კედლებზე მოყავისფრო (იმედია ბუნებრივად) კაფელია აწებებული. ალაგ-ალაგ დახეთქილი იგი ქვიანი უდაბნოს მიწას მოგაგონებთად, ზედ სინესტე რომ არ იყოს დალექილი. აიატაკის  ბუნებრივი ფერის დადგენა სრულიად შეუძლებელია. ფეხები სიველეში გისრიალებთ და ისღა დაგრჩენიათ, იმედოვნოთ რომ ვიღაცამ უბრალოდ უნიჭოდ გარეცხა იატაკი…

Continue reading