პრიალა ვარსკვლავი

ბურთულები სივრცეშია მიმოფენილი. ბურთულები ჭრელია – წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ლურჯი. აქ-აქ სიბნელეში წერტილები ციმციმებს – ცივი, მკრთალი, თითქოს უსიცოცხლო.

ოთახში ბნელა. თეთრ პერანგში გახვეული ბავშვი ნაძვის ხესთან სკამზე დგას. ხელში უზარმაზრი პრიალა ვერცხლისფერი ვარსკვლავი უჭირავს და ცდილობს ხის წვერს მოარგოს. ბავშვი თითის წვერებზე იწევა, წითელ შუბლზე დაძაბულობისგან ოფლი ცვარივით გადმოსდის, თუმცა ნაძვი ზედმეტად მაღალია…

კარი ჭრაჭუნით იღება და ბებია შემოდის. გაცვეთილი ყავისფერი საბანაო ხალათი აცვია, დასიებული ფეხები რეზინის ფლოსტებში აქვს გარჭობილი. იგი შუქს ანთებს და შვილიშვილს უკმაყოფილი მზერას არ აცილებს.

-რამდენჯერ გითხრა, შე სასიკვდილე, სკამზე არ დადგე-თქო?!

ბავშვი ხმას არ სცემს და თავის საქმეს განაგრძობს.

-გეყურება შენ, რასაც გელაპარაკები?

პასუხს ვერ ამჯერად ღებულობს, სკამთან მიდის, ძლიერი ძარღვიანი ხელებით შვილიშვილს  წელში ეჭიდება და იტაკზე სვავს. Continue reading

Advertisements

ადამიანი ადამიანისთვის მგელია?

მგონი ადამიანი ისე არსად არ იხსნება, როგორც წერილში. გაცილებით ადვილია ადამიანს წერილობითი ფორმით უთხრა ის, რასაც პირისპირ საუბრისას ვერ ეუბნები. ძველ დროში სიყვარულის წერილით ახსნაც დარწმუნებული ვარ ამიტომ გამოიგონეს, და მხოლოდ საუკუნეების შემდეგ შეიძინა ამან რომანტიკული ელფერი. თუმცა წერილში, გაცილებით უფრო რთულ და მრავალმხრივ ემოციებსაც უზიარებენ ერთმანეთს ადამიანები…

ჰოდა მოკლედ, ამ დღეებში ბებიაჩემის სხვენში ძველმანებს ვეძებდი და უცებ ხელში წერილების უზარმაზარი შეკვრა მომხვდა. წერილები საოცრად ძველია და მათი უმეტესობა მეოცე საუკუნის დასაწყისითაა დათარიღებული. ადრესატმაც და ავტორმაც დიდი ხანია უფალს მიაბარეს სული…

ადრე არასდროს გამომიქვეყნებია ჩემს ბლოგზე მგავსი რამ. თუმცა ამ წერილებმა იმდენად დამაინტერესა, რომ გადაწყვიტე, დრო და დრო შემოგთავაზოთ ხოლმე.

მაშ ასე. წერილი პირველი:

შენი არ ვიცი და ზოგადად ადამიანზე ყოველთვის საკმაოდ დადებითი წარმოდგენა მქონდა. მჯეროდა რომ ის უბრალოდ გონიერი ცხოველი არ არის, მის მრავალ თვისებას აღფრთოვანებაში მოვყავდი, უარყოფითი თვისებებს კი ყოველთვის მეორე პლანზე ვაყენებდი და მიმაჩნდა, რომ ერთგვარი, გამოსწორებადი ხარვეზებია.

Continue reading