პრიალა ვარსკვლავი

ბურთულები სივრცეშია მიმოფენილი. ბურთულები ჭრელია – წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ლურჯი. აქ-აქ სიბნელეში წერტილები ციმციმებს – ცივი, მკრთალი, თითქოს უსიცოცხლო.

ოთახში ბნელა. თეთრ პერანგში გახვეული ბავშვი ნაძვის ხესთან სკამზე დგას. ხელში უზარმაზრი პრიალა ვერცხლისფერი ვარსკვლავი უჭირავს და ცდილობს ხის წვერს მოარგოს. ბავშვი თითის წვერებზე იწევა, წითელ შუბლზე დაძაბულობისგან ოფლი ცვარივით გადმოსდის, თუმცა ნაძვი ზედმეტად მაღალია…

კარი ჭრაჭუნით იღება და ბებია შემოდის. გაცვეთილი ყავისფერი საბანაო ხალათი აცვია, დასიებული ფეხები რეზინის ფლოსტებში აქვს გარჭობილი. იგი შუქს ანთებს და შვილიშვილს უკმაყოფილი მზერას არ აცილებს.

-რამდენჯერ გითხრა, შე სასიკვდილე, სკამზე არ დადგე-თქო?!

ბავშვი ხმას არ სცემს და თავის საქმეს განაგრძობს.

-გეყურება შენ, რასაც გელაპარაკები?

პასუხს ვერ ამჯერად ღებულობს, სკამთან მიდის, ძლიერი ძარღვიანი ხელებით შვილიშვილს  წელში ეჭიდება და იტაკზე სვავს. Continue reading

კანისცვალება

მას მერე, რაც ზღვიდან ჩამოვიდა, თვალს ვერ ვაცილებ – მან გამოიცვალა კანი. ის აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მისი იერი, გამოხედვა, სურნელიც კი თითქოს სამუდამოდ გაჰყვა იმ ძველ, სპილოსძვლისფერ კანს. ამჟამად მისი კანის შოკოლადის პლომბირს გავს, რომელიც ბავშვობაში მართალია ძალიან მიყვარდა, მაგრამ შემდეგ მას გემო შეეცვალა და დაფქვილი ყავა კი მე არასდროს მიზიდავდა.

შოკოლადისპლომბირისფერი ხელი, გველივით მოქნილი, წყვეტს თუთის ნაყოფს და მიაქვს ჩემს ტუჩებთან. ეს ჩვენი რიტუალიც კი, ახლა სხვანაირად მიმდინარეობს – ადრე მისი ხელი ასე ვნებიანად ზანტი არასოდეს ყოფილა. იმ ხელს რომ ვუყურებდი, ყოველთვის ვიცოდი – შემიძლია ვენდო. ახლა კი ის მართალია მომაჯადოვებელია, მაგრამ ამავდროულად სახიფათოდაც მეჩვენება. ამ ეზოში უამრავი საათი გვაქვს გატარებული. ადრე ეს ეზო მაგიური იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ მის პატრონს დროის მმართავი მოწყობილობა ჰქონდა და იგი განგებ აჩქარებდა ჩვენს დროს, რადგან წასვლისას ყოველთვის ხუთის წუთის მოსულები ვიყავით. დღეს კი მასთან გატარებული საათნახევრის განმავლობაში გულის თითოეული ფეთქვა ყრუ ექოს გამოსცემდა ჩემს თავში.

ვიხედე მისკენ. გრძელი თითები ისწორებენ ჩოლკას, რომელიც ადრე ზუსტად იმავე ფერის იყო, როგორც ჩემი ბავშვობის პატარა მეგობარი დათუნია. ცხოვრებამ თითქოს მისი კანის შეცვლა არ იკმარა, აიღო და მისი თმაც წამართვა. თჲთის ჩრდილში მისი თმა გაქვს ოქროს, იმ ოქროს რომლის გულისთვისაც ათასობით სასოწარკვეთილი ჩაედინეობოდა ამერიკაში, და რომლის გამოც ამდენი ადამიანის სისხლი დაღვარა ადამიანმა.

Continue reading

ომიდან თეატრამდე

ეს იყო დიდი ბრძოლების დრო, როდესაც ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს ეპიკური ბრძოლების მოწმე ვხდებოდი. გლადიატორების დაპირისპირება ჩემში აღტაცებას იწვევდა. ფილმებისა და ზღაპრებისგან განსხვავებით, იგი რეალური იყო და მასში მონაწილეობას არა გამოგონილი პერსონაჟები, არამედ რეალური ადამიანები იღებდნენ.  ეპიკურობისდა მიუხედავად,  წარმოდგენები საოცრად გავდა რეალურ ცხოვრებას – საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად, ეს გმირები აღწევდნენ ნანატრ გამარჯვებას.

მახსოვს, 1999 წელს პირველად ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგას და 8 წლისამ ვღვარე ცრემლები, გენიალური და დრამატული ფინალის დასასრულს, როდესაც მანჩესტერმა ბოლო დამატებულ წუთზე ორი გოლი გაუტანა ჩემთვის უკვე მაშინ საყვარელ მიუნხენის ბაიერნს…

უშუქობისა და უფულობის ჟამს, ფეხბურთი იყო ფაქტობრივად ერთადერთი წყარო, რომელსაც შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში რომანტიკა და ზღაპრულობა. ოლივერ კანი, შტეფან ეფენბერგი, ზინედინ ზიდანი – ისინი ჩემთვის არ იყვნენ უბრალოდ სპორტსმენები,

არა. ისინი ხორცშესხმული მითები იყვნენ, როგორც აქილევსი, ჰერაკლე და ოდისევსი. უბრალოდ მათი გმირობები, რომელთაც მე პირდაპირ ეთერში ვუცქერდი, როგორც უკვე ავღნიშნე, სრულიად რეალური იყო, თუმცა რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც ზღაპრული და მითიური. მიჭირს ამის ახსნა,

და ალბათ შეიძლება ყველაფარი პატარა ბავშვის მეოცნებე ტვინს გადავაბრალოთ, რომელიც  ბნელ და უიმედო სამყაროში ეძებს რომანტიკას…

Continue reading