მშვიდობით, მაღლივო!

აი უკვე მესამე კვირაა, რაც სტუდენტებმა ”სწავლა” (ზოგმა ბრჭყალების გარეშეც) განვაახლეთ. კვლავ ჩავებით ამ მძიმე უღელში, დილაობით ტრანსპორტი კვლავ სავსეა, წიგნებმომარჯვებული, ან ხელცარიელი სტუდენეტებით. თუ ავტობუსით მგზავრობთ და ფეხზე ერთდროულად სამი კაცი გაბიჯებთ შედარებით ამოსუნთქვას მხოლოდ ვაკეში შეძლებთ, ხოლო თუ მეტროს მოქანავე ვაგონში სახეში გამუდმებით გხვდებათ ვიღაც ახალგაზრდის ზევით აღმართული იდაყვი,  უსაფრთხოდ პოლიტექნიკურის შემდეგ თუ იგრძნობთ თავს. – ეს ყველაფერი ორწლიანი დაკვირვების შედეგია.  წელს, ისევე როგორც შარშან დელისზე მივდივარ, სადაც ჩემი ახალი უნივერსიტეტი ”ჯავახიშვილის ტურიზმის საერთაშორისო სკოლაა” განლაგებული. მაღლივის არ იყოს, წესრიგი მანდაც ოცნებად მაქვს ქცეული, თუმცა ამაზე სხვა დროს, თან ამ ორი სასწავლებლის შედარება ცოტა არ იყოს და უნამუსობაა ჩემი მხრიდან –  არაფერია ამ ქვეყნად მორდორ-მაღლივის მომაკვდინებელ აურაზე უარესი.

ზაფხულში, როდესაც გატანჯულს დიდის ამბით გადამქონდა საბუთები, თავს სიტყვა მივეცი რომ მივუძღვნიდი მაღლივს კიდევ ერთ, უკანასკნელ პოსტს…

Continue reading

Advertisements

აგურები

ბებიაჩემის სხვენში ნაპოვნი კიდევ ერთი წერილის ამონარიდი:

”როგორ ხარ ჩემო ძვირფასო დაო? როგორ უმკლავდები სიძნელეებს, ხომ მოიმარაგე მოთმინება?

მოთმინება…  როგორი რთული, როგორი საჭირო… ხანდახან მეჩვენება რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თვისებაა ადამიანში. მე კი ის საერთოდ არ გამაჩნია. ერთი პოეტის თქმისა არ იყოს “მთელი სამყარო მინდა, და მინდა ახლავე!”, მეც მყისიერ და სასურველ შედეგს ვითხოვ წარამარა. საკმარისია ეგრევე შედეგი არ მივიღო, და აი უკვე მზად ვარ საქმეზე ხელი ჩავიქნიო. და მართლაც, როდესაც დაიხარჯები, ჩადებ საკუთარი თავის ნაწილს რაღაცაში, სანაცვლოდ კი ვერაფერს იღებ, ძალიან რთულია მოიმარაგო მოთმინება და იმედის თვალით შესცქირო მომავალს…

”ელოდეთ! გწამდეთ! მოგეცემათ!” – ყველა ეს ფრაზა სულაც არ აქარწყლებს ჩემს სკეპტიკურობას.

რა ძნელია იმის გაცნობიერება, რომ შრომა წყალში ჩაგეყარა, რომ შენს მიერ მოზიდული აგურები არ აღმოჩნდა საკმარისი სახლის ასაგებად.

თუმცა ხანდახან სხვანაირადაც ხდება- წარმოდგინე ლამაზი, ყელმაღალი, ხორბლისფერთმიანი გოგო, რომლის  კანიც ძველი დროის პოეტების თქმისა არ იყოს სპილოს ძვალივით თეთრია. მისკენ მიმიწევს გული, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში თითქოს ვიღაც ფრთხილი მხედარი ჩემში ზედ ნახტომის წინ ცხენს აჩერებს…

Continue reading

საღვთო მიწა (ნაწ.2)

ცა იღვრებოდა წვიმად  და ზავდებოდა აქაფებულ, მშფოთვარე ზღვაში.  ტალღები ღმუოდნენ, საღვთო მიწას გაავებულნი ეხეთქებოდნენ და აბრკოლებდნენ მცურავს, რომელიც გადასარჩენად იბრძობა მათ შავ წიაღში. ბოლოსდაბოლოს იგი მიუახლოვდა კუნძულს და მაგრად ჩაეჭიდა მისკენ ხელივით გამოშვერილ ქვას. მცურავი მაღლა აცოცდა, მოძებნა შესაფერისი ადგილი, ჩამოჯდა და სახიდან სველი თმა გადაიწია. სახე ძალიან ბავშვური ქონდა,  ერთი შეხედვით შეიძლება გოგოსიც ყოფილიყო და ბიჭისაც, აი სხეული კი მართლაც ქალის სილამაზის ეტალონს წარმოადგენდა. მაღალი, ამაყი კისერი, ახლადმომწიფებული ყურძნის მტევნებევით სავსე მკერდი, წვრილი წელი და გრძელი სწორი ფეხები.

ქვები სველი იყო და გოგონას ძალზედ უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება, მისი პატარა ტერფები მოუსვენრად დასრიალებდა…  ცა კი არც ფიქრობდა გამოდარებას, პირიქით სულ უფრო და უფრო მსხვილ წვეთებს უშენდა საღვთო მიწაზე მჯდომ განდეგილს…  ქარი ღმუოდა როგორც ტკივილისგან გამწარებული ქალი და უხეში მამაკაცივით უჩეჩავდა თმას  ზღვის წიაღში მყოფ ამ ერთადერთ ადამიანს.

”რატომ? რატომ?” ჩურჩულებდა გოგონა, დრო-და დრო ცისკენ აპყრობდა თავის შავ თვალებს,  რომელბშიც ელვის კლაკნილი ირეკლებოდა…  ასეთ მომენტებში ცა გაბზარულ ჭერს გავდა და ალბათ გოგონას იმედი ქონდა, რომ მოწყალე ღმერთი ამ ბზარიდან გადმოუგდებდა რამეს… თუმცა კი დრო გადიოდა, ბუნება კვლავ ბობოქრობდა, გოგო კი  უშედეგოდ ელოდა დახმარებას…  ბოლოს გოგონამ უკანასკნელად ახედა ცას, პირჯვარი გადაისახა და წყალში გადაეშვა…

Continue reading

საღვთო მიწა (ნაწ.1)

ზღვის მარადი ტალღები იავნანას უმღერიან  პატარა გოჯ მიწას, რომელიც განისვენებს მათ წიაღში, როგორც ღვთის საჩუქარი ვინმე გამოუცდელ მცურავს. გაშავებული ქვებით დაფარული, მხოლოდ იგი თუ მოაგონებს ადამიანს, რომ ამ უკიდეგანო სივრცეში არსებობს ხმელეთი. საუკუნეების მანძილზე, მას შემდეგ, რაც ღმერთმა ამ მიწის ნაგლეჯის უვნებლად დატოვება ინება, აქ  უამრავი ადამიანის ტერფი დგმულა. ძველად აქ ხშირად მოცურავდნენ მღვდლები, რომელთაც სურდათ განმარტოვება, საკუთარ თავში ჩაღრმავება და მრევლისთვის საჭირო სიტყვების პოვნა. გადამწყვეტი ბრძოლის წინა ღამით არაერთ მხედამთავარს მოუპოვებია წალკოტზე მტერთან შებმის სიმამაცე, რომლის შედაგადაც მათი გმირობები საარაკო ხდებოდა. არც გულზე სიყვარულის ალმოდებულები აკლდა აქაურობას, არც იმედგაცრუებულები და გულგატეხილები, ისღა დაგვრჩენია გაგვიკვირდეს, როგორ არ იქმნებოდა კუნძულთან მისაცურ გზაზე რიგები, და როგორ არ ახრჩობდნენ ერთმანეთს პირველობის სურვილით შეპყრობილები. თუმცა წალკოტს გააჩნდა ერთი მეტად საინტერესო თვისება. ყველას ეგონა რომ იგი ერთადერთია ვინც ამ პატარა ადგილის საიდუმლოს ფლობდა, თან იმდენად ერთპიროვნულად, რომ არავის ქონია ვინმესთვის მისი განდობის სურვილი.  ალბათ ასე უკეთესიც იყო – ის რაც ყველასთვისაა ცნობილი, უკვე აღარ გვეჩვენება სასწაულად…   საკმარისია იგი გავთქვათ, მის შესახებ ისეთ ვინმეს შევატყობინოთ, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის სასწაული, და სასწაული უკვე კარგავს თავის მაგიურ ძალას, იგი ჩვეულებრივ, ყოფით მოვლენად გარდაიქმნება…

Continue reading

კარავში

ღამეა.  კარვის გამჭირვალე კედელში მოჩანს მოჩვენების მაგვარი მთვარე. ალკოჰოლის საკმაოდ დიდი რაოდენობა გაქვთ მიღებული, რაც ხშირ შემთხვევებში ძალიან სასარგებლოა.  კარავში სივიწროვეა, რადგანაც 3 კაცის ნაწვლად 4ნი წევხართ. მარცხნიდან კარვის კედელს ეყრდნობით, მარჯვნიდან კი ულამაზესი გოგო გიწევთ. ღრმად სუნთქავს და წარამარა ექაჩება თავისკენ საბანს, რომელიც თქვენდასაუბედუროდ საერთო გაქვთ. კარავში სიგრილეა და საბნის გარდა თბილი ჟაკეტი გაფარიათ, გოგონა, თითქოს ეწევაო, დროდადრო უშვებს პირიდან ორთქლს…

სიცივე არ გაძინებთ, და გრძნობთ რომ დასაძინებლად სითბო გესაჭიროებათ. თუმცა კი ამ სითბოს ვერ მოგცემთ ვერც საბანი და  ვერც ქურქი, ვერც ფეჩი, და ვერც გარეთ ანთებული კოცონი… ერთადერთი, ვისაც ამ დროს თქვენი გათბობა შეუძლია, მარჯვნივ მწოლიარეა, თუმცა რა მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ამჟამად გვერდით საჭირო ადამიანი არ გიწევთ. ”საჭირო”-ში სულაც არ იგულისხმება ლტოლვის ობიექტი. აქ ლაპარაკია ადამიანზე, რომელსაც შეუძლია შთანთქოს ტქვენი ნეგატივი, და მის სანაცვლოდ თავისი თბილი, დადებითად დამუხტული აურის ნაწილი გიბოძოთ…

Continue reading

”ქართული” სუფრა და აულესავი ხმალი

სუფრასთან შეკრებილნი აი უკვე მეოთხე საათია, ყველა ქართული ადათ-წესის დაცვით, ბახუსს ადიდებენ. მათი ხმაური ყველაზე უფრო ზოოპარკის აჯანყებულ მკვიდრების გაგახსენებთ. თუმცა ეს ის შემთხვევაა როცა თვალი არ გატყუებთ და აი, თქვენ ხედავთ სუფრასთან ჩამომწკრივებულ შუა ხნის მამაკაცებს. დარეტიანებული თამადგა ფეხზე დგას, და გრძელ, დახვეული ბილიკის მაგვარ სადღეგრძელოს წარმოთქვამს, თვალებამღვრეული მსმენელი კი ეძებს ჭიქას, რათა მას მიუჭახუნოს.  რამდენიმე კმაყოფილსახიანი მოქეიფე სკამის ზურგზეა მიყრდნობილი – სიგარეტითა და ორატორობით ერთობა, ვინმე მელოტ მამაკაცს კი კომფორტულად მოუთავსებია თავი საცივით პირთამდე სავსე თეფშში.

უცებ მუსიკის ხანგები აყუჩებს შეზარხოშებულ საზოგადეობას, და დარბაზი პატრიოტული სიმღერის ხმაში იძირება.  აღტკინებული მომღერალი მოუწოდებს ქართველთ, რათა ალესონ ხმალი… ვისაც მოძრაობის უნარი აქამდე შემორჩა ეტყობა ცდილობენ ამ მოწოდებას აჰყვნენ, ხოლო ისინი, ვინც მხოლოდ მეტყველების იმედზეღაა დარჩა, ცდილობენ გაიმეორონ თოთოეული სიტყვა, და პატრიოტიზმისგან გულანთებულებს, სახეზე სიამაყის ცრემლი ადგებათ. მელოტი კაცის თავი კი კვლავ საცივში განისვენებს.

Continue reading

ჯაჭვი

მათ თანმიმდერვობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთნაირად ფერ-გადასული და მოუწესრიგებელია. საშინლად ბინძური და მუქი, ფერმკრთალი და გახუნებული, ისინი თითქოს უიმედობის უსასრულო რუხ ჯაჭვს ქმნიან, ჯაჭვს, რომელსაც არ აქვს სუსტი რგოლი…

თქვენი გზა თითქოს წინასწარ განსაზღვრულია,  არჩევნის თავისუფლება კი მითია, ზღაპარია, რომელსაც თავის დაიმედების მიზნით იგონებენ.

ყურებში ჩაგესმით მონოტონური ხმაური, რომელიც სასტიკად გტკენთ და ამიტომაც გძულთ. თუმცა კი არავინ და არაფერი არ გძულთ საკუთარ თავზე, საკუთარ უსუსურობაზე მეტად.

თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები უსახურ მოჩვენებებს გვანან. სცენის დეკორაცია არიან და მეტი არაფერი, თუმცა კი თვალები გააჩნიათ და გრძნობთ, რომ მზერით გჭამენ. მათი ცნობიმოყვარეობა გულისამრევია, თითქოს სურთ ჩააღწიონ თქვენში და სიმართლე ამოგწოვონ, და სულაც არ ენაღვლებათ რომ ცხოვრებაში პირველად და ალბათ უკანასკნელად გხედავენ.  მზე ჩადის და თქვენს ზემოთ ხელოვნური ნათურები ინთება. დღეები ძველი მატარებლის ვაგონებს გავს…

კანისცვალება

მას მერე, რაც ზღვიდან ჩამოვიდა, თვალს ვერ ვაცილებ – მან გამოიცვალა კანი. ის აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მისი იერი, გამოხედვა, სურნელიც კი თითქოს სამუდამოდ გაჰყვა იმ ძველ, სპილოსძვლისფერ კანს. ამჟამად მისი კანის შოკოლადის პლომბირს გავს, რომელიც ბავშვობაში მართალია ძალიან მიყვარდა, მაგრამ შემდეგ მას გემო შეეცვალა და დაფქვილი ყავა კი მე არასდროს მიზიდავდა.

შოკოლადისპლომბირისფერი ხელი, გველივით მოქნილი, წყვეტს თუთის ნაყოფს და მიაქვს ჩემს ტუჩებთან. ეს ჩვენი რიტუალიც კი, ახლა სხვანაირად მიმდინარეობს – ადრე მისი ხელი ასე ვნებიანად ზანტი არასოდეს ყოფილა. იმ ხელს რომ ვუყურებდი, ყოველთვის ვიცოდი – შემიძლია ვენდო. ახლა კი ის მართალია მომაჯადოვებელია, მაგრამ ამავდროულად სახიფათოდაც მეჩვენება. ამ ეზოში უამრავი საათი გვაქვს გატარებული. ადრე ეს ეზო მაგიური იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ მის პატრონს დროის მმართავი მოწყობილობა ჰქონდა და იგი განგებ აჩქარებდა ჩვენს დროს, რადგან წასვლისას ყოველთვის ხუთის წუთის მოსულები ვიყავით. დღეს კი მასთან გატარებული საათნახევრის განმავლობაში გულის თითოეული ფეთქვა ყრუ ექოს გამოსცემდა ჩემს თავში.

ვიხედე მისკენ. გრძელი თითები ისწორებენ ჩოლკას, რომელიც ადრე ზუსტად იმავე ფერის იყო, როგორც ჩემი ბავშვობის პატარა მეგობარი დათუნია. ცხოვრებამ თითქოს მისი კანის შეცვლა არ იკმარა, აიღო და მისი თმაც წამართვა. თჲთის ჩრდილში მისი თმა გაქვს ოქროს, იმ ოქროს რომლის გულისთვისაც ათასობით სასოწარკვეთილი ჩაედინეობოდა ამერიკაში, და რომლის გამოც ამდენი ადამიანის სისხლი დაღვარა ადამიანმა.

Continue reading

პარაზიტები

პაწაწინა მტაცებლები ზევით-ქვევით დახოხავენ, და მტკივნეული წითელი ფერის ზედაპირს უმოწყალოდ ჯიჯგნიან. არც ერთი წუთით, არც ერთი წამით არ ისვენებენ და ბასრი ეშვებიც გამუდმებით საქმეშია. მათი ცხოვრების წესია, რაც შეიძლება მეტი ტკივილი, ბოროტება და საძაგაგლობა დათესონ,  ლორწოვანი გამონადენიც თითქოს ამას უსმევს ხაზს. ერთმანეთს ვერ იტანენ, და ეჭვის თვალით უყურებენ, თუმცა კი ეს პარაზიტები საოცარი სისწრაფით მრავლდებიან და ედებიან ისედაც დასახლებულ ადგილებს. ვერავინ და ვერაფერი ვერ აიძულებთ თავისი დამღუპველი საქმიანობა შეაჩერონ, ვერავინ და ვერაფერი, სიკვდილის გარდა. ზოგადად, ერთმანეთს არ ჭამენ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც ამას მოერიდებიან. არ იციან, საიდან გაჩნდენ, როდის და როგორ, იმას გრძნობენ რომ ჯიჯგნისა და ფლეთისათვის არიან შექმნილნი, ჰოდა რა გაეწყობა…  მოწყალეობა, და ყოველგვარი დადებითის გამოვლინება მათთვის იმდენადვეა უცხო, როგორც ღამისთვის მზე…

Continue reading

ადამიანი ადამიანისთვის მგელია?

მგონი ადამიანი ისე არსად არ იხსნება, როგორც წერილში. გაცილებით ადვილია ადამიანს წერილობითი ფორმით უთხრა ის, რასაც პირისპირ საუბრისას ვერ ეუბნები. ძველ დროში სიყვარულის წერილით ახსნაც დარწმუნებული ვარ ამიტომ გამოიგონეს, და მხოლოდ საუკუნეების შემდეგ შეიძინა ამან რომანტიკული ელფერი. თუმცა წერილში, გაცილებით უფრო რთულ და მრავალმხრივ ემოციებსაც უზიარებენ ერთმანეთს ადამიანები…

ჰოდა მოკლედ, ამ დღეებში ბებიაჩემის სხვენში ძველმანებს ვეძებდი და უცებ ხელში წერილების უზარმაზარი შეკვრა მომხვდა. წერილები საოცრად ძველია და მათი უმეტესობა მეოცე საუკუნის დასაწყისითაა დათარიღებული. ადრესატმაც და ავტორმაც დიდი ხანია უფალს მიაბარეს სული…

ადრე არასდროს გამომიქვეყნებია ჩემს ბლოგზე მგავსი რამ. თუმცა ამ წერილებმა იმდენად დამაინტერესა, რომ გადაწყვიტე, დრო და დრო შემოგთავაზოთ ხოლმე.

მაშ ასე. წერილი პირველი:

შენი არ ვიცი და ზოგადად ადამიანზე ყოველთვის საკმაოდ დადებითი წარმოდგენა მქონდა. მჯეროდა რომ ის უბრალოდ გონიერი ცხოველი არ არის, მის მრავალ თვისებას აღფრთოვანებაში მოვყავდი, უარყოფითი თვისებებს კი ყოველთვის მეორე პლანზე ვაყენებდი და მიმაჩნდა, რომ ერთგვარი, გამოსწორებადი ხარვეზებია.

Continue reading