About

წესით აქ უნდა ეწეროს ვინ ვარ მე. საქმე იმაშია, რომ ეს აქამდე არ გამირკვევია, ასე რომ ვეცდები, შეძლებისდაგვარად გულწრფელი ვიყო. ყველანი ვცხოვრობთ იქ, სადაც გვინდა. გჯერათ? არ გჯერათ.  მე კი. იმისიც მჯერა, რომ ყველანი საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონები ვართ, უბრალოდ უმეტესობას მისი მართვა არ გვეხერხება.

”მითხარი სად ცხოვრობ, და მე გეტყვი ვინ  ხარ შენ” – ეს ერთმა ბრძენმა კაცმა მითხრა. მაშინ არ დავეთანხმე, ახლა კი ვხვდები რომ მართალი იყო. მაშ ასე, ადრე იასამნისფერ სამყაროში ვცხოვრობდი, მაგრამ შემდეგ იგი დაიმსხვრა (ან დაამსხვრიეს, ნუ რაღა მნიშვნელობა აქვს), და მის ნანგრევებიდან ამოსულმა დავინახე, რომ გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში აღმოვჩნდი.  აქ ბევრი შუქნიშანია ჩაციკლული ყვითელ ფერზე… ნება მიბოძეთ თავი გაგაცნოთ – მეც გაფუჭებული შუქნიშანი ვარ, ყოველ შემთვევაში ამისი ხშირად მჯერა. ჰო, და კიდევ, სანდრო მქვია, ნუ თუ ამას რაიმე არსებითი მნიშვნელობა აქვს.

32 responses

  1. რა ძალიან კარგი ბლოგი გაქვს, ისეთი სასიამოვნო და თბილია, როგორც ძველ მეგობრათან საუბარი 🙂

  2. შედარება მომეწონა…თუ გავითვალისწინებ იმას, რომ ცხოვრებაში ამ ბოლო დროს ფერები და “რამს-რუმსები” ამერია, მეც გაფუჭებული შუქნიშანი ვარ….და საკუთარი , ჩემთვის სიკეთისა და სინათლის მომტანი ფერის ძიებაში გადავწყვიტე wordpress სთან დამეგობრება. მომწონს ეს ნაწერი +

  3. “ადრე იასამნისფერ სამყაროში ვცხოვრობდი”
    მე ჯერ კიდევ აქ ვცხოვრობ :)))

  4. რაღაც სხვანაირი და ყველასგან განსხვავებული, არასტანდარტული და საოცრად თბილი ბლოგი გაქვს, გაფუჭებულო შუქნიშანო +1 რიდერი შენ ბლოგს ჩემი სახით! : )))

  5. რაღაც სხვანაირი და ყველასგან განსხვავებული, არასტანდარტული და საოცრად თბილი ბლოგი გაქვს, გაფუჭებულო შუქნიშანო +1 რიდერი შენს ბლოგს ჩემი სახით! : )))

  6. მართლაც განსაკუთრებული,თბილი …. ვის შეშურდა ჩემიო? 😀 პირიქით, ახლა მე შემშურდა შენი ,კეთილი შურით 🙂 ,,გაფუჭებული შუქნიშანი” რა მაგარი შედარებაა! ბანანათევზებიც მომეწონა 🙂 🙂
    წაგიკითხავ ხოლმე 🙂

  7. მართალია, არ არსებობს მხოლოდ წითელი ან მწვანე, დადებითი ან უარყოფითი, რადიკალი… ადამიანში ყველაფრის საწყისია, ჩვენ არჩევანის ზღვარზე ვართ, უნდა გადავწყვიტოთ, ავირჩიოთ.. უბრალოდ შენ ყველას დაასწარი და მიაგენი ყვითელ ფერს: )))
    ხანდახან ვკითხულობდი შენს ბლოგს, საინტერესო ადამიანი ჩანხარ. ჩანხარ არა, ხარ: )
    ჰო… და… რომ წავიკითხავ შენს ჩანაწერებს, თავისთავად ცხადია, უბრალოდ ამ მცირე კომენატარით ჩემი მოწონება მინდოდა გამომეხატა.
    : )))

  8. ზოგიერთ საინტერესო ბლოგზე ებაუთს გვიან მივადგები-ხოლმე, ახლაც ასე გამოვიდა… სხვა თუ არაფერი, გავეგე რატომ მოგმართავდა ყველა სანდროთი და მე seymour glass-ით (გრქმევია ასე და : ))
    სასიამოვნო იყო შენი ებაუთის წაკითხვა!

  9. მომეწონა…განსხვავებული “აბოუთ” გაქვს….განსაკუთრებით მომეწონა ის რომ სანდრო გქვია ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s