You f*ckers, I’m back!

4 წლის მერე ბლოგზე შეძრომა მტვრიანი ფოტოს გადაწმენდასაც აღარ გავს. აქ დაწერილი ტექსტები ოდნავ უფრო ბუნდოვნად რომ მახსოვდეს, ალბათ ეგრევე არქეოლოგიურ გათხრებზე ჩამოგიგდებდი საუბარს. თუმცა ვის მივმართავ? ახლა ამ პოსტს ვინმე თუ ათვალიერებს, მალადეც შენ – 4 წლის მკვდარი ბლოგი გაქვს გამოწერილი,  ან საერთოდ, ვინღა კითხულობს ბლოგებს? იშვიათი გამონაკლისების გარდა. ყოფილები კითხულობენ ხოლმე, მაგრამ იმედია, ჩემი ყოფილი არ ხარ. 😀  ამიტომაც, ფრჩხილების ამ თაიგულს საკუთარ თავს ვუბოძებ (((()))) და სათქმელს დავუბრუნდები.

ბლოგს როცა ვქმნიდი, კეთილშობილური მიზანი მამოძრავებდა – მწერალი უნდა გავხდე-თქო, ვფიქრობდი. თუმცა ვიტყუები, ეს მეორეხარისხოვანი მიზანი იყო.

გქონია ოდესმე ბავშვობაში მომენტი, გაწბილებული რომ ხარ და თვითშეფასების ასამაღლებლად რამე საყვარელ, მრავლისმეტყველ სიმღერას რომ უსმენ? ან საყვარელი ფილმიდან უყურებ ნაწყვეტს, როცა ოპერატორი ჯერ ხუთი წუთის მანძილზე ხიდან ჩამოვარდნილი გაყვითლებული ფოთლით გბურღავს და მერე უცებ კადრი მოტყნაურე ძაღლებზე გადადის? არა? მე ხშირად. 😀 ჰოდა მოკლედ, უსმენ, ან უყურებ და თან ანუგეშებ საკუთარ თავს – მე მაინც თესლი ვარ, თესლი! დაახლოებით ასე:

s8beixb

ასე იყო ჩემი ბლოგიც.

ლიტერატურული “ოპუსები” დაახლოებით წელიწადნახევარში გამომელია და ჟღვლინტების სახალხოდ მოწმენდის სურვილიც პირწმინდად გამიქრა.

(წერით მაინც ვწერდი, ოღონდ ჩემთვის. კარგი ჰო, მთლად ჩემთვის არა – ახლობლებს ვაკითხებდი. მაგათ კიდევ ძალიან მაგარი თვისება აქვთ, სწორედ იმ მომენტებს შეგიქებენ, შენ რომ ძალიან გინდა 😀 )

დღეს კი სრულიად მოულოდენლად მივხვდი, რომ მინდა, აქ ახალი ჩანაწერი დავტოვო. გულწრფელად მშურს მათი, ვინც მოახერხა, ამდენი წლის მანძილზე ბლოგი შეენარჩუნებინა და იქ მეტ-ნაკლებად რეგულარულად ეწერა. (სულიერი პორნოგრაფიისა და მუდამ საკუთარი წარუმატებელი რილეიშენშიფებს განმხილველ ავტორებს არ ვგულისხმობ, ცხადია). მე კი წარმოდგენა არ მაქვს, რა ვუყო აწი ამ ბლოგს, როგორ გამოვიყენო და საერთოდ რა მინდა მისგან.

906500d2589d959c73c33b4dcdda34f5fda3485255b19132d42b491c823e807e

მოვარჯიშე ჯონ მალკოვიჩებს რომ აღარ დავდებ, ეგ ნაღდად ვიცი. ალბათ დროდადრო უბრალოდ საკუთარ ჭიას გავახარებ ხოლმე და როცა ტექსტი ფეისბუქის სტატუსის კვალობაზე ზედმეტად გრძლად მომეჩვენება, აქ დავაგდებ. გონებამახვილური საინტერესო პოსტების საწერად კი, ალბათ, არც დრო მაქვს და მითუმეტეს არც ნიჭი.

მაგრამ ეგ არაფერი – ბოლო სერიაში მაინც მწერალი ვიქნები, ლევან ვასაძე სოსო ჯაჭვლიანთან კამერის წინ იტყნაურებს და ყველანი ზეციურ საქართველოში შევხვდებით.

tumblr_m7kjo9bzqq1r7tffao1_500

 

 

 

 

Advertisements

2 responses

  1. მე ჯერჯერობით ვინარჩუნებ და იმედს ვიტოვებ იმათ სიაში არ ვარ, შენ რომ ჩამოთვალე 🙂 .დაველოდები ბოლო სერიას, ანონსი დამაინტრიგებელი იყო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s