მძღნერი ვართ და მძღნერადვე…

ქართველებს (ისვე როგორც სხვა ადამიანებსაც, თუმცა ეს ცალკე თემაა) გაცილებით მეტი გვაკავშირებს ვიდრე გვგონია. ყველას ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ გვახასიათებს – ჩვენ ყველანი ვჯვამთ. ვიცი ამერიკა არ აღმომიჩენია, და რომელიმე მეტნაკლებად გონებამახვილი მკითხველი უთუოდ იტყვის იუ დონთ სეი-ო, მაგრამ ფაქტი ფაქტადვე რჩება – ყველანი სხვადასხვა სიხშირით ვემშვიდობებით ცხოველმოქმედების ნაყოფს.

ყველაზე საინტერესო სწორედ აქ იწყება. სხვებს „მოსასაქმებლად“ ერთი განსაზღვრული ადგილი აქვთ, მაგრამ არა ქართველებს… ჩვენ ხომ უძველესი ტრადიციების, თავისუფლების მოყვარე დიადი ერი ვართ… ჩვენ დავითის, თამარ მეფის, შოთას  შთამომავლები რაღაც უაზრო, დასავლურ წესებზე გაცილებით მაღლა ვდგავართ.  ნუთუ იმ მიწის შვილებმა, რომელიც ამდენი ღირსეული მამულიშვილის სისიხლით მოირწყა, ყური უნდა ვუგდოთ ვიღაც გადამთიელ ერს, რომლის ისტორიაც ძლივს ითვლის სამ ასწლეულს…  ყველაზე კარგად ვუწყით რა და როგორ უნდა გაკეთდეს, უბრალოდ საუკუნეების მანძილზე ბოროტი მეზობლები გვიშლიდნენ და ქართველობას გვართმევნდენ. სკოლაში გვასწავლიდნენ რომ ერთი ქართველი 50 თათარს უდრიდა, განა ეს ცოტაა?

Image

ჩვენი სარწმუნოება  ჭეშმარიტია, დანარჩენები კი უბრალოდ მწვალებლები არიან! მხოლოდ ჩვენმა მღვდლებმა იციან ყველაფერი, და ჭეშმარიტი ქართველი საკუთარი მოძღვარისა და სარწმუნოების გულისთვის ხომ ნებისმიერს გამოღადრავს ყელს. ჩვენ ხომ ყოველთვის მართლები ვართ და ნებისმიერი საპირისპირო აზრი გადაგვარების საფრთხის შემცველია.

ამიტომ მოვჯვათ იქ სადაც გვინდა!  ნუ დავუჯერებთ ნურავის! ვესროლოთ ილიას! ვადიდოთ ზვიადი და შემდეგ ჩვენვე გავანადგუროთ! ვუხმოთ ბაბუს და შემდეგ ვარდების ფრიალით გავისტუმროთ! გავიხლიჩოთ ყელი :მიშა, მიშა“-ს ძახილით! შევიქმნათ კერპი! დავამსხვრევინოთ ეს კერპი ბიძინას და მასვე ვამწყემსინოთ თავი! თითოეული ჩვენგანი ხომ დიდი პოლიტიკოსი, ან/და პროფესორია.

მოვჯვათ იქ სადაც ვჭამთ და ვჭამოთ იქ სადაც ვჯვამთ! ამოვსვაროთ მძღნერში ერთმანეთი და ვიყოთ ამით ბედნიერები! მართლაც, რაში გვჭირდება უნიტაზი როცა ირგვლივ ამდენი ადამიანია?!

Image

Advertisements

15 responses

  1. “თითოეული ჩვენგანი ხომ დიდი პოლიტიკოსი, ან/და პროფესორია” getanxmebi! sheni tamadobit.

  2. მომწონს რომ გაბრაზებული ხარ და ეს ტექსტშიც იგრძნობა. მინდა ბევრი იყოს ასე გაბრაზებული და გაკერპების ნაცვლად რეალურად იფიქროს რაღაცებზე.

  3. მეწვიე ბლოგზე და თან კომენტარიც არ დაიშურო ( დამაკლიკე სახელზე)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s