ელიტარული კაი ბიჭობა, ანუ “ბესპრედელი” თვითმმართველობა

ბოლო დროს ჩვენთან თითქოს ტაბუ დაედო, ე.წ.  ”ქურდული მენტალიტეტის” ყოველგვარ გამოვლინებას. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, საკმარისი იყო ნებისმიერ მოქალაქეს თავი ”კანონიერ ქურდად” ეღიარებინა, რაც მას ხანგრძლივი ვადით ციხე ელოდა. ეგ კი არა, განათლების სამანისტრო და შსს ცდილობდნენ ცეცხლითა და მახვილით აღმოეფხვრათ მოზარდებსა და ახალგაზრდებში ”კაი ბიჭობის” ინსტიტუტი. Imageშეიძლება გავიხსენოთ ხელისუფლების მიერ დახოცილი უამრავ ახალგაზრდა. (მართალია ხელისუფლება ამას სხვადასხვა არგუმენტით ამართლებდა, მაგრამ გინდ ის ბიჭები დამნაშავეები ყოფილიყვნენ, ფაქტია რომ სამართალდამცავებს ჰუმანიზმის ნატამალიც კი არ გამოუმჟღავნებიათ). ”ნულოვანი ტოლერანტობა!” და ”ყველანი ციხეში!” – გარდატეხის ასაკში მყოფს გამუდმებით ეს ორი ფრაზა ჩამესმოდა.  გავიდა წლები. უბნებში სულ უფრო ნაკლებად შეხვდებით ე.წ. ბირჟავიკებს, სკოლებში ლამის საპოლიციო რეჟიმია დამყარებული. პატარა ბავშვებს აღარ გააჩნიათ ის მცდარი ფასეულობები, რომლებზეც ჩვენ ვიზრდებოდით. (აქ მინდა ავღნიშნო, რომ სულაც არ მიმაჩნია ჩემი ბავშვობისდროინდელი ყველა ფასეულობა მცდარად, მაგალითად ერთმანეთის გატანა, რომლითაც 90-ანების ბავშვები განსაკუთრებულად გამოირჩევიან), აღარ დააქვთ დანები, აღარ კაჩაობენ, გაცილებით მეტ საინფორმაციო რესურსზე მიუწვდებათ ხელი და სხვა თუ არაფერი, ჩვენზე ბევრად უკეთეს პირობებში სწავლობენ.  ერთი შეხედვით, ”კაი ბიჭობა” ნელ-ნელა ანაქრონიზმად იქცა…

 

გარედან შეღებილი ფასადებისა არ იყოს, ესეც თვალშისაცემია და რეალურ სურათს არ ასახავს.  ის რაც ხდება ჯავახიშვილში ამის ნათელი მაგალითია. ოღონდ აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი – კორუფციის მსგავსად, რომელიც დაბალ ფენებში სრულიად აღმოფხვრილია, და რომელსაც სხვადასხვა წყაროების მტკიცებით მხოლოდ უმაღლეს წრეებში აქვს ადგილი, ”კაი ბიჭობაც” მხოლოდ ახალგაზრდობის ე.წ. ელიტარული ნაწილისთვისაა დასაშვები. მაგალითად, ყველას გვახსოვს ცოტა ხნის წინ 53-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტი,  როდესაც მოსწავლე დირექტორთან კამათის გამო სკოლიდან გააგდეს ისე, რომ ყველა სხვა სკოლამ მის მიღებაზე უარი განცხადა და თავად პრეზიდენტმაც კი ხულიგანად შერაცხა. თავად ბავშვი ამტკიცებს დედაჩემს ვიცავდიო, ასე რომც არ ყოფილიყო, ფაქტია – მას ხელი არავისთვის გაურტყამს და მიუხედავად ამისა  ”სისტემამ” სამაგალითოდ დასაჯა.  რას ვხედავთ ჯავახიშვილში? მეორე წელია ზედიზედ თვითმმართველობის წევრები ცემენ (თან ”კარგად” ცემენ) სტუდენტებს, რომლებიც მათი მუშაობით უკმაყოფილებას გამოხატავენ. გასაგებია, რომ  კრიტიკა არავის ეხატება გულზე, მაგრამ თვითმმართველობა სწორედ იმას სჩადის, რასაც ბავშვობაში ”ბესპრედელს” ვეძახდით. ”ბესპრედელი” კი გრეხად ითვლებოდა, და მისთვის სჯიდნენ კიდეც.

გუშინწინ თვითმმართველობასთან დაპირისპირებულ სტუდენტებს კიდევ ერთხელ მოხვდათ ყბაში. ეს ხდება პირველ რიგში იმიტომ, რომ თვითმმართველობა თავს დაცულად გრძნობს. მათ არ ეშინიათ ძალის გამოყენების. ან რატო უნდა ეშინოდეთ, როცა ”შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა, რა ჩხუბში მონაწილეთა ასაკი, უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შემოიფარგლა ახალგაზრდებისთვის გამამრთხილებელი ოქმის შედგენით”. თუ ასე გაგრძელდა, არ გამიკვირდება თუკი მალე პოლიციის შენობის დარად ჯავახიშვილის კორპუსუბიდანაც ერთი მეორის მიყოლებით ”გადმოცვივდებიან” უკმაყოფილო სტუდენტები…  ისე საინტერესო იქნებოდა ექსპერიმენტის სახით თვითმმართველობის რომელიმე წევრი რომ გვეცემა…

Image

როდესაც შარშან ავადსახსენებელ პრეზენტაციაზე ხალხი გაილახა, ამას ჩემს თანატოლებში დიდი რეზონანსი მოჰყვა, ყველანი ვშფოთავდით და ვიძახდით, ასე არ შეიძლება, დამნშავეები უნდა დაისაჯონ, თვითმმართველობის სისტემა ჩალპა და თავად სისტემაა შესაცვლელიო…  შენც არ მომიკვდე! ორ-სამ კვირაში ყველაფერი მიწყნარდა, და ეს პირველ რიგში ჩვენი ბრალია. ახლაც შევიკრიბეთ და პროტესტი გამოვთქვით. მაგრამ ბოლო-ბოლო ევროკავშირი ხომ არ ვართ, რომელიც რაიმე შემთხვევის შემდეგ მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლება!  არც იმის შესაძლებლობა გვაქვს, რომ ძალას ძალავე დავუპირისპიროთ, რადგანაც უმალვე მოძალადეებად და კრიმინალებად გამოგვაცხადებენ,  და ახლა უკვე  ”ბესპრდებელები” კი არა, არამედ პოლიციელები გვცემენ, და შემდეგ ყოველგვარი სასამართლოს გარეშე გაურკვეველი ვადით ვირის აბანოში ამოგვაყოფინებენ თავს…  

 

გუშინდელ აქციაზე არც ისე ბევრი ადამიანი იყო, როგორც მინდოდა. ასევე არ იგრძნობოდა ის მუხტი, რომელიც რეალური ცვლილებებისთვისაა აუცილებელი. კი ბატონო, მოვითხოვეთ რექტორთან შეხვედრა და ცემის მოყვარულ სტუდენტთა გარიცხვა. ბატონმა ალექსანდრემაც არ დააყოვნა, და ეს დაპირება მოგვცა. თანაც აღნიშნა, ამას ასე არ დავტოვებო.  საინტერესოა, თუკი უკან არ დაიხია და მართლა ბოლომდე წავიდა, მოძალადეები გაირიცხებიან, თუ ბატონი ალექსანდრე თავად დაკარგავს თანამდებობას?

 

ჩემი აზრით, პირველ რიგში აქციები სრულიად აპოლიტიზირებული უნდა იყოს, ვერავინ რომ ვერ დაგვაბრალოს მაგალითად კრემლის აგენტობა. შემდეგ ისინი პერმანენტულ ხასიათს უნდა ატარებდეს, და სხვათაშორის ერთადერთი რაც ამ აქციების პერმანენტულობას ხელს უშლის – მისი მონაწილეების (ჩემი მათ შორის) სიზარმაცეა. აუცილებლად გვჭირდება კონკრეტული მოთხოვნები. თავად თვითმმართველობის სისტემის რეორგანიზაციის გარეშე არაფერი გამოვა.

და ყველაზე მთავარი – ეს ყველაფერი უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს. ჩვენი მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა. პირობითად ყველას გვაღელვებს აფრიკაში მოშიმშილე ბავშვები, თუმცა მათ დასახმარებლად არაფერს ვაკეთებთ. უბრალოდ ვიცით, რომ აპრიორი უნდა გვეცოდებოდნენ და მორჩა.  ასეა აქაც, სანამ თავად არ მოხვდება ყბაში, ან ძმაკაცს/ნათესავს არ ნახავს გალახულს არავინ რეალურად არ წუხდება. პროტესტი გულიდან უნდა მოდიოდეს და არა თავიდან…

Image

ბოლოს მინდა შევუერთდე ყველა იმ  ბლოგერს, რომლებმაც თსუ-ელ ზონდერებს მიმართეს.

ძვირფასო ზონდერებო, ხომ იცით რომ თბილისი პატარა ქალაქია სადაც ყველა ყველას იცნობს. ნამდვილად არ მშურს თქვენი ბედის მას მერე რაც დაკარგავეთ ან თქვენ მფარველებს, ან მათ მფარველობას. 

Advertisements

One response

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s