პრიალა ვარსკვლავი

ბურთულები სივრცეშია მიმოფენილი. ბურთულები ჭრელია – წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ლურჯი. აქ-აქ სიბნელეში წერტილები ციმციმებს – ცივი, მკრთალი, თითქოს უსიცოცხლო.

ოთახში ბნელა. თეთრ პერანგში გახვეული ბავშვი ნაძვის ხესთან სკამზე დგას. ხელში უზარმაზრი პრიალა ვერცხლისფერი ვარსკვლავი უჭირავს და ცდილობს ხის წვერს მოარგოს. ბავშვი თითის წვერებზე იწევა, წითელ შუბლზე დაძაბულობისგან ოფლი ცვარივით გადმოსდის, თუმცა ნაძვი ზედმეტად მაღალია…

კარი ჭრაჭუნით იღება და ბებია შემოდის. გაცვეთილი ყავისფერი საბანაო ხალათი აცვია, დასიებული ფეხები რეზინის ფლოსტებში აქვს გარჭობილი. იგი შუქს ანთებს და შვილიშვილს უკმაყოფილი მზერას არ აცილებს.

-რამდენჯერ გითხრა, შე სასიკვდილე, სკამზე არ დადგე-თქო?!

ბავშვი ხმას არ სცემს და თავის საქმეს განაგრძობს.

-გეყურება შენ, რასაც გელაპარაკები?

პასუხს ვერ ამჯერად ღებულობს, სკამთან მიდის, ძლიერი ძარღვიანი ხელებით შვილიშვილს  წელში ეჭიდება და იტაკზე სვავს.

-წადი დაიბანე, კალონკა ტყვილა ანთია…

ბებიას უნდა ვარკსვლავი გამოართვას, თუმცა შვილიშვილი თითქოს ვერ ამჩნევს გამოწვდომილ ხელს, სათამაშოს მაგიდაზე დებს, და ოთახიდან სწრაფად გადის.

ქალი იღებს ვარსკვლავს, ატრიალებს, თვალებთან ახლოს მიაქვს, მაგრამ უცებ ხელები უკანკალდება და იგი ქვითინს იწყებს.

***

-მორჩი დროზე, ძილის დროა! – ყვირის ბებია.

ბავშვი უჯერებს და აბაზანიდან პირსახოცით ხელში გამოდის. ბებიას კვლავ არ აქცევს ყურადღებას და ოთახში ბრუნდება. მაშინვე უნდა ვარსკვლავი აიღოს, თუმცა იგი აღარსად ჩანს. მის ნაცვლად მაგიდაზე დიდი ყუთი დგას, სადაც სხვადასხვა სათამაშოები აწყვია – სპილოები, დრაკონები, ლომები, თვითმფრინავები.

-შეხედე ნენა, ხვალ ამეებით მოვრთავთ ნაძვის ხეს, თორე ამოვიდა ყელში ყოველ წელს ერთი და იგივე სათამაშოები -ამბობს ჩუმად შემოსული ბებია და ყუთში ლამაზ ცეცხლოვან წითელ ვარვკლვავს დებს. შემდეგ ბავშვი ხელში აჰყავს, შუბლზე კოცნის და საწოლზე აწვენს.

ბავშვი მოუთმენლად უყურებს, როგორ იკეტება ოთახის კარი, ყოფს ხელს საწოლის ქვეშ, იღებს იქიდან ჩარჩოში ჩასმულ პატარა ფოტოსურათს. ჭრელი ბურთულებით მოფენილ და უზარმაზარი ვერცხლის ვარსკვლავით დამშვენებულ ხესთან ახალგაზრდა წყვილი დგას. შავგრემანი პუტკუნა გოგო და წითელლოყება მამაკაცი. ხელში ჩვილი ბავშვი უჭირავთ და ობიექტივს იმედითა და ბედნიერებით აღსავსე მზერას არ აცილებენ.

Advertisements

10 responses

  1. ზუსტად ასეთი ვარსკვლავი მქონდა 2 რუბლად და 30 კაპიკად იყიდა ბებიამ. მერე ყური მოწყდა და სანამ არ გადაიწვა შევარდნაძის შუქზე სულ ვაბნევდით ხოლმე :))))

  2. აუ, რა კარგად წერ, მომწონ ეს სტილი. სღამოს ჩავუჯდები შენს ბლოგს:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s