თოვლის პაპა, სანტა-კლაუსი (ვინცაა რა)

7 წლისას გულწრფელად მჯეროდა რომ ყოველი ახალი წლის ღამეს სანტა კლაუსი, ან თოვლის პაპა შემოიპარებოდა ხოლმე და ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს ტოვებდა. ამ რწმენას დაახლოებით 12  წლამდე ვინარჩუნებდი. შემდეგ დედაჩემმა დამარწმუნა, თოვლის ბაბუა მხოლოდ მეტაფორა იყო,რომლითაც გამოხატავდნენ იმ კეთილ საქმეებს, ადამიანები  რომ ჩადიან ხოლმე საშობაოდ და საახალწლოდ. ახლა უკვე დანამდვილებით ვეღარ ვიტყვი აქედან რომელია მართალი და რომელი ტყუილი, მაგრამ იმას კი ვატყობ რომ ყოველი ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად (და არა მხოლოდ) მატულობს ეგრეთწოდებული ”ფსევდო თოვლის პაპების და სანტა კლაუსების” რაოდენობა, რომელთა დანახვისთანავე კვლავ შემაქვს ეჭვი თოვლის ბაბუის არსებობაში, ყოველ შემთხვევაში საქართველოში.


ამას წინათ იგი ქუჩაში დავინახე. ღილებგახსნილი თეთრი ჩოხა-ახალუხი ეცვა, ქართული ქუდი ეფარა, და იაფფასიანი ბამბის წვერი ჰქონდა ჩამოკიდებული, პირში სიგარეტი გეაყარა და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა.  გვერდით მდგომ პოლიციელს უყვებოდა რა დამღლელია ამ კოსტუმის ტარება, ბავშვებთან კრეჭა,  რომ წვერიც საშინლად ”იკბინება”, და გაჭივრება რომ არა, ისევ ყანის თოხნას გააგრძელებდა. მსგავს ”ბაბუას” ყოველ ფეხის ნაბიჯზე გადაეყრებით. და ყველას ერთი რამ აერთიანებთ – მათ თოვლი პაპობის არანაირი სურვილი არ აქვთ, ეს მხოლოდ მათი მოვალეობაა, რომელსაც, სხვათაშორის, არც თუ ისე კარგად ართმევენ თავს.

არც ჩვენი ქალაქის ”სანტა კლაუსები” არიან უკეთეს დღეში. მათი უგემოვნო წითელი კოსტუმები და მოკლე ბამბის წვერები სიბრალულს ბადებს ჩემში.  იქმნება ისეთი ჭთაბეჭდილება, რომ ისინი განგებ ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ მსგავსება ნამდვილ სანტასთან – მათში ხომ კეთილგანწყობის ნატამალიც არაა. კაცთმოყვარეობაზე აღარც ვამბობ არაფერს – იმ დღეს ისეთი პანღური ამოსცხა ”ფსევდო სანტამ” საწყალ “თათარ” ბავშვს, საქართველოს ნაკრების ნებისმიერ ფეხბურთელს შეშურდებოდა. რამე რომ იყოს, საქმესაც გაგირჩევენ უპრობლემოდ…

როგორც ცნობილია, შობა და ახალი წელი ჯადოსნურ დღესასწაულებად ითვლება. ეს არის დრო, როდესაც სრულდება სურვილები და ყველაზე ფარული ნატვრებიც კი. ეს არის დრო, როდესაც თითოეულმა ადამიანმა, უნდა თესოს სიკეთე, და გააფერადოს, როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ცხოვრებაც, ანუ მოკლედ რომ ვთქვა, იყოს შეხედულებსამებრ სანტა კლაუსი, ან თოვლის ბაბუა…

წინა აბზაცი, ქართული შობა-ახალი წლის მხოლოდ თეორიული დებულებაა. აბა გაიარეთ ქუჩებში, და მიმოიხედეთ , ეგებ სადმე სიკეთე დაინახოთ. რა სიკეთეზეა საუბარი – იტყვით თქვენ – იმ დროს როცა, თოვლის ბაბუას კი არ გვყავს ნორმალური. მეც მასე ვამბობდი, სანამ არ მივხვდი, ერთ მარტივ სინამდვილეს – ალბათ უმჯობესი იქნება, რომ ეს საპასუხისმგებლო მისია სხვებს აღარ გადავაკისროთ, და ყველანი ვეცადოთ, ამ დღესასწაულების პერიოდში მაინც ვიყოთ ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის თოვლის პაპები, ან სანტაკლაუსები – ეს უკვე, რა თქმა უნდა, შეხედულებისამებრ…

Advertisements

14 responses

  1. მშვენივრად დაასრულე..
    ადრე მახსოვს ჩემმა კლასელმა მოიტანა თავისუფალი თემა თოვლის ბაბუაზე, რაღაც ასეთი ეწერა” თოვლის ბაბუა მშობლების კეთილი ზღაპარია, მაგრამ არაფერი ჯობია ასეთ ლამაზ ტყუილს”-ო. მეც მიმაჩნია რომ ოჯახის წევრებმა უნდა შეგიქმნან ის ლამაზი, ჯადოსნური გარემო და არა დაქირავებულმა ვირაცამ, რომლისთვისაც ეს მხოლოდ რიგითი მოვალეობაა.

    • ბუნებრივია ^^ თან ისეთ სითბოსა და სიყვარულს დაქირავებული ადამიანები ვერ ჩადებენ ვერასდროს =))))

  2. გეთანხმები.თავის მოტყუებაა ეს საახალწლ-საშობაო ზღარის მოლოდინი. ადამიანი თვითონაა საკუთარი თავის სანტაც და ახლობლებისაც, თუ უნდა რასაკვირველია

    • მთლად ეგ არ მიგულისხმია ❤ უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ახლო ადამიანების გარეშე მართლაფფუჭია ეგ მოლოდინი ^^

  3. simartle rom vtqva arasdros mjeroda tovlis babuis vxedavdi rogor debdnen natesavebi chumad sachuqrebs da mere rom ityuebodnen tovlis babuam mogitanao amit isini mxolod taviant tavs ityuebdnen 😀

  4. სულ ამას ვღაღადებ მეც და თითქოს დარწმუნებული ვიყავი ბოლოს რომ იტყოდი… ყველამ მხოლოდ საკუთარ თავს რომ მივხედოთ ძალიან დიდ შედეგს მივიღებთ მთლიანობაში. გილოცავ!!!

  5. ველქამ ბექ : ))
    პოსტზე რა გითხრა, მართალი ხარ…
    მიუხედავად ჩემი მომავალი პროფესიისა, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ბიზნესად და ფულის კეთების საშუალებად არ უნდა აქციოს ადამიანმა…
    და თუ ეს მაინც მოხდება, იმ ხალხმა უნდა იკისროს თოვლის ბაბუობა და სანტა კლაუსობა, ვისთვისაც ეს საძაგელი ვალდებულება არ იქნება და არც სეზონური სამუშაო…
    მაგრამ, იცი, რაზე დავფიქრდი ახლა?
    ზოგჯერ ეს “დაქირავებული ძიებისთვის” კი არა, თვითონ მშობლებისთვისაც მოვალეობა ხდება… აი, იმათთვის, აღარც ახალი წლის სიხარული რომ აქვთ შერჩენილი, აღარც ფანტელების დანახვა რომ აბრუნებთ ბავშვობაში და არც შობის ღამეს ელოდებიან…

    • ჰო მარა, იცი ტეხავს უბრალოდ, ბავშვს რომ ჩაუშხამო ასე ყველაფერი =))

  6. კარგი იყოო:))) ბავშვობა გამახსენდა,როგორ ველოდებოდი ხოლმე სანტას :)) ვფიქრობ რომ ბავშვის რაიმე დადებითი პერსონაჟის რეალურად არსებობაში დაჯერება არც თუ ისე ცუდია.. რადგან სანტა მისთვის სიკეთესთან ასოცირდება,თუმცა დღესდღეობით ბომჟივით გამოწყობილი ქართველი სანტას დანახვა ალბათ ბავშვების ფსიქიკას სერიოზულ ტრავმას მიაყენებს..ჩემს ბავშვობაში მასეთი სანტები არ არსებობდნენ 😀

  7. ცოტნეს ძალიან ეწყინა როცა გაიგო რომ თოვლის პაპა არ მოდის მასთან და მისი საჩუქრების ავტორი დედიკო და მამიკო იყვნენ… ბევრიც იტირა, მაგრამ ბოლოს შეეგუა რეალობას და ახლა სანტა კლაუსს ელოდება….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s