მაკა

დასრულდა! -გაიფიქრა მაკას აჩრდილმა.  სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა და უკანასკნელი ყლუპით ყავის ფინჯანი გამოცალა.  კაფეში ქალები ბზუოდნენ. ზოგი საუბრობდა, ზოგი სამუშაო დღის მერე ისვენებდა, ზოგი კი რაღაცას უკვეთავდა, თითოეული ხმა დანასავით ესობოდა მაკას ყურებში. ისეთი მშვიდები იყვნენ, იღიმოდნენ, იცინოდნენ, საკუთარი პაწაწინა სამყაროს იქეთ ვერაფერს ხედავდნენ. ალბათ ამიტომაც მოსწონდათ კაფეში ჯდომა – გარეთ გახედვისას მოყინული ფანჯრების წყალობით ხომ ვერაფერს ხედავდნენ. მაკას წვავდა ბოლით და ლაყბობით გაჟღენთილი ჰაერი, ერთი სული ქონდა გარეთ გასულიყო, მაგრამ არ შეეძლო, ერთი მარტივი მიზეზით – გარეთ უსაშველოდ ციოდა. საქმე მხოლოდ, იმაში არ იყო, რომ თერმომეტრი -8 გრადუს ცელსიუსს უჩვენებდა… უბრალოდ  მაკას ცოხვრებაში ზამთრის მოსვლა რაღაც უცნაურად დაემთხვა ქალაქში უჩვეულოდ ცივი და თოვლიანი დეკემბრის დადგომას.

ამის შემდეგ მაკა ყოველდღე მოდიოდა ამ კაფეში, იმალებოდა აქ, როგორც თბილ ნაჭუჭში და საათობით აკვირდებოდა  რას დახატავდა ყინვა ფანჯარაზე ამჯერად. თუმცა, როგორც ყოველთვის ხდება ასე დროს, თავი სხვა კლიენტებზე გაცილებით უკეთესი ეგონა.  ამის სასარგებლოდ შემდეგი არგუმენტი მოჰყავდა – ისინი კაფეში თავს კომფორტულად გრძნობენ, მე კი მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ უკეთესი წასასვლელი არ მაქვსო. როდესაც ფანჯარის ყურება ბეზრდებოდა, ხალხის დათვალიერებას იწყებდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ხალხიც ათვალიერებდა და მათი მზერები სულაც არ მატებდნენ სიამაყის შეგრძნებას. უმეტესად შიშს, ანაც ანტიპატიას გამოხატავდნენ, თითქოს იმის უნარი ქონდათ, რომ წიგნივით გადაეშალათ მაკას წარსული. ხშირად ხვდებოდნენ ძველი ნაცნობები, წარსული ცხოვრების გადმონაშთები, რომლებისაც სულ ცოტა ხნის საშინლად ეშინოდა, ახლა კი მშვიდად ესაუბრებოდა, თუმცა კი არაფერს გრძნობდა მათ მიმართ…

რაც მეტი დრო გადიოდა, მაკა ცდილობდა სულ უფრო შერწყმოდა გარემოს,მოწევაც აქ დაიწყო, (უფრო სწორედ თავიდან დაიწყო), თმა შეიღება და გულამოჭრილი ზედების ჩაცმა ხომ საერთოდ წესად იქცია. მოსახდენი სულ ცოტა ხანში მოხდა, კაფეს მფლობელი მაკას მაგიდას მიუჯდა და ხანმოკლე საუბრის შემდეგ მაკასთვის ყველაფერი თავიდან დაიწყო, თუმცა არა, სიტყვა ”დასრულდა” უფრო შეეფერება.ყოველ შემთხვევაში მისთვის ასე იყო.

მაკას აჩრდილმა თვალები დახუჭა და ეცადა აზრები დაელაგებინა, რადგანაც სისხლი საფეთქელში ორი მძიმე ნაჯახივით ურტყავდა. ორად-ორმა წინადადებამ გაუელვა თავში ”გაქრა, რადგანაც სათქმელი არაფერი ქონდა” და ”ნუთუ ისევ!”, სულ ეს იყო. ამის მეტი ფიქრის თავი არ ჰქონდა.  წამოდგა, წითელ კოლგოტზე მოკლე კაბა შეისწორა და დათოვლილ ქუჩაში გავიდა იმ იმედით, რომ ამჯერად მაინც სიმპატიური მძღოლი გაუჩერებდა მანქანას.

Advertisements

3 responses

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s