ის ვისი სახელიც არ ითქმის, ჩუსტი და კვერცხი

გაციება მკლავს, გარეთ ცივა, კონსპექტებს თავს ვერ ვაბამ, არადა შუალედურები კარსაა მომდგარი.  მუზამ დიდი ხანია დედის გინებით დამიქნია ხელი და შორეული სივრცეების მოსანახულებლად გაემგზავრა. რაღა დარჩენია სახლში მჯდომ მოწყენილ ოცი წლის ახალგაზრდას? რა თქმა უნდა ტელევიზორი (ჰო, მერე რა რომ 21-ე საუკუნეა, ჩემპიონთა ლიგა უკვდავია!) და უპირველეს ყოვლისა ინტერნეტი-ო  –  იტყვით თქვენ! ტექნიკური პროგრესის პირობებში უსაქმურებს ისღა დარჩენიათ, დაილაგონ პერსონალურ კომპიუტერთან სხვადასხვა გემრიელობები და მიაშტერდნენ მონიტორს, რომლის შინაარსსაც დროდადრო თითის უბრალო დაწკაპუნებით ცვლიან (ჰო კარგი, მეც ეგრე ვარ ხოლმე, დიდი ამბავი! ლეპტოპიანებო მშურს თქვენი!). კი ბატონო, უკანასკნელ დრომდე ეს საშუალება მეტ-ნაკლებად მიცხრობდა მოწყენილობას და დროსაც მიკლავდა.

თუმცა არ შემარგეს! სიმშვიდის ეს ნათელი ეპოქა რამდენიმე თვეა რაც დავიწყებას მიეცა. შედით ნებისმიერ საიტზე, ჩართეთ ნებისმიერი არხი, პირველი ფრაზა, რომელსაც თქვენ გაიგონებთ იქნება ”ბიძი…” არა, ამას ვერ დავწერ!  U know who – ის ვისი სახელიც არ ითქმის! (ჰო კარგი, ალაგ-ალაგ ჩუსტები და კვერცხებიც გამოერევა ხოლმე).

თითქოს არც ბნელ ჯადოქრობას ფლობს, და ცხვირიც თავის ადგილზე აქვს, მაგრამ მაინც თავს ვერ მივცემ უფლებას, იგი ნამდილი სახელით მოვიხსენიო. (ნაციონალებო, დივიდენდებს ველოდები!)  მშვენივრად უხდება ამ ბატონს –  ”ის ვისი სახელიც არ ითქმის”!  თანაც, ჩვენი სახელმწიფოს პირველი პისი მას მართლაც საერთოდ არ ახსენებს!

თუმცა, უფრო პატარა ჩინოსნებს თუ დავუჯერებთ, მას, ვისი სახელიც არ ითქმის, ჰორკრუქსები საიმედოდ აქვს გადამალული რუსეთში…

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მისი სიკვდილის მხვრელების რიცხვიც დღითი-დღე იზრდება. უმეტესად ცხოვრების მიერ გაბითურებული პენსიონერებით, და წარუმატებელი პოლიტიკოსებით. მის სასახლესთან დამდგარი რიგი, მიუთეთებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება ან ძალიან ღარიბია, ან უბრალოდ ძალიან ხარბი.  (ან ორივე ერთად).

რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია ვის მიემხრობით, ”ფენიქსის ნაციონალურ ორდენს” თუ ”სიკვდილის მხვრელებს”,  თუმცა, არ დაგავიწყდეთ რომ ”ის ვისი სახელიც არ ითქმის” არც ვოლდემორია და არც ჰარი პოტერი, ყველა აქედან გამომდინარე სიკეთესთან (თუ ბოროტებასთან) ერთად…

ამას აჯობებს ისევ ჩუსტებზე და კვერცხებზე ვისაუბროთ, ეს თემა სასაცილო მაინცაა (და არა სატირაილი)…

Advertisements

15 responses

  1. სხვათაშორის ძალიან კარგი პოსტი გამოგივიდა 🙂 განსხვავებული სხვებისგან, ირონიული, სასაცილო, სწერვული…ააააა :))) ლაიქდ

  2. ეჰ, იმედგაცრუებაც ამას ჰქვია რა 😀 გემრიელედ მოვკალათდი, სანდრომ ახალი პოსტი დაწერა თქო და ამინდის შესაფერის განწყობას ველოდი. თურმე საზოგადოებრივ-პრობლემატურ თემებზეც არ დაუწყია წერა? 😀

    მალე გამოჯანმრთელდი აკაკი ^_^

    • იმიტომ ლეპტოპიანები იქ მიუჯდებიან კომპიუტერს, სადაც მოესურვებათ ^^

      • ანუუუ ჩემი გშუუურს …. იიიიშ იიიიშ :დ:დ:დ:დ ლაა ლააა ლააა ❤ პოსტთან დაკავშირებით ჯესის დავეთანხმები 🙂

  3. უნდა დაგეთანხმო რა. არცერთის ატანა არ მაქვს, დამანებონ თავი.
    პ.ს მეც გაციებული ვარ ერთი კვირაა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s