insideout

რა საშინელებაა, როდესაც საკუთარ სულში იხედები და მხოლოდ ცარიელ, გამომშრალ უდაბნოს აღმოაჩენ. მიწას უზარმაზარი შავი ბზარები ადევს, საიდანაც მხოლოდ რომელიმე რეპტილია თუ გამოხოხდება ხოლმე. შემოგხედავს თავისი ცარიელი, გაყინული თვალებით, და კვლავ მიიმალება.

ჯალათი მზე, შხამიანი ისრებივით ისვრის თავის მწველ სხივებს და ცდილობს მოსპოს ყოველივე ცოცხალი. წარსულიდან მხოლოდ ფერფლად ქცეული ყვავილები და მცენარეებიღა შემოგრჩა. მხოლოდ ისინი თუ მოგაგონებს რა მდიდარი და ნაყოფიერი ოაზისი იყო აქ ერთ დროს.

ფეხები ქვიშაში გეძირება, გრძნობ, რომ უდაბნო ცდილობს შენც გშთანთქოს. სასწრაფოდ უნდა გაახილო თვალები…

თუმცა კი, განა გახელისას რამე უკეთესი გელოდება?  ამასობაში ქვიშა უკვე წელამდე იწევს.

ქვიშა მჟავასავით გიხვრეტს კანს, ყელამდე ამოდის, გახრჩობს და  თვალები თავისით გეხილება…

ცა წითლადაა შეღებილი და მზე ჩასასვლელად ემზადება. ქვაზე დიდხანს ჯდომისგან სხეული გათოშილი გაქვს, დგები და წასვლას აპირებ. სიცივე კანქვეშ აღწევს, სრულიად მარტო ხარ ქვების გარემოცვაში. საფლავს ჯერ კიდევ ეტყობა ახლდდაყრილი მიწა.

Advertisements

11 responses

      • 🙂 რა მოიგონე ახლა! დამთხვევები ხდება ცხოვრებაში, თან სასიამოვნო დამთხვევები 🙂

  1. იცი….
    მეზიზღება შემოდგომა, მძულს, რადგან ზაფხულს მართმევს, კანკალმაც კი ამიტანა ყვითელ ფერს რომ შევხედე, მაგრამ დღეს გავიღიმე და ვუთხარი საკუთარ თავს, რომ მასაც აქვს ხიბლი, თუნდაც იმიტომ, რომ მაფასებინებს სიმწვანეს.
    იყოს თუნდაც უდაბნო, სიცარიელე, იყოს უემოციობაც…
    ყველაფერი საჭიროა, აუცილებელიც.
    მგონი რომ უდაბნოც ლამაზია, რას იტყვი? იდუმალიც. სულ არაა მწველი და საზიზღარი, სულ არაა სევდიანი, პირიქით…
    ,, იცი, რატომაა უდაბნო ასეთი ლამაზი? – თქვა პატარა უფლისწულმა, – იმიტომ, რომ სადღაც, მის წიაღში, წყარო იმალება… ” – იგრძენი წყარო, დააფასე და ყველაფერი შეიცვლება.
    გაიღიმე…
    : )

    • აბა აღმოჩნდი უდაბნოში უწყლოდ, ჩემო კარგო ^^ მერე სხვანაირად ალაპარაკდები =)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s