მშვიდობით, მაღლივო!

აი უკვე მესამე კვირაა, რაც სტუდენტებმა ”სწავლა” (ზოგმა ბრჭყალების გარეშეც) განვაახლეთ. კვლავ ჩავებით ამ მძიმე უღელში, დილაობით ტრანსპორტი კვლავ სავსეა, წიგნებმომარჯვებული, ან ხელცარიელი სტუდენეტებით. თუ ავტობუსით მგზავრობთ და ფეხზე ერთდროულად სამი კაცი გაბიჯებთ შედარებით ამოსუნთქვას მხოლოდ ვაკეში შეძლებთ, ხოლო თუ მეტროს მოქანავე ვაგონში სახეში გამუდმებით გხვდებათ ვიღაც ახალგაზრდის ზევით აღმართული იდაყვი,  უსაფრთხოდ პოლიტექნიკურის შემდეგ თუ იგრძნობთ თავს. – ეს ყველაფერი ორწლიანი დაკვირვების შედეგია.  წელს, ისევე როგორც შარშან დელისზე მივდივარ, სადაც ჩემი ახალი უნივერსიტეტი ”ჯავახიშვილის ტურიზმის საერთაშორისო სკოლაა” განლაგებული. მაღლივის არ იყოს, წესრიგი მანდაც ოცნებად მაქვს ქცეული, თუმცა ამაზე სხვა დროს, თან ამ ორი სასწავლებლის შედარება ცოტა არ იყოს და უნამუსობაა ჩემი მხრიდან –  არაფერია ამ ქვეყნად მორდორ-მაღლივის მომაკვდინებელ აურაზე უარესი.

ზაფხულში, როდესაც გატანჯულს დიდის ამბით გადამქონდა საბუთები, თავს სიტყვა მივეცი რომ მივუძღვნიდი მაღლივს კიდევ ერთ, უკანასკნელ პოსტს…

მშვიდობით, მაღლივო! გპირდები, რომ არ მომენატრება შენი რუხი ფასადი, შენი ბნელი, უსიცოცხლო დერეფნები, უღიმღამოდ შეღებილი კედლები, შარდისა და ეშმაკმა უწყის რისი სუნით აყროლებული ტუალეტები, მათ სიახლოვეს განლაგებული გუდფუდი, დომხალი და შენს ციცაბო კიბეებზე ზევით-ქვევით სირბილი, სხვადასხვა დროზე გაჩერებული საათები, ძილის გაზით გაჟღენთილი ჰაერი, უინტერესო ლექციები, ადამიანურ სითბოს მოკლებული ლექტორები, კლიტემოგნრეული კარებები, დეპრესიის პირველი თვეები, არ მომენატრება არც ერთი ადამიანი რომელიც შენს წიაღში ვნახე, რადაგანაც ისინი, ვინც შეიძლებოდა მომანტრებოდა ჩემთან ერთად გადავიდნენ…

შენ ერთადერთი უნივერსიტეტი ხარ, რომელიც არასდროს მომენატრება და რომელში დაბრუნებაც არასდროს მომინდება, თუმცა ალბათ ზუსტად ამიტომ ხარ აღნიშვნის და აი უკვე რიგით მეოთხე პოსტის მიძღვნის ღირსი. ამიერიდან მხოლოდ წელიწადში ორჯერ,გამოცდების ჩაბარების ჟამს შევხვდებით…

ისე, დრო,  სწრაფად გადის – უკვე მესამე კურსზე გადავედი, და სიგიჟემდე ვარ ბედნიერი, რომ მაღლივში აღარ ვსწავლობ…

Advertisements

12 responses

    • გპი-ში ორჯერ ვარ სულ ნამყოფი, და არ ვგიჟდები ნამდვილად, მარა მაღლივი მაინც სულ სხვაა ^^

  1. ra xdeba am maglivshi amistana?:D ra gitxra aba, me piradad uzomod kmayofili var biologebshi, xalxic kargia da leqtorebic, situaciac nu jer dalagebulia da mere rato unda airios 😀

    • ბიოლოგებს იცოცხლე, არც დაეწუნება არაფერი ნამდვილად ^^ გადადი იქვე ორ მეტრში და შეათვალიერე რა ^^ გარწმუნებ, შეძრწუნდები 😀

  2. ოჰ, ეს მაღლივი! 😀
    და ვაშააა! მგონი დამთავრდა მაღლივზე პოსტების სერია 😀
    არა, ვაღიარებ, რომ კაია და ზოგადად კარგად წერ, მაგრამ აშკარად ნამეტანი გტანჯავდა ეს მაღლივი, ამდენი პოსტი რომ მიუძღვენი 😀
    ხოდა, კინაღამ დამავიწყდა, წარმატებები 😉

  3. აშკარად ზედმეტად გამწარებული ხარ მაღლივზე. რა თქმა უნდა, შენი საქმეა ვისზე რას იფიქრებ, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, რომ დავიცვა–ბოლოსდაბოლოს, მაღლივში (და ალბათ ზუსტებშიც) სწავლის მხრივ მთელ თსუ-ში ყველაზე უკეთესი პირობებია, რამდენადაც ვიცი
    ჰო, ეს თავგამოდებული მაღლიველის სიტყვები იყო, რაც შეეხება პოსტების სერიას მაღლივზე, სახალისოა ნამდვილად : ))

    • ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ თავგამოდებულ მორდორელებს… ბოდიში მაღლიველებს :დ კაცია და გუნება, არ გედავები ნამდვილად : )) შეფასებითვის მადლობა ^.^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s