აგურები

ბებიაჩემის სხვენში ნაპოვნი კიდევ ერთი წერილის ამონარიდი:

”როგორ ხარ ჩემო ძვირფასო დაო? როგორ უმკლავდები სიძნელეებს, ხომ მოიმარაგე მოთმინება?

მოთმინება…  როგორი რთული, როგორი საჭირო… ხანდახან მეჩვენება რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თვისებაა ადამიანში. მე კი ის საერთოდ არ გამაჩნია. ერთი პოეტის თქმისა არ იყოს “მთელი სამყარო მინდა, და მინდა ახლავე!”, მეც მყისიერ და სასურველ შედეგს ვითხოვ წარამარა. საკმარისია ეგრევე შედეგი არ მივიღო, და აი უკვე მზად ვარ საქმეზე ხელი ჩავიქნიო. და მართლაც, როდესაც დაიხარჯები, ჩადებ საკუთარი თავის ნაწილს რაღაცაში, სანაცვლოდ კი ვერაფერს იღებ, ძალიან რთულია მოიმარაგო მოთმინება და იმედის თვალით შესცქირო მომავალს…

”ელოდეთ! გწამდეთ! მოგეცემათ!” – ყველა ეს ფრაზა სულაც არ აქარწყლებს ჩემს სკეპტიკურობას.

რა ძნელია იმის გაცნობიერება, რომ შრომა წყალში ჩაგეყარა, რომ შენს მიერ მოზიდული აგურები არ აღმოჩნდა საკმარისი სახლის ასაგებად.

თუმცა ხანდახან სხვანაირადაც ხდება- წარმოდგინე ლამაზი, ყელმაღალი, ხორბლისფერთმიანი გოგო, რომლის  კანიც ძველი დროის პოეტების თქმისა არ იყოს სპილოს ძვალივით თეთრია. მისკენ მიმიწევს გული, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში თითქოს ვიღაც ფრთხილი მხედარი ჩემში ზედ ნახტომის წინ ცხენს აჩერებს…

რა გამოდის საბოლოო ჯამში? როდესაც მინდა რაღაცის მიღება, ვაკეთებ ან ზედმეტს, ან საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ. შენგან განსხვავებით, ჩემთვის ყოველთვიუს მიუწვდომელი იყო ოქროს შუალედი.

შენც მშვენივრად იცი დაო, რამდენ აგურს ვათრევდი ადრე,  მაგრამ ახლა დავიღალე. იცი, ხანდახან მეც ხომ უნდა მომითრიოს ვინმემ აგური…”

Advertisements

4 responses

  1. ცუდია, როცა არ გყოფნის აგურები ასაშენებლად… “ჩიპოლინო” გახსოვს? ნათლიმამა გოგრა, აგურები რომ არ ეყო და პატარა ხუხულა გამოუვიდა სახლის ნაცვლად. ხშირად მქონია ეგ განცდა… პოსტიც მაქვს მაგაზე 🙂

  2. შინაარსი კაია, ნაწერიც მომწონს, სტილი ანუ. მაგრამ რაღაცეები არი გაპარული (ან მეჩვენება) და მერე გეტყვი 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s