საღვთო მიწა (ნაწ.2)

ცა იღვრებოდა წვიმად  და ზავდებოდა აქაფებულ, მშფოთვარე ზღვაში.  ტალღები ღმუოდნენ, საღვთო მიწას გაავებულნი ეხეთქებოდნენ და აბრკოლებდნენ მცურავს, რომელიც გადასარჩენად იბრძობა მათ შავ წიაღში. ბოლოსდაბოლოს იგი მიუახლოვდა კუნძულს და მაგრად ჩაეჭიდა მისკენ ხელივით გამოშვერილ ქვას. მცურავი მაღლა აცოცდა, მოძებნა შესაფერისი ადგილი, ჩამოჯდა და სახიდან სველი თმა გადაიწია. სახე ძალიან ბავშვური ქონდა,  ერთი შეხედვით შეიძლება გოგოსიც ყოფილიყო და ბიჭისაც, აი სხეული კი მართლაც ქალის სილამაზის ეტალონს წარმოადგენდა. მაღალი, ამაყი კისერი, ახლადმომწიფებული ყურძნის მტევნებევით სავსე მკერდი, წვრილი წელი და გრძელი სწორი ფეხები.

ქვები სველი იყო და გოგონას ძალზედ უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება, მისი პატარა ტერფები მოუსვენრად დასრიალებდა…  ცა კი არც ფიქრობდა გამოდარებას, პირიქით სულ უფრო და უფრო მსხვილ წვეთებს უშენდა საღვთო მიწაზე მჯდომ განდეგილს…  ქარი ღმუოდა როგორც ტკივილისგან გამწარებული ქალი და უხეში მამაკაცივით უჩეჩავდა თმას  ზღვის წიაღში მყოფ ამ ერთადერთ ადამიანს.

”რატომ? რატომ?” ჩურჩულებდა გოგონა, დრო-და დრო ცისკენ აპყრობდა თავის შავ თვალებს,  რომელბშიც ელვის კლაკნილი ირეკლებოდა…  ასეთ მომენტებში ცა გაბზარულ ჭერს გავდა და ალბათ გოგონას იმედი ქონდა, რომ მოწყალე ღმერთი ამ ბზარიდან გადმოუგდებდა რამეს… თუმცა კი დრო გადიოდა, ბუნება კვლავ ბობოქრობდა, გოგო კი  უშედეგოდ ელოდა დახმარებას…  ბოლოს გოგონამ უკანასკნელად ახედა ცას, პირჯვარი გადაისახა და წყალში გადაეშვა…

ნახევარი საათის შემდეგ მზის პირველ სხივებთან ერთად, ზღვამ ნაპირზე ახალგაზრდა გოგონას სხეული გამორიყა…

ნაპირზე მჯდომმა ხუჭუჭუთმიანმა ბიჭმა შენიშნა იგი, წამოხტა ფეხზე და სირბილით მიახლოვდა.  ხელოვნურმა სუნქთვამ არ უშველა, უკვე გარდაცვლილიყო. ბიჭისთვის ნაცნობი, მხიარული თბილი სახე ახლა ყინულისგან გამოძერწილს გავდა.

ერთმანეთი გუშინწინ აქვე, ზღვის ნაპირას გაიცნეს. ადრე მხოლოდ შორიდან ხედავდნენ ერთმანეთს, იმ დღეს  კი გოგონა გვერდით მიუჯდა და გამოესაუბრა. ბიჭი შეჩვეული იყო მოპირდაპირე სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში ყოფნას და საკმაოდ თავდაჯერებულად აჰყვა ფლირტაობაში. საუბრიდან გაირკვა, რომ გოგო არაფრით იყო სხვებისგან გამორჩეული, ჩვეულებრივი პატარა რომანტიკოსი იყო, ბლომად რომ არიან ამ ქვეყნად და ყველაფერში სილამაზესა და საიდუმლოებას ეძებენ, თუმცა კი საყვარელი იყო და სავსებით ჯდებოდა ბიჭის გემოვნებაში, თანაც დროდადრო ესროდა ქალიშვილური ინტერესით განათებულ მზერას.

ბოლოს, როდესაც ერთი ბოთლი შამპანური გამოცალეს, ჯადოქრობაზე ჩამოვარდა საუბარი. და გოგონამ, ერთი მეტად უცნაური ამბავი უამბო. თურმე აქვე, ახლომახლო, შუა ზღვაში ყოფილა პატარა კუნძული, რომელზეც საოცარი ამბები ხდება. თუ დაჯდები და მოუსმენ ზღვას, იგი გიკარნახებს როგორ უნდა მოქცე, რჩევას მოგცემს, თუმცა კი არაა აუცილებელი, ამ რჩევას მაინცდამაინც მიჰყვე, არჩევნის უფლება ყოველთვის გრჩება.

სრულიად ბუნებრივია რომ ბიჭი დაინტრიგდა, მსგავსი რამეების დიდი ხანია არ სჯეროდა, თუმცა ალბათ თითოეულ ადამიანს სადღაც გულის სიღრმეში სწამს ამოუცნობის.

და მათ გაცურეს. მზის შუქით განათებული კუნძული მართლაც ლამაზი იყო, ზღვის უზარმაზარ აკვანშიმ მოთავსებულ ბავშვს გავდა, რომელსაც მოყვარე დედა არ აცილებს თავის აციმციმებულ თვალებს. იქ კი მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო უკაცრიელ ადგილას ახალგაზრდა ბიჭსა და გოგოს შორის. და როდესაც იქიდან წამოსვლისას ბიჭმა უთხრა მისთვის ჩვეული ფრაზა ”ეგ არაფერს არ ცვლის”, იგი მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა. კი ენახა მდედრების სახეზე ტკვილი, თუმცა მსგავსი მუნჯი იმედგაცრუება მისთვისაც უცხო იყო, და ვერც ნაცარი ხერხი ”დაგირეკავ” ცვლიდა საქმეს…

გუშინ მართლაც ურეკავდა, თუმცა უშედეგოდ. ეგ კი არა, კუნძულისკენ გაცურა და ნახევარი ღამე ელოდა, იქნებ იქ მაინც გამოვიჭიროო. სანამ ელოდა, მართლაც იგრძნო რაღაც არაუჩვეულებრივი, განსაკუთრებული და მისთვის ახალი…

ეხლა კი უყურებდა მის გაყინულ სახეს და ნელ-ნელა აცნობიერებდა, რომ ვეღარასდროს გამოჰკითხავდა საღვთო მიწის ამბავს.

გავიდა წლები. ბიჭი გაიზარდა, დაოჯახდა და საკმაოდ ცნობილ ადამიანადაც შეიქმნა. თუმცა ზაფხულობით იგი კვლავ ჩადიოდა კურორტზე და დაცურავდა ზღვაში იმ იმედით, რომ კუნძულს გადაეყრებოდა… მაგრამ თვითონაც კი ხვდებოდა, საკუთარი ქმედების ამაოებას – ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო კუნძულამდე მიეყვანა, უკვე ამ ქვეყნად აღარ იყო…

Advertisements

4 responses

  1. ყველა კაცი ერთნაირია რა! 😀

    კაი, ეს ხუმრობით, ისე კი მართლა შთამბეჭდავი იყო. თან ზღვა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s