საღვთო მიწა (ნაწ.1)

ზღვის მარადი ტალღები იავნანას უმღერიან  პატარა გოჯ მიწას, რომელიც განისვენებს მათ წიაღში, როგორც ღვთის საჩუქარი ვინმე გამოუცდელ მცურავს. გაშავებული ქვებით დაფარული, მხოლოდ იგი თუ მოაგონებს ადამიანს, რომ ამ უკიდეგანო სივრცეში არსებობს ხმელეთი. საუკუნეების მანძილზე, მას შემდეგ, რაც ღმერთმა ამ მიწის ნაგლეჯის უვნებლად დატოვება ინება, აქ  უამრავი ადამიანის ტერფი დგმულა. ძველად აქ ხშირად მოცურავდნენ მღვდლები, რომელთაც სურდათ განმარტოვება, საკუთარ თავში ჩაღრმავება და მრევლისთვის საჭირო სიტყვების პოვნა. გადამწყვეტი ბრძოლის წინა ღამით არაერთ მხედამთავარს მოუპოვებია წალკოტზე მტერთან შებმის სიმამაცე, რომლის შედაგადაც მათი გმირობები საარაკო ხდებოდა. არც გულზე სიყვარულის ალმოდებულები აკლდა აქაურობას, არც იმედგაცრუებულები და გულგატეხილები, ისღა დაგვრჩენია გაგვიკვირდეს, როგორ არ იქმნებოდა კუნძულთან მისაცურ გზაზე რიგები, და როგორ არ ახრჩობდნენ ერთმანეთს პირველობის სურვილით შეპყრობილები. თუმცა წალკოტს გააჩნდა ერთი მეტად საინტერესო თვისება. ყველას ეგონა რომ იგი ერთადერთია ვინც ამ პატარა ადგილის საიდუმლოს ფლობდა, თან იმდენად ერთპიროვნულად, რომ არავის ქონია ვინმესთვის მისი განდობის სურვილი.  ალბათ ასე უკეთესიც იყო – ის რაც ყველასთვისაა ცნობილი, უკვე აღარ გვეჩვენება სასწაულად…   საკმარისია იგი გავთქვათ, მის შესახებ ისეთ ვინმეს შევატყობინოთ, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის სასწაული, და სასწაული უკვე კარგავს თავის მაგიურ ძალას, იგი ჩვეულებრივ, ყოფით მოვლენად გარდაიქმნება…

პატარა ამობურცულ ქვაზე ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. მისი  ხუჭუჭა თმა სისველისგან შავი გეგონებოდათ, თუმცა სინამდვილეში წაბლისფერი იყო. მთვარის იდუმალად კეკლუცი შუქი, მის თმაზე წმინდა შარავანდედივით ციმციმებდა. ირგვლივ უკუნეთი ზეობდა, მთვარეს კი თითქოს სურდა გამოერჩია წალკოტზე მჯდომი ბიჭი და მხარში ამოსდგომოდა მას – სხეულზე მოხვედრილი თითოეული ზღვის წვეთი ძვირფასი ქვასავით ბზინავდა. ნელი, გამოზომილი ნაფაზებით ეწეოდა განდეგილი სიგარეტს, რომელიც სიბნელეში მომაკვდავ და შემდეგ ახლად დაბადებულ ვარკვლავს ჰგავდა. სიგარეტიც მარადიულ წრებრუნვაში იყო შებმული -სინათლე იბადებოდა, შემდეგ კი იმ უკუნეთად იქცეოდა, რომლისგანაც წარმოიშვა. ისეთი სანახაობა იყო, რომ ვინმე შემთხვევითი (და მოდი ვთქვათ, სრულიად უადგილო) მაყურებელი უთუოდ უხმოდ მიადევნებდა თვალ-ყურს. დრო ასეთ მომენტებში საოცრად ტრანსფორმირდება ხოლმე, უეცრად გაყინულ მდინარეს გავს, რომლის მარადიული დინებაც თითქოს ხელის ერთი მოსმით ჩერდება.

მარცხენა ხელით ბიჭი ქვას ეყრდნობოდა, თავი ზევით აეშვირა და ცდილობდა ვარსკვლავებისკენ ასული სიგარეტის მწარე ბოლი დაენახა. მის თავზე მარტოხელა ვარსკვლავი შავ ნაჭერზე მიკერილ ბრჭყვიალას გავდა.

ასე იჯდა სანამ გაყინულ ტუჩებთან მომაკვდავი ვარსკვლავის სიმხურვალე არ იგრძნო. შემდეგ აწ უსარგებლო სიგარეტი ზღვაში მოისროლა, გაიზმორა და ფეხები წყალში ჩაყო, თითქოს წასასვლელად ემზადებაო. ბიჭი დიდ ხანს იჯდა ამ პოზაში, თითქოს რაღაც ნიშანს ელოდაო, და როგორც კი მარტოხელა ვარსკვლავი ცას მოსწყდა, წყალში ჩაეშვა და ხმელეთისკენ გაცურა…

გაგრძელება შემდეგ პოსტში…

Advertisements

6 responses

  1. გაგიგრძელდა, ეს სურათებიც არვი არ მომწონს კითხვის დროს მაწყვეტინებს აზრს და როდესაც მოტხრობას წერ ასეთი “ბრჭყვიალა: სიტყვები არ იხმარო ძლაიან გაზუთხული გამოდის და ბუნდოვანი თავისუფლად არ იკითხება , იცი რომ წიგნის მკითხველის თითქმის ყველაზე მეტს ძულს აღწერა პეიზაჟის და საერთოდ დიალოგი კი მათი საყვარელია ანუ მოქმედება და არა რაღაც პეიზაჟის დახატვა და აღწერა…

  2. მეც მინდა მაქ, მარტო…

    პ.ს. ეს გაგრძელებები მკლავს! თუ ვკითხულობ, სულ 10 გვერდი რომ იყოს, მაინც წავიკითხავ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s