კარავში

ღამეა.  კარვის გამჭირვალე კედელში მოჩანს მოჩვენების მაგვარი მთვარე. ალკოჰოლის საკმაოდ დიდი რაოდენობა გაქვთ მიღებული, რაც ხშირ შემთხვევებში ძალიან სასარგებლოა.  კარავში სივიწროვეა, რადგანაც 3 კაცის ნაწვლად 4ნი წევხართ. მარცხნიდან კარვის კედელს ეყრდნობით, მარჯვნიდან კი ულამაზესი გოგო გიწევთ. ღრმად სუნთქავს და წარამარა ექაჩება თავისკენ საბანს, რომელიც თქვენდასაუბედუროდ საერთო გაქვთ. კარავში სიგრილეა და საბნის გარდა თბილი ჟაკეტი გაფარიათ, გოგონა, თითქოს ეწევაო, დროდადრო უშვებს პირიდან ორთქლს…

სიცივე არ გაძინებთ, და გრძნობთ რომ დასაძინებლად სითბო გესაჭიროებათ. თუმცა კი ამ სითბოს ვერ მოგცემთ ვერც საბანი და  ვერც ქურქი, ვერც ფეჩი, და ვერც გარეთ ანთებული კოცონი… ერთადერთი, ვისაც ამ დროს თქვენი გათბობა შეუძლია, მარჯვნივ მწოლიარეა, თუმცა რა მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ამჟამად გვერდით საჭირო ადამიანი არ გიწევთ. ”საჭირო”-ში სულაც არ იგულისხმება ლტოლვის ობიექტი. აქ ლაპარაკია ადამიანზე, რომელსაც შეუძლია შთანთქოს ტქვენი ნეგატივი, და მის სანაცვლოდ თავისი თბილი, დადებითად დამუხტული აურის ნაწილი გიბოძოთ…

გოგოს თმა სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, ასეთ კარგს, მაგრამ ასეთ უცხოს, რომელიც თქვენში ემოციებს არ აღძრავს და სუსხიანი ღამესავით ცივს გტოვებთ.

ტყეში ისმის სანადიროდ გამოფრენილი ბუს კივილი, რომელიც გოგონას ძილს უფრთხობს, იგი თვალებს ახელს, თქვენ კი იძულებული ხართ თავი მოიმძინაროთ.

ახლა მისი ჯერია იწრიალოს, იმ სითბოს მოლოდინში, რომელსაც, როგორც თვითონ იცის ვერ მიიღებს, მისი ჯერია უყუროს კარვის კედელში მკრთალად მოციმციმე მთავრეს, მანამ სანამ ბუს კივილი მასაც არ დაახუჭინებს თვალებს…

Advertisements

22 responses

  1. დღეს დილით ნათელი მაგალითი მქონდა სწორედ მაგ შემთხვევის, როცა ადამიანი ვერ არჩევდა რა არის სულიერი სამყარო და რა უგემოვნოდ ჩაცმული დეკოლტე, (ორივე ერთი იყო მისთვის ან სულაც არაფერი) სადაც ნებისმიერ ესთეტიურ გაგებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. ასეთ რამეებს როცა ხედავ დიდი პლიუსია შენთვის და მაგარია ძაან რომ ხედავ!

    • მადლობა შიო, მარა ესტეთიურ გაგება რა შუაშია აქ, ცოტა ვერ მივხვდი სიმართლე გითხრა : )

      • იმ ადამიანს რომელზეც ვსაუბრობ საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა ესთეტიკურ სილამაზეზე, ამის თქმა მინდოდა და ცოტა ავურიე 🙂

  2. ჰააჰ რა ცუდი იყოო.. 😀 “ახლა მისი ჯერია იწრიალოს, იმ სითბოს მოლოდინში, რომელსაც, როგორც თვითონ იცის ვერ მიიღებს, მისი ჯერია უყუროს კარვის კედელში მკრთალად მოციმციმე მთავრეს, მანამ სანამ ბუს კივილი მასაც არ დაახუჭინებს თვალებს…”

    მიყვარს კარავი… ❤

      • ხო მეეც… და რამდენი ხანია აღარ ვყოფილვარ 😦 უკვე ლომკები მაქვს 😀 საძილე ტომარაში გახვეულს მომენატრა ძილიიიი ❤
        რომ ჩამოვდიოდი ხოლმე პახოდიდან, რამდენიმე ღამე საწოლზე საძილეს ვდებდი და ისე ვიძინებდი : ))))) ❤

  3. როგორ მომეწონა… ბოლო ნამდვილად ეფექტური იყო, გული მომეწურა 😀

    • რატო მომწამლავდი :დ კი ნიშნავს – მეგობარია ჩემი, მაგრამ იმას რაც, რაც საჭირო იყო იმ მომენტში ^^

  4. არცერთ შენს პოსტს იმედი არ გაუცრუებია.ამ პოსტმაც ტრადიციას არ უღალატა და თავი მომაწონა ^^
    კარავში მომინდა,სადმე შორს,ტყეში 😦 …

    • დიდი მადლობა ^^
      ეჰ, გაზაფუხლამდე მეც დამევშვიდობე მგონი კარვებს :შ

  5. მიყვარს კარვები დაუსწრებალად. მიუხედევად იმისა რომ სითბოს ძიება ალბათ ძალაიანც მტანჯველია, სიამოვნებით დავიტანჯებოდი ასეთი მოგზაურობის გამო 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s