”ქართული” სუფრა და აულესავი ხმალი

სუფრასთან შეკრებილნი აი უკვე მეოთხე საათია, ყველა ქართული ადათ-წესის დაცვით, ბახუსს ადიდებენ. მათი ხმაური ყველაზე უფრო ზოოპარკის აჯანყებულ მკვიდრების გაგახსენებთ. თუმცა ეს ის შემთხვევაა როცა თვალი არ გატყუებთ და აი, თქვენ ხედავთ სუფრასთან ჩამომწკრივებულ შუა ხნის მამაკაცებს. დარეტიანებული თამადგა ფეხზე დგას, და გრძელ, დახვეული ბილიკის მაგვარ სადღეგრძელოს წარმოთქვამს, თვალებამღვრეული მსმენელი კი ეძებს ჭიქას, რათა მას მიუჭახუნოს.  რამდენიმე კმაყოფილსახიანი მოქეიფე სკამის ზურგზეა მიყრდნობილი – სიგარეტითა და ორატორობით ერთობა, ვინმე მელოტ მამაკაცს კი კომფორტულად მოუთავსებია თავი საცივით პირთამდე სავსე თეფშში.

უცებ მუსიკის ხანგები აყუჩებს შეზარხოშებულ საზოგადეობას, და დარბაზი პატრიოტული სიმღერის ხმაში იძირება.  აღტკინებული მომღერალი მოუწოდებს ქართველთ, რათა ალესონ ხმალი… ვისაც მოძრაობის უნარი აქამდე შემორჩა ეტყობა ცდილობენ ამ მოწოდებას აჰყვნენ, ხოლო ისინი, ვინც მხოლოდ მეტყველების იმედზეღაა დარჩა, ცდილობენ გაიმეორონ თოთოეული სიტყვა, და პატრიოტიზმისგან გულანთებულებს, სახეზე სიამაყის ცრემლი ადგებათ. მელოტი კაცის თავი კი კვლავ საცივში განისვენებს.

 შეკრების მიზეზი კაი ხანია დავიწყებას მიეცა. თუმცა კი რა მნიშვნელობა აქვს,თითოეული საკუთარ მშობლიურ სტიქიაშია, მათი კომფორტის ზონა ხომ აქ გადის.  ამ წამს არავის ახსოვს, 40 დღის წინათ როგორ ჩააწვინეს კუბოში ძმაკაცი, როგორ ატარეს საკუთარი მხრებით კატაფალკამდე, და  როგორ დააყარეს შემდეგ მიწა, მის სიმწირსგან გონწასულ დედაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მელოტი კაცის თავი კი კვლავ საცივში განისვენებს.

როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ყველას ქვეყნის გადარჩენის საკუთარი თვალთახედვა აქვს, რასაც ყოველთვის ახლავს მხარეთა დაპირისპირება, რომელიც უმეტესწილად სისხლისღვრით სრულდება. მართალია, ამჯერად სისხლი მხოლოდ თამადის ცხვირიდან დაიღვარა, თუმცა არც ამ ქართულ ტრადიციას უაღალატეს. მელოტი კაცის თავი კი კვლავ საცივში განისვენებს.

სუფრა დასრულდა, ზოგი მოქეიფე მიდის, ზოგი მიჰყავთ, ზოგი მიაქვთ, მელოტი კაცის თავი კი კვლავ საცივში განისვენებს, და იქვე დარჩება მანამ, სანამ მორიგ ”ქართულ” სუფრას გაშლიან …

Advertisements

14 responses

  1. ფუ, გული ამერია 😐
    თუმცა, მე მას მაინც “ვაი ტრადიციებს” ვეძახი. ეს არაა ტრადიცია, თუ ოდესმე ქართველებს გვქონია სუფრის ტრადიცია, ის ასეთი არ იქნებოდა. ახლა მხოლოდ ღრეობა ვიცით და დალევა გათხრეშვამდე.

    თუმცა, ძალიან იშვიათად, მაგრამ არის გამონაკლისები. მეც რომ მსიამოვნებს იქ ყოფნა ისეთი სუფრები. რა თქმა უნდა ძმაკაცის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ არა.

    • კაცო, არ მაქ არაფერი ტრადიციების საწინააღმდეგო. უბრალოდ ის რაც აქ ავღწერე უკუღმართობაა, ტრადიციების დამახინჯება ^^

  2. აქ აღწერილი და ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი სიტუაცია მე მაინც გაუკუღმართებული წარმონაქმნი მგონია, ვიდრე ჩვენი საუკუნეობრივი ისტორიული ტრადიცია…

    გულისამრევია საერთოდ ეს ქელეხომანია (აქ 40, მარა მაინც), სასწრაფოდ უნდა ამოიძირკვოს ქართული ყოფიდან!@!!

  3. ნამდვილად აკადემიაა, ოღონდ სიყალბის, მუცელღორობის და უზარო ფუჭსიტყვაობის. ნეტა ყველას ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს

  4. ვამბობდი, ვამბობ და მერეც ვიტყვი!!! დროა უკიდურესობებში გადავარდნას შევეშვათ! თუნდაც ასეთი ღრმა პატრიოტიზმი ყოველ წამს სასაცილოა გარეშე თვალისთვის მაშინ, როცა სამშობლოზე გაფანატებულ ერს სანაგვე ურნის კულტურა დავიწყებია და კოკა-კოლის ბოთლებით ვანაგავებთ დიადი წინაპრებით მორწყულ წმინდა მიწას!

  5. უმმ.გემრიელი პოსწია ^^
    საცივში მძინარე მელოტი კაცი რა საიდუმლოებით მოცულია :დ კაროჩე ბევრი ვიცინე :დ

  6. რა ნაცნობი სურათი გადამეშალა თვალწინ.. გეთანხმები, მართლაც, რომ ტრადიციების დამახინჯებაა.. 🙂

  7. ის რასაც ქართული სუფრა და ტრადიცია ქვია სულ სხვა იყო და მართლა დასაფასებელი, კარგი ტრადიცია იყო, პირვეადელი სახით. მაგრამ, ის რასაც დღეს სუფრაზე “კაცობის” სახელით ნათლავენ, გულისამრევი და ყველაზე დიდი სიმახინჯეა, ოღონდ სულის. ვიღაცამ აშკარად არასწორად მიაწოდა ახალგაზრდებსაც და ძველგაზრდებსაც ღვინის სმის ტრადიცია და მისი ფასი არ აუხსნა, ამიტომაც რატომღაც მუცლის ხეთქვა უფროა ეგ, ვიდრე ქართული სუფრა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s