ჯაჭვი

მათ თანმიმდერვობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთნაირად ფერ-გადასული და მოუწესრიგებელია. საშინლად ბინძური და მუქი, ფერმკრთალი და გახუნებული, ისინი თითქოს უიმედობის უსასრულო რუხ ჯაჭვს ქმნიან, ჯაჭვს, რომელსაც არ აქვს სუსტი რგოლი…

თქვენი გზა თითქოს წინასწარ განსაზღვრულია,  არჩევნის თავისუფლება კი მითია, ზღაპარია, რომელსაც თავის დაიმედების მიზნით იგონებენ.

ყურებში ჩაგესმით მონოტონური ხმაური, რომელიც სასტიკად გტკენთ და ამიტომაც გძულთ. თუმცა კი არავინ და არაფერი არ გძულთ საკუთარ თავზე, საკუთარ უსუსურობაზე მეტად.

თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები უსახურ მოჩვენებებს გვანან. სცენის დეკორაცია არიან და მეტი არაფერი, თუმცა კი თვალები გააჩნიათ და გრძნობთ, რომ მზერით გჭამენ. მათი ცნობიმოყვარეობა გულისამრევია, თითქოს სურთ ჩააღწიონ თქვენში და სიმართლე ამოგწოვონ, და სულაც არ ენაღვლებათ რომ ცხოვრებაში პირველად და ალბათ უკანასკნელად გხედავენ.  მზე ჩადის და თქვენს ზემოთ ხელოვნური ნათურები ინთება. დღეები ძველი მატარებლის ვაგონებს გავს…

Advertisements

6 responses

  1. იქნებ აქვს კიდეც ამ ჯაჭვს სუსტი რგოლი, უბრალოდ, კარგად უნდა შეისწავლო და მერე მთელი ძალით სცადო მისი დამარცხება.

      • ამაზე ერთი ფრაზა გამახსენდა :,,ჯაჭვის ყველაზე ძლიერი რგოლია ყველაზე სუსტი,ის წყვეტს ბორკილს”. პ.ს. ჰოდა ყველაზე ძლიერში ეძებე სისუსტე რითითაც დაამარცხებ :დ (ბლუყუნადაბოდვასმაილი) :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s