კანისცვალება

მას მერე, რაც ზღვიდან ჩამოვიდა, თვალს ვერ ვაცილებ – მან გამოიცვალა კანი. ის აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მისი იერი, გამოხედვა, სურნელიც კი თითქოს სამუდამოდ გაჰყვა იმ ძველ, სპილოსძვლისფერ კანს. ამჟამად მისი კანის შოკოლადის პლომბირს გავს, რომელიც ბავშვობაში მართალია ძალიან მიყვარდა, მაგრამ შემდეგ მას გემო შეეცვალა და დაფქვილი ყავა კი მე არასდროს მიზიდავდა.

შოკოლადისპლომბირისფერი ხელი, გველივით მოქნილი, წყვეტს თუთის ნაყოფს და მიაქვს ჩემს ტუჩებთან. ეს ჩვენი რიტუალიც კი, ახლა სხვანაირად მიმდინარეობს – ადრე მისი ხელი ასე ვნებიანად ზანტი არასოდეს ყოფილა. იმ ხელს რომ ვუყურებდი, ყოველთვის ვიცოდი – შემიძლია ვენდო. ახლა კი ის მართალია მომაჯადოვებელია, მაგრამ ამავდროულად სახიფათოდაც მეჩვენება. ამ ეზოში უამრავი საათი გვაქვს გატარებული. ადრე ეს ეზო მაგიური იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ მის პატრონს დროის მმართავი მოწყობილობა ჰქონდა და იგი განგებ აჩქარებდა ჩვენს დროს, რადგან წასვლისას ყოველთვის ხუთის წუთის მოსულები ვიყავით. დღეს კი მასთან გატარებული საათნახევრის განმავლობაში გულის თითოეული ფეთქვა ყრუ ექოს გამოსცემდა ჩემს თავში.

ვიხედე მისკენ. გრძელი თითები ისწორებენ ჩოლკას, რომელიც ადრე ზუსტად იმავე ფერის იყო, როგორც ჩემი ბავშვობის პატარა მეგობარი დათუნია. ცხოვრებამ თითქოს მისი კანის შეცვლა არ იკმარა, აიღო და მისი თმაც წამართვა. თჲთის ჩრდილში მისი თმა გაქვს ოქროს, იმ ოქროს რომლის გულისთვისაც ათასობით სასოწარკვეთილი ჩაედინეობოდა ამერიკაში, და რომლის გამოც ამდენი ადამიანის სისხლი დაღვარა ადამიანმა.

-წამოდი გავიერინოთო – მეუბნება

მე მეშინია მასთან ერთად მზის ქვეშ გასეირნების. მეშინია, რომ დავინახავ მასში ისეთ რაღაცას, რასაც თუთის კეთილი ჩრდილი მიმალავს.

-თუ გინდა გაისეირნე, მე აქ დაგელოდები

მე ერთი წამით ვაშტერდები მის თუთით გათხუპნულ ტუჩებს, თუმცა შემდეგ თავს ძალას ვატან და თვალს ვარიდებ.

იგი დგება, ნელი ნაბიჯებით ტოვებს ჩრდილს და მე მაშინვე ვხედავ მისი კანისცვალების საფასურს – მხრები თითქოს გადატყავებული აქვს და მტკივნეული, მუქივარდისფერია. ვატყობ, რომ გამვლელებს მოსწონთ მისი გრძელი, მოქნილი ფეხები, რომლებიც ადრე მათი სპილოსძვლისფერობის გამო იმდენად მიყვარდა, რომ ახლა უბრალოდ არ მესმის მათი ყავისფერობის.

ადრე თუ გვიან, ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ეს ცხოვრების წესია, მაგრამ როგორ უნდა იმსჯელო ამგვარად, როცა ცხოვრება გართმევს შოკოლადის პლომბირის გემოს, და შემდეგ გართმევს შენი სიყვარულის ფერს. აი ყოველთვის იცვლება ეს ცაც, ღრუბლებიც, მთვარეც, ვარსკვლავები იცვლიან პოზიციას, არ იცვლება მხოლოდ ნაყინის ქარხნის დირექტორი, და ეს წყეული მზე, რომელიც ახლა იმდენად გავს ყვითელ ბუშტს, რომ ბებიაჩემის ძველ კარადაში ძაულაუნებურად ვიწყებ ქინძისთავის ძებნას…

-გაიღვიძე, გაიღვიძე! – მესმის ხმა, უცებ ვგრძნობ შოკოლადის პლომბირის გემოს, ვახელ თვალებს და ვხედავ მის ხელს, რომელიც ჩემს ტუჩებს ნაზად ეფერება…

Advertisements

21 responses

  1. გადავირიე ისეთი კარგი იყო!
    (სხვა არაფრის თქმა შემიძლია)

  2. ალბათ საჭიროა კიდეც რაღაცეების შეცვლა ხანდახან…
    იქნებ, ერთხელაც ნაყინის ქარხნის დირექტორმა მარწყვის ნაყინი გაგასინჯოს, შოკოლადის პლომბირზე უკეთესი.

  3. მშურს ადამიანების, რომლებსაც ასე ლამაზად შეუძლია სათქმელი გადმოცემა. 🙂

    • ჰაჰ! არაფრის!
      კიარადა, პირიქით გეკუთვნის მადლობა… უბრალოდ, რაღაც “მადლობა ამხანაგო”‘სავით არ მინდა გამომივიდეს და ამიტომ ჩუმად ვარ : ))

      • თქვენ მე ნუ მებლატავებით რა :დ და ჩაგვრას ნუ აქვს ადგილი :დ ^_^

  4. მომეწონა, მაგრამ ცოტა გული დამწყდა… გავუგე იმ გოგოს, მეც მიყვარს გარუჯვა 🙂

  5. ქვეტექსტი ვერ გავიგე ჯერ მაგრამ მაინც მომწონს რატომღაც :)) თუმცა ძალიან დამგრუზა, იცი რატომაც… :/

  6. აააჰ… რაღაც კარგი იყო! რაღაც არა.. უბრალოდ კარგი!

    კარგად წერ.. 🙂 აუცილებლად შემოგივლი ხოლმე 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s