პარაზიტები

პაწაწინა მტაცებლები ზევით-ქვევით დახოხავენ, და მტკივნეული წითელი ფერის ზედაპირს უმოწყალოდ ჯიჯგნიან. არც ერთი წუთით, არც ერთი წამით არ ისვენებენ და ბასრი ეშვებიც გამუდმებით საქმეშია. მათი ცხოვრების წესია, რაც შეიძლება მეტი ტკივილი, ბოროტება და საძაგაგლობა დათესონ,  ლორწოვანი გამონადენიც თითქოს ამას უსმევს ხაზს. ერთმანეთს ვერ იტანენ, და ეჭვის თვალით უყურებენ, თუმცა კი ეს პარაზიტები საოცარი სისწრაფით მრავლდებიან და ედებიან ისედაც დასახლებულ ადგილებს. ვერავინ და ვერაფერი ვერ აიძულებთ თავისი დამღუპველი საქმიანობა შეაჩერონ, ვერავინ და ვერაფერი, სიკვდილის გარდა. ზოგადად, ერთმანეთს არ ჭამენ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც ამას მოერიდებიან. არ იციან, საიდან გაჩნდენ, როდის და როგორ, იმას გრძნობენ რომ ჯიჯგნისა და ფლეთისათვის არიან შექმნილნი, ჰოდა რა გაეწყობა…  მოწყალეობა, და ყოველგვარი დადებითის გამოვლინება მათთვის იმდენადვეა უცხო, როგორც ღამისთვის მზე…

მაგრამ კარმა სასტიკი რამაა, ამ ქმედებების გამო, მათ თითქოს სამყაროც კი უპირსპირდება და პარაზიტების მოსპობას ცდილობს, ერთი მეორეს მოყოლებით ისინი იხოცებიან, იხოცებიან ყოველგვარი სინანულის გარეშე, საკუთარ სისწორეში დარწმუნებულები…

…ოთახის კარი იღება და დედაჩემი შემოდის. ხელში კოლდრექსით პირთამდე სავსე ჭიქა უჭირავს. მოდის ჩემთან, დგამს ჭიქას ჩემს წინაშე, ნეკლებად გტკივა ყელიო- მეკითხება

კი თქო -ვპასუხობ – ალბათ იმ საწუწნი ტაბლეტის ბრალია, წეღან რომ მომეცი.

ვიღებ მაგიგიდან ჭიქას,  ვსვამ, და შემიძია დავიფიცო, რომ მესმის,როგორ იხოცებიან, პაწაწინა, საძაგელი მტაცებლები…

Advertisements

12 responses

  1. ვაიმე, ვაიმეე, რა საზიზღრობაა პარაზიტები… და მითუმეტეს – სურათი… 😐

  2. ბოლოს გამიხარდა რაღაც ^_^
    პარაზიტები – ადამიანები…
    თუმცა, იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობენ სხვებიც… მე ასე მჯერა ყოველ შემთხვევაში და კიდე კაი რომ მჯერა, სხვა შემთხვევაში ყველაფერი დაკარგავდა აზრს.

  3. სანდრიკ, სხვათა შორის საყვარელი პარაზიტებიც არსებობენ ❤ შენს ადგილას მეტი სიყვარულით შევხედავდი მათ,,, ისინი ხომ შენში ცხოვრობენ, საყვარლები ❤ ❤
    :პ
    მომწონს :*

  4. ჰა ჰა მაგრად ვიხალისე! ჩათლახი მტაცებლები ამის წინ მეც მიტევდნენ და ჩავრეცხე რაღაც მსგავსი აბით 😀 😀 😀

  5. რა კარგია ნეტავ ყველა უსიამოვნო პარაზიტისთვის არსებობდეს ცხელი ჩაი : )))

  6. მაგათი ჯისიც და ჯილაგიც ამოსაწყვეტია, მარგამ საქმეც იმაშია მათ გარეშე ჩვენ ვერ ვიცოცხლებთ და ვერც ისინი ჩვენს გარეშე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s