ადამიანი ადამიანისთვის მგელია?

მგონი ადამიანი ისე არსად არ იხსნება, როგორც წერილში. გაცილებით ადვილია ადამიანს წერილობითი ფორმით უთხრა ის, რასაც პირისპირ საუბრისას ვერ ეუბნები. ძველ დროში სიყვარულის წერილით ახსნაც დარწმუნებული ვარ ამიტომ გამოიგონეს, და მხოლოდ საუკუნეების შემდეგ შეიძინა ამან რომანტიკული ელფერი. თუმცა წერილში, გაცილებით უფრო რთულ და მრავალმხრივ ემოციებსაც უზიარებენ ერთმანეთს ადამიანები…

ჰოდა მოკლედ, ამ დღეებში ბებიაჩემის სხვენში ძველმანებს ვეძებდი და უცებ ხელში წერილების უზარმაზარი შეკვრა მომხვდა. წერილები საოცრად ძველია და მათი უმეტესობა მეოცე საუკუნის დასაწყისითაა დათარიღებული. ადრესატმაც და ავტორმაც დიდი ხანია უფალს მიაბარეს სული…

ადრე არასდროს გამომიქვეყნებია ჩემს ბლოგზე მგავსი რამ. თუმცა ამ წერილებმა იმდენად დამაინტერესა, რომ გადაწყვიტე, დრო და დრო შემოგთავაზოთ ხოლმე.

მაშ ასე. წერილი პირველი:

შენი არ ვიცი და ზოგადად ადამიანზე ყოველთვის საკმაოდ დადებითი წარმოდგენა მქონდა. მჯეროდა რომ ის უბრალოდ გონიერი ცხოველი არ არის, მის მრავალ თვისებას აღფრთოვანებაში მოვყავდი, უარყოფითი თვისებებს კი ყოველთვის მეორე პლანზე ვაყენებდი და მიმაჩნდა, რომ ერთგვარი, გამოსწორებადი ხარვეზებია.

სულ რაღაც ერთი წლის წინ მსგავს აზრზე ვიდექი, თუმცა დროთა განმავლობაში, ყველაფერმა იმან, რაც ჩემს ირგვლივ დავინახე და ვიგრძენი, საკმაოდ უსიამოვნო ჩიხში დამაყენა. ეგ კი არა, მომენტებში საკუთარ თავზე მერევა გული.

პირველი, რამაც დამაფიქრა,  ქცევის მოტივებია. ადამიანები ეგოიზმის ზღვაში დაცურავენ ხანდახან გაუზრებლად, მაგრამ ხშირად – სრულიად გააზრებულად. უმეტეს შემთხვევაში ქცევას, საკუთარი კეთილდღეობა განსაზღვრავს. სიამოვნების მიღებისკენ სწრაფვა (სექსუალური იქნება ეს სიამოვნება, გასტრონიმული, თუ ნებისმიერი სხვა) ლამის კულტად აქვთ ქცეული. ზნეობისა და მორალის საკითხის განხილვას ნამდვილად არ დავიწყებ, რადგანაც აქ ძალიან მყიფე ზღვარი გადის, რომლის დაცვაც ძალიან რთულია…

ის, რასაც ბოლო დროს ვხედავ, რასაც ბოლო დროს მიყვებიან, რასაც ბოლო დროს ვგრძნობ, სულ უფრო და უფრო მაშორებს ჩემს ადრეულ წარმოდგენებს. ნუთუ ადამიანი ადამიანისსთვის მგელია? გაცილებით ნაკლებ სიყვარულს, მეგობრობას და თავგანწირვას ვხედავ ვიდრე უწინ. სამაგიეროდ ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები ორპირობას და სიცრუეს…  მიზნის მისაღწევად სხვისი გადათელვა თურმე მართლაც არ წარმოადგენს პრობლემას. ყველაზე საშინელი კი იმის გააზრებაა, რომ მეც არ ვარ არაფრით უკეთესი. მოკლედ, ადამიანობის მწვავე დეფიციტია მგონი.

თუმცა კმარა წუწუნი, მხოლოდ ის მინდოდა, ემოციები გამეზიარებინა.  ვიცი, ადამიანები ხშირს შემთხვევაში იმაზე უარესები ვჩანვართ ვიდრე სინამდვილე ვართ, და თავგდადების მაგალითებიც მხოლოდ ლიტერატურასა და ფოლკლორში არ გვხვდება, უბრალოდ საკმაოდ დიდი ხანია არაფერ დადებითს არ გადავყრილვარ ცხოვრებაში, არ მიგრძვნია და არ განმიცდია ისეთი რამ, რაც გამათბობდა…

ვგრძნობ, რომ ძალიან მომენატრა, ძალიან მომენატრა ისინი, ვინც უკვე ჩემს გვერდით აღარაა, და კიდევ უფრო მომენატრა ისინი, ვინც ჩემს გვერდზე არის…

Advertisements

18 responses

  1. ბოლო დროს ხშირად მეფიქრება მაგაზე. სადღაციდან, არაფრიდან მოდის აგრესია და მიზეზებს ვერ ვიგებ… შეიძლება ამას საკუთარი თავისთვისაც არ აკეთებენ, მიზნებზე არც ფიქრობენ, უბრალოდ ერთმანეთს ემტერებიან, რატომ და რისთვის არ მესმის. ან საიდან მოდის აგრესია? რატომ უჩნდებათ ადამიანებს აგრესიის სურვილი? ვერ ვიგებ…

  2. ძალიან საინტერესოა, მითუმეტეს საუკუნის წინანდელ წერილს როცა კითხულობ, წარმომიდგენია რა მაგარი გრძნობა გქონდა როცა აღმოაჩინე… (ახლა უცებ უცებ ამელი გამახსენდა)

    რაც შეეხება წერილს, ადამიანებებში ერთმანეთის მიმართ აგრესია ყოველთვის იყო, თუდაც გუშინ ჩვენ თავზეც მშვენივრად გამოვცადეთ… მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის აგრესიაც რაღაც დოზით ჩვენი შექმნილია და ის აგრესორი ხალხიც საზოგადოების გაჩენილი.

    • აგრესია კიდე ცალკე რამაა : ს მე ორპირობამ და სიცრუემ შემაწუხა აქ ყველაზე მეტად :/
      ისე მართლა მაგარი შეგრძნებაა…

      • ყველგან ორპირობა და სიცრუეა, ერთადერთი რაც შეგიძლია ან საერთოდ გაეცალო აქაურობას, ან ამათნაირი გახდე.. ნუ თუ არ გახდები, თვითონ გაგხდიან. : )))

  3. მეგონა, ჩემს დაწერილს ვკითხულობდი…

    ის, რასაც ბოლო დროს ვხედავ, რასაც ბოლო დროს მიყვებიან, რასაც ბოლო დროს ვგრძნობ, სულ უფრო და უფრო მაშორებს ჩემს ადრეულ წარმოდგენებს. ნუთუ ადამიანი ადამიანისსთვის მგელია? გაცილებით ნაკლებ სიყვარულს, მეგობრობას და თავგანწირვას ვხედავ ვიდრე უწინ. სამაგიეროდ ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები ორპირობას და სიცრუეს… მიზნის მისაღწევად სხვისი გადათელვა თურმე მართლაც არ წარმოადგენს პრობლემას.

  4. me ar vifqrob rom arsaidan modis agresia agresias viwvevt chven chveni qcevit..
    sheizelba chven ar migvachnia si qceva svis tvalshi agresiis agmzvrelad, magram ´´ xalxi chrelia´´ da yvela sxvadasxvagvarad agiqvams qcevas, zogistvis ragac qceva gamagizainebelia zogistvis ara, amitaomcaa rom xdeba amdeni konfliqti arafris gamo, arasdors ginaxavt situacia rodesac chxuboben arafris gamo?! swored zemotagnishnulis gamo xdeba yvelaferi..

  5. რა დავამატო არ ვიცი…ჩემი სათქმელიც ნათქვამია ამ პოსტში..მსგავსი საკითხი ჩემს ბლოგზეც მაქვს წამოჭრილი და იცი? მახარებს ის ფაქტი რომ ზოგიერთები მაინც ვფიქრდებით ამაზე…

    • გახარებს? სიმართლე გითხრა, გული მწყდება ადამიანები მასე რომ ფიქრობენ და მსგავსი დასკვნების გაკეთება რომ უხდებათ :/

  6. შენ ვერ გამიგე..ფაქტი თავისთავად არასახარბიელოა..სამწუხაროა. რომ ამაზე ფიქრი გვჭირდება,მაგრამ მე მახარებს ის, რომ ყველა არ ვართ მათნაირები,ანუ რადგან შენ ეს გაწუხებს და წერ ამაზე ე.ი პრობლემაა შენთვის,მაშინ როცა უამრავი ადამიანი ამას პრობლემად არ აღიქვამს,მათთვის ასეთად ყოფნა უბრალოდ ცხოვრების წესია და ვერც გააგებინებ რა არის აგრესიაში ცუდი,მერე რა მოხდა თუ სხვას ფეხით გადათელავ თუნდაც ეს სხვა შენი ბავშვობის მეგობარი იყოს,იმ მომენტში ასე იყო შენთვის საჭირო და ვსო..მათთვის ყველა მეთოდი გამართლებულია…

  7. მეოცე საუკუნის დასაწყისში ასეთი ენით წერდნენ, კაცოო?? :/:/:/

    • საზოგადოების სხვადასხვა შრეები სხვადასხვა გვარად საუბრობდნენ დამეთანხმები, ილის და აკაკის ქართულით ყველა ვერ ილაპარაკებდა : )

      • მეთანამედროვა, თორემ ლექსიკა კი არ დამიწუნებია :):)

  8. მე ბოლო დროს ვრწმუნდები რომ ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველია…
    ყველა არა რა თქმა უნდა…

  9. მარწყვიანი ბლოგი
    აგრესიაზე ნაწოლობრივ გეთანხმები ნამდვილად ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s