შემოდგომა…

დასრულდა ზაფხული და შემოდგომა დაიწყო. თქვენი არ ვიცი და წელიწადის დროთა ცვლილება ყოველთვის ძალიან მხვდება ხოლმე გულზე. უფრო სწორედ, კი არ მხდვდება, არამედ გარკვეულ განცდებს იწვევს. არასდროს არ გიფქრიათ, რომ ეს ციკლი  ძალიან გავს ადამიანის ცხოვრებას? გაზაფხული – დაბადება, ბავშვობა და სიჭაბუკე, ზაფხული – ცეცხლითა და ენერგიით აღსავსე  ახალგაზრდობა, შემოდგომა – სიმწიფე და დაბერება, ზამთარი – სიკვდილი, ცივი და გარდაუვალი. მართალია, ხალხური სიბრძნე გვასწავლის, რომ ყველაფერს თავის დროა აქვს, მაგრამ თქვენის ნებართვით იმ ნერვების მომშლელ პატარა ბავშვს და მამამისს აქ არ ვახსენებ, უბრალოდ ავღნიშნავ, რომ შეუძლებელია ყველაფრისდამი ამ ქვეყნად თანაბარი დამოკიდებულება გქონდეს… წელიწადის ყოველი დროის დადგომას შესაბამისი განწყობით ვხვდები – ძალიან მიხარია გაზაფხული და ზაფხული. რაღაცნაირად ვიტან ზამთარს (მითუმეტეს თოვლიანს, მაგრამ ამის ბედნიერება ვინ მომცა), რადგან ვიცი, რომ მას გაზაფხული და სითბო მოჰყვება, მაგრამ შემოდგომა და განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი ჩემთვის სრულიად აუტანელია. ფოთლები ჭკნება, ცვივა, სიცივე სულ უფრო შესამჩნევი ხდება, და პათოსში არ ჩამითვალოთ, მაგრამ მეჩვენება რომ ჰაერში სიკვდილის სუნი ტრიალებს (ნუ ”დაღუპული” ფოთლების მაინც).

ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ. ჩემი ეზო, როგორც ყოველთვის ამ დროს, სიმწვანეშია ჩაფლული.  როგორი მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სულ მალე ბალახი გახმება, ყვავილები დაჭკნება, ლამაზი ქალიშვილით გამოწყობილი ხეები კი გაშიშვლდებიან და ურცხვ, მოხუც მეძავეებს დაემსგავსებიან.

შეიძლება ამ რადიკალურობისკენ ჩემი ასაკი მიბიძგებს, და ოდესმე დავაფასებ წელიწადის ამ დროის ფილოსოფიას, დავინახავ მასში დაფარულ სიბრძნეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხმაური ჯობია სიჩუმეს, სიცხე – სიცივეს, და სიცოცხლე – სიკვდილს…

 

Advertisements

2 responses

  1. მთლად მასე არ ვარ მე, მაგრამ ფაქტია, რომ შემოდგომას რაღაცნაირი სევდა მოყვება. თუმცა, ბათუმში ეს ნაკლებად იგრძნობა, აქ სულ არ ვიცით რა არის შემოდგომა, მარადმწვანე ხეებია სულ. ერთხელ გორში ვიყავი ნოემბერში და იმისთანა სილამაზე არ მინახია ჯერ. ფოტოებით ვიცი, რომ რაჭაშია ულამაზესი შემოდგომა ^_^
    ვნახოთ, წელს თბილისში ვიქნები მაგ დროს და იქნებ მეორედ ვნახო შემოდგომა :–)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s