საპყრობილე

დიდ მრგვალ გამჭირვალე სფეროში ხართ მოთავსებული. ხედავთ, როგორ ჩქეფს ამ სფეროს გარეთ სიცოცხლე, თვალს ადევნებთ მის მარადიულ წრებრუნვას, გათავსიფულებას ლამობთ, მაგრამ  გამჭირვალე საპყრობილიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებთ. აქ არაფერი არ ხდება, უძრაობა და უსიცოცხლობა სუფევს. ეხეთქებით სფეროს, ცდილობთ დაამსხვრიოთ იგი, თუმცა საუკუნეები, და თანამოძმეების ჩონჩხები სულ უფრო და უფრო გარწმუნებთ მის სიმყარეში.

ხშირად იხედებით ზემოთ, ხედავთ თავისუფლებას და გწყდებათ გული რომ არ იცით ფრენა, თუმცა ფრენა რომ გცდნოდათ, ალბათ გალიაში იჯდებოდით, სასაცილოა პირდაპირ…

ტყვეობის პლუსი (თუკი რა თქმა უნდა, ამას პლუსი შეიძლება ეწოდოს) იმაშია, რომ იგი საფიქრალად ტოვებს ძალიან ბევრ დროს. ჰოდა თქვენც ფიქრობთ, ეძებთ რაიმე ახსნას, ხანდახან გგონიათ, რომ წარსულის ცოდვების გამო ისჯებით, ხანდახან გეჩვენებათ, რომ არ არსებობს არანაირი კანონზომიერება და აქ ბრმა შემთხვევამ მოგიყვანათ.

იმასაც ხვდებით, რომ ტყვეობა, ზოგადად ნორმალური და ყოფითი მოვლენაა.  განა თქვენზე თავისუფალია მუშა, რომელიც დამოკიდებულია თავის სამსახურზე და საცოდავ, მათხოვრული გასამრჯელოს გამო თავის შრომას ყიდის? მისგან განსხავებით, თქვენ დროულად მაინც იღებთ საჭმელს. პატარა წითელი სახლი ყოველთვის თქვენს განკარგულებაშია და ფსკერზე დაყრილი ქვებიც.

თუ სმენას დაძაბავთ, იმასაც გაიგებთ სფეროს მიღმა რა ხდება. ყველაზე ხშირად იქ მსგავსი დიალოგი იმართება:

-ბიჭო ანდრო, აჭამე ბოლო ბოლო მაგ თევზს და აკვარიუმიც გაწმინდე, აღარ ჩანს არაფერი! გინდა სხვებივით დაღუპოს? ან ის თუთიყუში რა ჯანდაბად მაყიდინე?

-მამას ძაან უყვარდა თევზებიც და თუთიყუშებიც, მაგრამ არასდროს ქონდა ფული საიმისოდ რომ ეყიდა…

Advertisements

7 responses

  1. მაგარი იყო ძაან,, ფიქრი მართლაც რო პლუსი და საჩუქარია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s