საბრალონი ანუ ”ვიკვნესო-არ ვიკვნესო?”

აქამდე ვერიდებოდი სექსზე წერას. სიმართლე გითხრათ, ეს თემა უკვე ყელშია ამოსული. ძველი ჩვარივით გაცვეთილია, მასზე ყველა ლაპარაკობს, არავინ არაფერ ახალს არ იძახის და ლამის მსოფლიო დონის ექსპერტად ასაღებს თავს. უბრალოდ ახალხანს ერთ მეტად საინტერესო ამბავს მოვკარი ყური. აქ არავის სექსუალურ კომპეტენციაში ეჭვის შეტანას არ ვაპირებ, და არც სხვის სექსუალურ ცხოვრებაში ვყოფ ცხვირს: ვიღაცას იატაკზე ურჩევნია, ვიღაცას კი – ჭერზე და ეს სავსებით ბუნებრივია. უბრალოდ მინდა ერთი პატარა სურათი დაგიხატოთ.

ბინდდება. მზე ნელ-ნელა ჩადის და ღია ფანჯარას გამოსამშვიდობებელ სხივებს ესვრის. პატარა ოთახში წყვილი ეროსის მკლავებშია მოქცეული. ორივე მთლიანად ვნებასაა მიცემული, დივანზე წვანან, მათი გარდერობი კი ნელ-ნელა ინაცვლებს იატაკზე. მაცივრის ჩუმი ზუზუნი და კედლის საათი ბანს აძლევს მათ მძიმე სუნთქვას. ჩამობნელებულ ოთახში მაგიდის ლამპარი რბილი სხვივებით ეალერსება წყვილის ნახევრად შიშველ სხეულებს.           უცებ შეშინებული გოგო ბიჭს აჩერებს – ვაიმე ფანჯრები! მოპირდაპირე სახლიდან მეზობლებმა არ დაგვინახონ! – გაწბილებულ ბიჭს სახტად ტოვებს და ოთახს სხვისი შესაძლო მზერებისგან მსხვილი ფარდით მიჯნავს. შემდეგ დამშვიდებული სახით ბიჭს უბრუნდება და ყველაფერი თავიდან იწყება…

მათი სხეულები ერთმანეთისკენ მიილტვის, ეს-ესაა შეერთდნენ, და ამ დროს კვლავ ისმის გოგოს ხმა – მოიცა! ეს ლოგინი საშინლად ჭრაჭუნებს, ქვემოთ კი შინაბერა ქალი ცხოვრობს. ბიჭს სახეზე ბრაზი უვლის, თუმცა არაფერს ამბობს და გოგოს ლეიბის ნოხზე გადატანაში ეხმარება…

იგივე სცენარი – ცხელი პრელუდია და გადამწყვეტ მომენტში, გოგოს შეშფოთებული ხმა – ასე ძაან ნუ კვნესი, მეზობლებმა არ გაიგონ!  და ხდება ის რაც უნდა მოხდეს,  ვნება ჰაერში ორთქლდება და აი ბიჭი უკვე იცმევს დაჭმუჭნულ პერანგს, ბოლო, ზიზღით აღსავსე მზერას ესვრის გოგოს და ოთახს ტოვებს.

ჩაბნელებულ ოთახში ნახევრად შიშველი გოგო წევს და ცხარე ცრემლებით ტირის. ის ფიქრობს, რა უსამართლოა ცხოვრება -რამდენი ხანია ოცნებობდა ამ ბიჭზე, ელოდა ხელსაყრელ მომენტს,  მისმა მორიგმა ვნების ობიექტმა კი ვერ გაიგო ეთუკური ნორმების დაცვა რას ნიშნავს და უსინდისოდ  მიაგდო…

Advertisements

33 responses

  1. ჰეჰეჰე :)) ქალების პრობლემაა 🙂 ნამეტანად ბევრს ვფიქრობთ ^_^

  2. არამგონია მთლად მასე ეფიქრა მაგ გოგოს. უსინდისოდ მიგდებად რომ ჩათვალო, გაცილებით მეტი მიზეზია საჭირო.

  3. აი ლოოლ რა :დ აკაკი წერეთელმა გიკარნახა პოსტი? :დ რა ენობრივი ფორმაა, რა უბედურებაა ეს? ლექსები აღარ იწერება მსგავსი სიტყვებით :დ ლაპმარი, ზუზუნი, ვნება ორთქლდება, მზე ფანჯარას სხივებს სტყორცნის, ზიზღით აღსავსე მზერა :დ ყოფითი სიტყვები დაიხოცნენ? :დ დავიჯერო ცხოვრებაშიც ასეთ სიტყვებს იყენებ? :დ

    • კითხვის შემობრუნება: ანნა მსგავსი ენით წერს, რატომ არ გაგჩენია ეს აგრესია მის პოსტებზე? 🙂

      იგივე ლოოოლ

      • კუდის გაქიცინება თუ გინდოდა უკეთაც შეიძლებოდა :დ

        აგრესიაზე არ გავიცინებ ახლა, ეგ არაფერი, თუ კომენტის ემოცია ვერ წაიკიტხე:დ

        მიდი აბა დალინკე ანნას პოსტი სექსზე, სადაც მსგავსი სიტყვებით წერს და სადაც ჩემი შეფასება არსებობს. კარგად გამოჩიჩქნე, თორე სიცილად არ მყოფნის ჯერ შენი ჯეფასება :დ

      • წარმოიდგინე, რომ სანდროსთან კუდის გაქიცინება არ მჭირდება 🙂 მამენტ, არც არავისთან არ მჭირდება საკუთარ თავზე დაყრდნობით დასკვნებს ნუ გამოიტან :* შენ ვის რას უქიცინებ არ ვიცი და არც მაინტერესებს 😀

        კომენტარის ემოცია დაცინვით და კაიფით დაფარული აგრესია იყო.

        ანნას ბლოგზე კი არა, ზოგადად მაგრად მკიდია შენი შეფასებები 😀 უბრალოდ გისახელებ მაგალითს, რომ ანნაც იგივენიარდ მაღალფარდოვან სიტყვებს იყენებს ხოლმე პოსტის წერისას (და ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდს ამაში. ვისაც როგორ სურს, ისე წერს. რა შენი საჯდომის საქმეა? ) და მასთან არ წავწყდომივარ რატომღაც მსგავს კომენტარს, ტაკ შტო, ვერც დავლინკავ 😀

      • კნუტ, საყვარელო მტკიცებას ნუ იწყებ, თორე ჩემი ვარაუდის სიმარტლეს უსვამ ხაზს :დ და შენს მიმართ წამოსული ბრალდების გამხოვანებლისთვის დაბრალება უნიჭო და გაცვეთილი ხერხია, კამათში წინ წაწევისთვის :დ შენ ხომ უნიჭო არა ხარ, კნუტ? :დ მიდი ახლა დაწერე რომ გკიდია და რამე, სხვა რა შეგიძლია და რა გინდა :დ ლოლ :დ მსგავსი კომენტარი არა, თუ გინდა უმსგავსი იყოს, სადაც სექსის თემაზე წერს:) ხოდა როცა იცი, რომ ვერ ნახავ, ვიშვიში არაა საჭირო, კნუტ, კნუტ ჩემო 🙂

        შენ რომ ვერ ხედავ ცუდს ასეთ ენობრივ პარადიგმაში რა მერე? :დ შენი ჰაზრი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა? :დ ასე რომ მიხედე მამიდას კნუტ და ჩემ კომენტბს ნუ დაუბღვერ შენს ბაზალეთისტბისებრღმათოლებს :დ
        ისე აგრესია და ირონიას როგორ ვერ ანსხვავებ ცინტალო ?:დ

      • პასუხი ბოლო კომენტარზე სახელი რომ არ მახსოვს, იმას: მოდებილოს შთაბეჭდილებას მიტოვებ, წაკითხულიდან აზრი ვრ გამოგაქვს 😀 ტაკ შტო, შენი აზრიც მკიდია ლამაზ ფეხებზე ^_^

    • მე ვიტოვებ უფლებას ვწერო ისე როგორც ჩავთვლი საჭიროდ. შენ კი უფლება გაქვს წაიკითხო ან არ წაიკითხო. გმადლობ კომენტარისთვის : )

      • რა თქმა უნდა, ისევე როგორც მე მაქვს შეფასების უფლება 🙂

  4. გივი, რას ერჩი წერის სტილს? მაინცდამაინც სლენგი და ჟარგონი უნდა იყოს? ყველას თვისი სტილი აქვს და ისე დაწერს, როგორც უნდა. აქ არ წერია ისეთი ფრაზები, რომლებსაც ჩვეულებრივი მოკვდავები არ იყენებენ ყოველდღიურობაში.

    • სლენგი და ჟარგონი არ მიხსენებია გგვირილა. ენობრივ ფორმებზე ვსაუბრობ და არა ბარბარიზმზე და ა.შ . 🙂

    • მადლობა :დ შენთვის შეიძლება სახალისოა, მაგრამ აბა სხვებს კითხე… :დ

      • ნუ მინიმუმ ის ბიჭი ვერ იხალისებდა :))))
        მაქსიმუმ ის ბიჭი და გოგო

  5. ვაიმეეე… რამდენი ვიცინე 😀 ძალიან კარგი იყო და ეგ მაღალფარდოვნობით შენიღბული ცინიზმიც ძაან მოუხდა პოსტს ,ნუ ჩემთვის მაგალითად ასეთი ირონიით დაწერილი პოსტი ბევრად საინტერესოა,ვიდრე ჟარგონული და სლენგური ენა,სადაც ირონია უბრალოდ აგრესიაში გადადის და ცხოვრებაზე დაბოღმილი ადამიანის ნაწერს ემსგავსება….მოკლედ ძალიან მომეწონა :)))))))))

    • დიდი მადლობა 😀 მიხარია, როცა მკითხველი სწორედ იგებს რისი თქმაც მინდა, ანუ გამოდის რომ სწორედ გადმოვეცი :დ

      • კი კიი ნამდვილად კარგად იყო შერჩეული სტილი…:) ვინც ვერ იგებს კიდევ თავისი პრობლემაა…დაველოდები ასეთ ისტორიებს შენს ბლოგზე :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s