საბრალონი ანუ ”ვიკვნესო-არ ვიკვნესო?”

აქამდე ვერიდებოდი სექსზე წერას. სიმართლე გითხრათ, ეს თემა უკვე ყელშია ამოსული. ძველი ჩვარივით გაცვეთილია, მასზე ყველა ლაპარაკობს, არავინ არაფერ ახალს არ იძახის და ლამის მსოფლიო დონის ექსპერტად ასაღებს თავს. უბრალოდ ახალხანს ერთ მეტად საინტერესო ამბავს მოვკარი ყური. აქ არავის სექსუალურ კომპეტენციაში ეჭვის შეტანას არ ვაპირებ, და არც სხვის სექსუალურ ცხოვრებაში ვყოფ ცხვირს: ვიღაცას იატაკზე ურჩევნია, ვიღაცას კი – ჭერზე და ეს სავსებით ბუნებრივია. უბრალოდ მინდა ერთი პატარა სურათი დაგიხატოთ.

ბინდდება. მზე ნელ-ნელა ჩადის და ღია ფანჯარას გამოსამშვიდობებელ სხივებს ესვრის. პატარა ოთახში წყვილი ეროსის მკლავებშია მოქცეული. ორივე მთლიანად ვნებასაა მიცემული, დივანზე წვანან, მათი გარდერობი კი ნელ-ნელა ინაცვლებს იატაკზე. მაცივრის ჩუმი ზუზუნი და კედლის საათი ბანს აძლევს მათ მძიმე სუნთქვას. ჩამობნელებულ ოთახში მაგიდის ლამპარი რბილი სხვივებით ეალერსება წყვილის ნახევრად შიშველ სხეულებს.           უცებ შეშინებული გოგო ბიჭს აჩერებს – ვაიმე ფანჯრები! მოპირდაპირე სახლიდან მეზობლებმა არ დაგვინახონ! – გაწბილებულ ბიჭს სახტად ტოვებს და ოთახს სხვისი შესაძლო მზერებისგან მსხვილი ფარდით მიჯნავს. შემდეგ დამშვიდებული სახით ბიჭს უბრუნდება და ყველაფერი თავიდან იწყება…

Continue reading