Hotel and hostel (საკონკურსე პოსტი)

  • დასასვენებლად მიემგზავრებით, მძიმე ზურგჩანთა სისხლს გიშრობთ, ფეხები პროტესტს გიცხადებთ, თავში კი განუწყვეტელი ავტოსტოპებით გამოწვეული დომხალი სუფევს?
  •  საფულეში ჩახედვის გეშინიათ, მაგრამ მაინც გსურთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები?
  • გაღიზიანებთ აბორიგენები, რომლებიც საკუთარ მდგმურებს ყაზარმულ რეჟიმში აცხოვრებენ?
  • სასტუმროში მისვლის გეშინიათ, რადგან იცით რომ სიცილით გამოგი სტუმრებენ უკან?
  • კარავი გიყვართ, მაგრამ სველი წერტილების უქონლობა პრობლემას გიქმნით და დასველების ანაც პირიქით, დაუსეველებლობის საფრთხის წინაშე გაყენებთ?

გამოსავალი ერთია – მიაკითხეთ Ho(s)tel ს. არ შეგეშალოთ Hotel-ში, მათ შორის განსხვავება ხომ გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი უბრალოდ ასო.

  • გსურთ დაისვენოთ ბათუმში, იყოთ ზღვასთან ახლოს, მაგრამ არ ძალგიძთ ხელი ჯიბეზე გაირტყათ,
  •  ხართ კომუნიკაბელური და არ გაწუხებთ ქსენოფობია? მაშინ Boombully beach Hostel თქვენთვისაა შექმნილი.

დასახელებამ არ შეგაშინოთ, მართალია იგი ითარგმნება, როგორც ”ბუმ! ხულიგანი”, მაგრამ სინამდვილეში,  საიმედოდ დაცულია ხულიგნებისგან, ინგლისური ასოებით დაწერილი ქართული სიტყვა ”ბუმბული”, კი ჰოსტელში გამეფებულ სირბილესა და კომფორტს განასახიერებს.

თუკი იუმორის გრძნობა გაგაჩნიათ, ჰოსტელში დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება თქვენთვის. წარმოიდგინეთ,  ღამის ოთხი საათია და დროსტარებისგან გადაღლილ დამსვენებლებს აუღელვებლად სძინავთ. თქვენ კი, თუ ფრთხილად იმოქმედებთ, გეძლევათ შესაძლებლობა რამე „იხულოგნოთ“, თუნდაც გაპასტოთ ისინი, დატოვოთ პასტა მაგიდაზე, და თან პატარა წერილით დაურთოთ. დააწერეთ ”აბა რომელი ვარ?”, ან რაიმე მსგავსი, თავადაც წაისვით ცოტაოდენი პასტა, დაწექით და პირველი დაზარალებულის გამოღვიძებას დაელოდეთ. გარწმუნებთ, შედეგი ღირს ამდენ წვალებათ!

  • გსურთ ახალი ხალხის გაცნობა, მაგრამ გიჭირთ პირველი ნაბიჯის გადადგმა? მაშინ, მოაკითხეთ ჰოსტელს, და აქ ნებსით თუ უნებლიეთ მოგიწევთ დაუმეგობრდეთ თქვენს რუმმეითებს, იმიტომ რომ, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, სასურველია რუმმეითი მოყვარე იყოს და არა მტერი, ისე ყოველი შემთხვევისთვის…
  • ჰოსტელში ვერასდროს შეხვდებით უჟმურ ადამიანებს, ჰა ჰა, ერთი ორი გამოერიოს, ვინც უსახსრობის გამო არჩია დასვენების ეს ყველაზე საინტერესო ვარიანტი. მაგრამ უმეტესად რუმმეითები თქვენნაირი ენთუზიასტები იქნებიან, რაც გაგიადვიალებთ მათთან საერთო ენის გამონახვას. წარმოიდგინეთ, რამდენად სჯობს ამ მხრივაც ჰოსტელი დასვენების სხვა საშუალებებს, უკმაყოფილო ქალბატონს ან ცხვირაბზეკილ პენსიონერს აქ ვერ შეხვდებით.
  • კიდევ თბილისში იხრჩობით? მაშინ გირჩევთ ჩაალაგოთ ბარგი და დაუყონებლივ წახვიდეთ აქ Boombully beach hostelს -ში, თუკი რა თქმა უნდა, თავადაც უჟმური არ ბრძანდებით : )
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s