კვარიათული ქრონიკები (ნაწ. 2)

ფურშეტის შემდეგ ჩვენი განებივრება ტურიზმის დეპარტამენტმა ითავა – გამოგზავნილი ახალაზრდა (საკმაოდ საყვარელი) გოგო ჩვენს ავტობუსს წინ გაუძღვა და ბათუმის სიახლოვეს განლაგებულ მთაზე აგვიყვანა. არ მინდა კრიტიკული ვიყო, თუმცა რესტორნით ნამდვილად არავინ აღვფრთოვანებულვართ. გვერდით დარბაზში ბანკეტი იმართებოდა – ვიღაც ბედნიერებმა უნივერსიტეტი (თან არა მაღლივი) დაამთავრეს. ჩვენ ფერმკრთხალ დარბაზში მოგვათავსეს თუმცა კი საკმაოდ გემრიელი კერძებით გაგვიმასპინძლდნენ. რამდენიმე ბლოგერი მოწყენილობის გრძნობამ მოგვიცვა, უკანა ეზოში გავედით და ბათუმის განათებული ხედით ვტკბებოდით…

კვარიათში დაბრუნების ნანატრი ჟამიც დაგდა და ჩვენ მოურიდებლად მივაწყდით სატრანსპორტო საშუალებებს.  არც  იმ ღამის განხილვას ვაპირებ – ყველა ისე გაერთო როგორც უნდოდა, ზოგი ღამის კლუბში (იქაც დაგვპატიჟეს ყურადღებიანმა აჭარლებმა), ზოგი პლიაჟზე (რა მოხდა მერე?) ზოგი საკუთარ ნომერში (კომფორტულად), ზოგი არც ვიცი როგორ (დარწმუნებული ვარ, რაიმეს მოიფიქრებდნენ)…

მესამე დღეს დილით ნეპტუნში სამარისებული სიჩუმე სუფევდა. ღამის პერიპეტიებით გადაღლილი საბლოგეთი გონს მოდიოდა, და ნელ-ნელა აცნობიერებდა რომ წასვლის დრო ახლოვდებოდა. სასადილოში ერთ-ერთი პირველი ჩამოვედი და ვერც ერთი ბედნიერი სახე ვერ შევნიშნე -ან ძალიან ეძინებოდათ, ან გული წყდებოდათ… 

კულტურული პროგრამის ბოლო ნაწილი იყო ვიზიტი მაღალმთიან აჭარაში. მტკიცებ გადავწყვიტე მას ცალკე პოსტი მივუძღვნა ამიტომ ეხლა მხოლოდ მოკლეგ გეტყვით – ქართული სულით (ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით) განსჭვალული ულამაზესი ადგილია, სტუმართმოყვარე და ხელგაშლილი მასპინძლები დიდი ხნით დამამახსოვრდება, უკვე აღარაფერს ვამბობ ჩოხებში შემოსილ მომღერალთა გუნდზე…

                                                                   (არადა ზოგადად განსხვავებულებს გავურბი)

 

საოცრად მოვილხინეთ (ისევ საუკეთესო გაგებით) გემრიელად დავთვერით (და არა გავილეშეთ), გავმხიარულდით და ტაშ-ფანდურის თანხლებით სასტუმროში დავიძარით ასაბარგებლად…

…ავტობუსის ფანჯრიდან ვხედავდი როგორ ვშორდებოდით ნარინჯისფერ ”ნეპტუნს”  და ამ დროს (როგორც ხდება ხოლმე) რაღაცამ მიჩხვლიტა, სრულიად გულწრფელად მწყდებოდა გული, ხომ ნათქვამია – კარგს ძალიან მალე ეჩვევიო…

მწვანე ავტობუსი მიქროდა წინ და სულ მალე კვარიათი და ბათუმი უკან ჩამოვიტოვეთ, ისინი უკვე მოგონებად იქცა. ისეთი სვლა ავკრიფეთ, მეგონა თბილისში დროზე ადრე ჩავალთ თქო, თუმცა ნურას უკაცრავად! (წამოვიდა ასოციაციები!) – მომაძახა ავტობუსმა, დაახველა, შემდეგ დააცემინა, შემდეგ კოშმარისგანა გამოღვიძებულივით წამოხტა და კოჭლობით განაგრძნო გზა. მძღოლი ჩამოხტა და მზრუნველი, მაგრამ მედიცინაში გაურკვეველი მამასავით დაუწყო თვალიერება… აღარ მოვყვები იმას, როგორ წვალობდა ორი საათის განმავლობაში და როგორ დაიძრა სამტრედიისკენ დიდი მწვანე კუ…

არც სამტრედიელი ”ვულკანიზატორები” ბრწყინავდნენ ოსტატობით…  ამასობაში შემოგვაღამდა…  მოკლედ მხოლოდ დილის 7 საათზე შევეგებეთ ტრასაზე ალიონს და თბილისში ჩამვაღწიეთ, თან ისე, რომ გზად ავტობუსი გამოვიცვალეთ (არ მკითხოთ რატომ!)…

                                                                                                (დარეკვა არ დაგვჭირდა)

ტკბილ და ამავდროულად სევდიანი მოგონებები დამრჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად ძალიან კარგად გავატარე დრო. რაც არ უნდა იყოს, ნარინჯიფერი სასტუმრო ნეპტუნი და მისი შემოგარენი კიდევ დიდ ხანს მემახსოვრება…

Advertisements

4 responses

  1. “…ავტობუსის ფანჯრიდან ვხედავდი როგორ ვშორდებოდით ნარინჯისფერ ”ნეპტუნს” და ამ დროს (როგორც ხდება ხოლმე) რაღაცამ მიჩხვლიტა, სრულიად გულწრფელად მწყდებოდა გული, ხომ ნათქვამია – კარგს ძალიან მალე ეჩვევიო…” – ეს არ გეთქვა და… ზუსტად იდენტური შეგრძნებები მაქვს მე და ახლაც მიჩხვლიტა გულში რაღაცამ. დავფიქრდი კიდეც, იქნებ ორ კვირაში მეც მქონდეს ასეთი შეგრძნება. მომენატრება კი თბილისი? არ ვიცი, წინ ორ თვეზე მეტია 🙂

    ხო, მიხარია რომ მოგეწონა აჭარა ^_^ ახალ პოსტსაც ველოდები განსაკუთრებით 😉

    • ეგ როგორ შეიძლება არ მოგეწონოს ^^ თბილისს რაც შეეხება, მგონი არც იმდენად ცუდია შენი თბილისური ყოფა, რომ აქედან წასვლისას გული არ დაგწყდეს :დ

      • არა კაცო, ცუდი ნამდვილად არაა, მარა ბათუმში იმდენად კაია რომ…

        რავი, შეიძლება მომენატროს კიდეც, მარა ორი თვე და ჩამოვალ, სად წავალ 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s