კვარიათული ქრონიკები (ნაწ.1)

მაპატიეთ, თავი მხოლოდ ეხლა მოვაბი – მაღლივი კლავს, (მოწევაზე უფრო!)

სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდმა  გამართა ყოველწლიური კონკურსი  ”სოციალური მედია განვითარებისათვის”, რომლის შედეგადაც 20 გამარჯვებული ბლოგერი გავემგზავრეთ კვარიათში ჩვენი პროექტების წარსადგენად.

უნდა აღინიშნოს რომ ყველაფერი ( ნუ თითქმის) უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. დიდი მწვანე ავტობუსი (ხომ ვთქვი ”თითქმის”-თქო, თხრობის ბოლოს იგი აუცილებლად შეგვახსენებს თავს,) თბილისიდან დროულად გავიდა  (საქართველოს პირობებში მეტად იშვიათი მოვლენა), გზად კონდიციონერების მეშვეობით სულს გვიბერავდნენ, გვიკლავდნენ შიმშილსა და წყურვილს, პლაზმური ტელევიზორი კი ამ დროს აგვისტოს 5 დღეს აჩვენებდა (ჩაირთოს ტორენტები, მაინც ვნახეთ და დავიწუნეთ!). ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კვლავ დროულად (ღმერთო ჩემო, ნუთუ წინ მივიწევთ?!) ჩავედით კვარიათში, სადაც ზვის პირას განლაგებული პატარა მყუდრო და ნარინჯისფერი სასტუმრო ”ნეპტუნი” გველოდა.

როგორც კი ნომრების მიხედვით გადაგვანაწილეს (სხვათაშორის სრულიად ნებაყოფლობით), შიგ ბარგი ავზიდეთ და მასიური საწოლების სიმკვრივე შევამოწმეთ, მაშინვე ქვიან სანაპიროს მივაშურეთ. ზღვას მონატრებული ბლოგერები ხარბად დაცურავდნენ, თქვენი მონამორჩილი კი თავს ნამდვილად ”სუხაპუტნაია კრისად” გრძნობდა და თავ-ბედს იწყევლიდა – 20 წლის განმავლობაში ცურვა როგორ ვერ ვისწავლეო და თუმცა ნაპირთან ახლოს კვარიათის მარილიანი წყლის დაგემოვნება მოვახერხე, მაინც მშურდა იმათი ვინც უვნებლად დააპობდა აშხეფებულ ზღვას. ადამიანებისგან განსხვავებით ამინდი საკმაოდ გულგრილად შეგვხვდა – ღრუბლები და ქარი არ მოგვაკლო…

პირველ საღამოს არანაირი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი და ორგანიზატორები უბრალოდ ფორმალური შეხვედრის მოწყობით შემოიფარგლნენ, სადაც ბლოგერებმა ერთმანეთი გავიცანით (მერამდენეჯერ?).

ღამე ყველამ თავისი გემოვნებისდა მიხედვით გაატარა (დიახ, დიახ! ).  ამ მშვიდი, თუ დამქანცველი (ვისთვის როგორ) ღამის შემდეგ დადგა პრეზენტაციებისთვის განკუთვნილი დღე და ჩვენ, ლეპტოპის (ალაგ-ალაგ კლავიატურის) რაინდები დიდი მართკუთხა მაგიდის გარშემო შევიკრიბეთ, რომლის თავშიც (სოც. მედიის მერლინებისა და მეფე არტურებისგან შემდგარი) ლეპტოპებითა და აიფონებით შეიარაღებული მრისხანე და ცინიკური ჟიური განლაგდა.

პროექტების განხილვისას ისევ დამიბრუნდა იმის შეგრძნება რა ქვეყანაშიც ვიმყოფები. მოსმენის კულტურა დღემდე გადაულახავ ბარიერად რჩება ჩვენთვის – ბლოგერები კი არა, ხანდახან თავად ჟიურიც ნორმალურად არ უგდება ყურს თეთრ ეკრანთან გამოსულ ორატორს…  ისე, როგორც უკვე ავღნიშნე, არ მომეწონა მონაწილეებისადმი ჟიურის დამოკიდებულება – ცემი აზრით იგი ზედმეტად დამცინავი და ნეგატიური იყო (შეგიძლიათ სუბიექტურობაში ჩამოთვალოთ).

სხვათაშორის ამ მინი კონფერენციაზე აჭარის ტელევიზიამ გააკეთა სიუჟეტი და ვისაც არ გინახავთ (თუკი მადლიანი ფეისბუქის წყალობით  ასეთები კიდევ შემორჩით ბლოგოსფეროს), შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა გამოგიტყდებით, ჩემი აზრით, იგი არც ისე ინფორმატიულია. საღამოს დავათვალიერეთ სარფის გამშვები პუნქტი, ნეიტრალურ მიწაზე შევაბიჯეთ და სურათებიც გადავიღეთ…

შემდეგ იყო რომანტიული ვოიაჟი წვიმიან ბათუმში, და ერთი შეხედვით ყველანაირ რომანტიკას მოკლებული, მაგრამ მაინც საოცარი იუსტიციის სახლი.  როგორც კი შიგ შევაბიჯე, მაშინვე Star Wars-ის პერსონაჟად ვიგრძენი თავი. ხელში ლაზერული ხმალი რომ მჭეროდა, უთუოდ დავიჯერებდი რომ ლუკ სკაიოუკერი ვარ. წარმომიდგენია, რამდენიმე წლის წინ რომ აეშენებინათ ეს დალოცვილი, შიგნით გადავიდოდი საცხოვრებლად…

ხუმრობა იქით იყოს და მართლაც თვალწარმტაცი შენობაა.  თექნიკურად უმაღლეს დონეზე აღჭურვილი  მნახველს უთუოდ გაახსენებს სიტყვებს ”მომავალი დღეს იწყება”…  როგორც ამბობენ, ყველა იურიდიული პროცედურის გონხორციელება, რომელიც აქამდე მხოლოდ ცალ-ცალკე სხვადასხვა დაწესებულებებში იყო შესასრულებელი, ახლა იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი.

შენობის სახურავზე შამპანურით და ულამაზესი ხედით გაგვიმასპინძლდნენ. რძისფერი ცა კოვზს ითხოვდა და სტუმრები უკვე მოიცა რომანტიკულმა განწყობამ, როცა ერთი მეტად სასაცილო, საინტერესო და მეცნიერულად ჩვენთვის ამოუხსნელი (აბა ვინ იცით ფიზიკა?) კურიოზი დაფიქსირდა – გოგოებს ბოლომდე დაუდგათ… (თმები რა თქმა უნდა). – როგორც კი ვიპოვი სურათებს, მაSინვე დავდებ 😀

Advertisements

11 responses

  1. დროზე წასვლა-წამოსვლის ამბავი მესიამოვნა რაღაცნაირად, მგონი გვეშველება მალე 🙂
    ხო, რაც შეეხება ზოგადად ამ დღეებს, რატომღაც ყველა მშრალად ყვება და დეტალების გარეშე, ზურიუსის ვიდეოები იყო ერთი 😀 ხოდა, შენგან უფრო საინტერესო დეტალებს ველოდი და ვნახოთ აბა გაგრძელებები 🙂

  2. “პირველ საღამოს არანაირი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი”>>> სარფის საბაჟო?

  3. ჟიურიში ძალზედ გულკეთილი ხალხი ვიყავით, მაგრამ ჟიურის ფორმატი ითხოვდა… 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s