ვუდუ თოჯინა

ის ჩემი პატარა ვუდუ თოჯინაა. მაგიდაზე ჩემს წინ დევს და ნაღვლიანი თვალებით სადღაც უსასრულობაში იყურება.

მის გვერდით ნემსები მაკრატლები და წამების სხვა იარაღები ალაგია. მისი მახინჯი, ხიდან გამოთლილი სახე არაფრის მთქმელია, სამაგიეროდ ეს წვრილი მხრები და ძალაგამოცლილი ხელები მორჩილების გამომხატველია. რატომღაც ძალიან მაგონებს ძველ ცოცხს, აი ცუდად რომ გვის ისეთს.

ყოველ წამს მინდა ნემსი გავუყარო, ან სანთელებით თმაზე ცეცხლი წავუკიდო – ის ხომ ვუდუ თოჯინაა, და წამებისთვისაა შექმნილი. თუმცა რაღაცა მაკავებს, მიშლის ხელს. არ იფიქროთ, რომ საქმე ამ თოჯინის პროტოტიპშია და მისდამი რაიმე გრძნობებით ვარ განსჭვალული, უბრალოდ როდესაც ამ ცარიელ, უღიმღამო თვალებს ვუყურებ, ჩემში სრულიად უადგილო სიბრალული იბადება.

თითქოს რა უნდა იყოს ამაზე ადვილი, აი იგი  საზიზღარი და დაუცველი აგდია ჩემ წინაშე და მე ისღა დამრჩენია საკადრისად მოვეპყრო. თუმცა არა, ხანდახან ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი რამ წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდება…

არც ისაა გამორიცხული, რომ ჩემს სიბრალულს გაცილებით უფროეგოისტური გრძნობები უდევს საფუძვლად. დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა, რომ  ძალიან შორს, ასეთივე  ძველ და გაცვეთილ მაგიდაზე ასვენია თოჯინა, რომლის პროტოტიპიც მე გახლავართ. სწორედ ისევე ვდევარ მისი მფლობელის სწორედ ხელისგულზე,  როგორც იგი ჩემსაზე.  მე ვგრძნობ რომ ნემსები მის მაგიდაზე ასევე უსაქმოდ ალაგია, როგორც ჩემსაზე და სანამ არ შევეხები, შემიძლია მეც მშვიდად ვიყო. რაღაცით საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს ვგავართ, თუმცა ჩვენს შორის ცივი ომი კი არა, არამედ ცივი მშვიდობაა… ალბათ როგორც ყველა სხვა დანარჩენი ამ ქვეყნად, ჩვენს ძალიან მსუბუქი წონასწორობის პირობებში ვარსებობთ, წონასწორობის, რომლის დანგრევაც ხელის ერთი მოსმით შეიძლება, თუმცა აშენებას წლები, ხანდახან  საუკუნეებიც კი სჭირდება…

როდესაც მსგავს რამეებზე ვფიქრობ, მეჩვენება, რომ ვუდუ თოჯინას სახე აღარაა ცარიელი. ყავისფერ ტუჩებზე, ირონიული ღიმილი დასთამაშებს, შავი თვალები კი დამცინავად უელავს. იგი თითქოს ჩემი უძლურებით ტკბება, და ამ დროს ისღა დამრჩენია, თავი დავიმშვიდო, რომ ის მეორე თოჯინაც ასევე დამცინავად უყურებს თავის მფლობელს…

P.S. ყველა პერსონაჟი და მოვლენა გამოგონილია, რეალობასთან ნებისმიერი შესაბამისობა კი უბრალო დამთხვევაა 😀

Advertisements

20 responses

    • რატო ბრრრ? ძაან ყოფითი სიტუაციაა მგონი :დ ყოველდღიურობასთან ახლოს მდგომი ^^

      • დამაჟრჟრიალა.იმიტომრომ ვიცი რას ნჳშნავს ეს.. რას ნიშნავს სხვისი “ვუდუ თოჯინა” იყო.. უფ…. ბრრრრრ მაინც

  1. არადა რა საყვარელია ეს ვუდუ თოჯინები 😀 ოღონდ მართლა 🙂
    პოსტთან დაკავშირებით კი მინდოდა რამდემინე ფრაზა მეთქვა, მარა არ არი რეალურიო და… 😀
    ხოდა, მარტო იმას ვიტყვი, რომ მომეწონა 🙂

    • მარტივად გიპასუხებ, გმადლობ თქო ^^ პოსტი ნამდვილად არ არის რეალური, და თურმე კაია, რომ მივუთითე ეგ :დ

  2. ერთი შელოცვა უბდა მასწავლოს ვინმე და დავიწყებდი მერე მაგ თოჯინის გამოყენებას 🙂

  3. ” თუმცა ჩვენს შორის ცივი ომი კი არა, არამედ ცივი მშვიდობაა… ალბათ როგორც ყველა სხვა დანარჩენი ამ ქვეყნად, ჩვენს ძალიან მსუბუქი წონასწორობის პირობებში ვარსებობთ,”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s