ომიდან თეატრამდე

ეს იყო დიდი ბრძოლების დრო, როდესაც ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს ეპიკური ბრძოლების მოწმე ვხდებოდი. გლადიატორების დაპირისპირება ჩემში აღტაცებას იწვევდა. ფილმებისა და ზღაპრებისგან განსხვავებით, იგი რეალური იყო და მასში მონაწილეობას არა გამოგონილი პერსონაჟები, არამედ რეალური ადამიანები იღებდნენ.  ეპიკურობისდა მიუხედავად,  წარმოდგენები საოცრად გავდა რეალურ ცხოვრებას – საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად, ეს გმირები აღწევდნენ ნანატრ გამარჯვებას.

მახსოვს, 1999 წელს პირველად ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგას და 8 წლისამ ვღვარე ცრემლები, გენიალური და დრამატული ფინალის დასასრულს, როდესაც მანჩესტერმა ბოლო დამატებულ წუთზე ორი გოლი გაუტანა ჩემთვის უკვე მაშინ საყვარელ მიუნხენის ბაიერნს…

უშუქობისა და უფულობის ჟამს, ფეხბურთი იყო ფაქტობრივად ერთადერთი წყარო, რომელსაც შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში რომანტიკა და ზღაპრულობა. ოლივერ კანი, შტეფან ეფენბერგი, ზინედინ ზიდანი – ისინი ჩემთვის არ იყვნენ უბრალოდ სპორტსმენები,

არა. ისინი ხორცშესხმული მითები იყვნენ, როგორც აქილევსი, ჰერაკლე და ოდისევსი. უბრალოდ მათი გმირობები, რომელთაც მე პირდაპირ ეთერში ვუცქერდი, როგორც უკვე ავღნიშნე, სრულიად რეალური იყო, თუმცა რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც ზღაპრული და მითიური. მიჭირს ამის ახსნა,

და ალბათ შეიძლება ყველაფარი პატარა ბავშვის მეოცნებე ტვინს გადავაბრალოთ, რომელიც  ბნელ და უიმედო სამყაროში ეძებს რომანტიკას…

წლების განმავლობაში მე ისევ ვუყურებდი ფეხბურთს – დრამატულ მატჩებს, ბრძოლის ჟინითა და დამარცხებასთან შეურიგებლობით აღსავსეს, თუმცა  ვიზრდებოდი და ნელ-ნელა მიჩნდებოდა ახალი ინტერესები, ახალი გატაცებები. იცვლებოდა ფეხბურთის მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში. ზოგი ფეხბურთელი ჩემთვის სამაგლითო იყო,  ზოგი პირიქით გასაკიცხი, მაგრამ ყოველთვის ფეხბურთი უბრალოდ თამაშზე მეტი იყო. თუმცა ბოლო დროს, ნელ-ნელა და შეუმჩნევლად მდგომარეობა შეიცვალა. ჩემმა ბავშვობის გმირებმა მიყოლებით დაასრულეს კარიერა და ასპარეზზე ახალი სახეები გამოჩნდა. ნამდვილად არ ვარ მსოფლიო დონის ექსპერტი, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, ისინი გაცილებით უფრო გვანან მსახიობებს, ვიდრე მეომრებს. მათ ახლა ხელში ხმლის მაგივრად მარაო უჭირავთ, რომლის ქნევითაც მოწინააღმდეგეს აბრუებენ…

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მორიგი ფინალი გაიმართა. როდესაც ვუყურებდი, რა სტილში და რამხელა უპირატესობით ამარცხებდა ბარსელონა მანჩესტერს, ერთი მეტად საინტერესო რამ გავაცნობიერე. ყოველთვის ძალიან აგდებულად ვეკიდებოდი მოხუც ადამიანებს, რომლებიც იძახდნენ – აქაოდა, ჩემ დროს ასე იყო და ისეო, ეხლა კი რა ხდებაო. გუშინ კი მე თვითონ დამებადა ამის თქმის სურვილი. საქმე იმაშია, რომ როცა ცხოვრებაში ხედავ რაღაც კარგს, რაც ძალიან მოგწონს,  მას ძალიან ეჩვევი და როდესაც ეს კარგი იცვლება, (არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც უკეთესობისკენ იცვლებოდეს) შენ გაკლია ის ძველი, რადგან იგი უკვე მშობლიურივითაა შენთვის. არავინ არ თამაშობდა ისეთ ჯადო და არტისტულ ფეხბურთს, როგორსაც გუშინ ბარსელონას ფეხბურთელები აჩვებენდნენ, თუმცა ჩემთვის გაცილებით ახლო ის ორთაბრძოლებით სავსე თამაშებია, ბავშვობაში ხორცშესხმულ მითებს რომ მაგონებდა…

ერთი კია, 1999 წელს, დრამატული ფინალის ნაცვლად, რომელსაც აწ გარდაცვლილი გენიალური რუსი კომენტატორი მასლაჩენკო ახმოვანებდა, (და რომლის სიტყვებიც «Вот так выигрываются великие битвы!» სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება,) მე რომ ბარსელონას გუშინდელი დომინირება მენახა, არველაძის ”საოცარი” კომენტარითურთ, ფეხბურთი ნამდვილად ვერ დაიკავებდა 8 წლის ბიჭუნას გულში იმ ადგილს, დღემდე რომ უკავია…

1999 წლის ფინალის დაუვიწყარი წუთები

Advertisements

6 responses

  1. აღვფრთოვანდი პოსტით, ყველაფერში გეთანხმები. ჩემთვის ყველაზე მაგარი ხანა ფეხბურთში ზუსტად ეფენბერგისა და კანის ხანა იყო, თამაში მადრიდში, როდესაც ბაიერნმა 2:1 მოიგო, ფინალი ვალენსიასთან. პენალტები, ნერვიულობა, ეფენბერგის გაცოფება და სრულიად გეთანხმები დღეს ის ნამდვილად აღარ არის რაც იყო. მახსოვს სებასტიან დაისლერი ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში დაიმტვრა და მოედნიდან, რომ გაყავდათ ცხარე ცრემლით ვტიროდი, ვიცოდი, რომ ძალიან მძიმე ტრავმა მქონდა, ჰოდა დიდი ხანია არც მე მქონია ასეთი შეგრძნება. თუნდაც ბაიერნის ძველი შემდაგენლობა რეალს რომ ეთამაშებოდა ხოლმე, ეს ერთ რამედ ღირდა, ოუენ ჰარგრეივსმა თავში ბურთი, რომ მოირტყა და მოცელილივით რომ დაეცა, რეალის სათადარიგოებში მჯდომი მაკმანამანი, რომელიც მეცოდებოდა, მენდიეტა ვალენსიას კაპიტონობიდან ლაციოს ჭაობში, რომ დაიკარგა… ეეეჰ. ჩემი მეგობარი რომელიც რეალის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო, მე ბაიერნის (რაღა თქმა უნდა) და თამაშის დაწყებამდე ერთმანეთს ვურეკავდით და ლამის ვლანძღავდით ხოლმე. ძალიან მაგარი იყო, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი კარგი რამ გამახსენდა და სრულიად გეთანხმები ეს ფინალი ადრინდელი ფინალების პაროდიადაც კი არ გამოდგებოდა 🙂

    • ჰო რააა :დ ფეირ პლეი იციან ამათ მარტო ^^ ჟინს ვეღარ ვხედავ :შ ეჰ, მაგარი დრო იყო… უმაგრესი კაცი მენდიეტა :შ 2005 წლის მერე ნორმალური ფინალი აღარ ყოფილა :შ

  2. მთელი თამაში მხოლოდ მესის ვხედავდი. ვაიმე კომენტატორები გენიალურები გვყავს….. “რომანტიკა” მომეწონა ძალიან
    ნუ მისტირი წარსულს სააან…. და ისე ხოო, როგორც ყვიროდა კომენტატორი ნამდვილი ფინალი არისო, ამას ვერ დავეთანხმებოდი, პირველივე გოლის გატანის შემდეგ მანჩესტერი მოკვდა და უაზროდ დასდევდა ბურთს (უხ ზოგიერთი როგორ მომკლავს ამ სიტყვებისათვის). და ბარსაც არ იყო იმ დონეზე… უბრალოდ გაგიჟებული მესი დრბოდა იქით–აქეთ…. მანჩესტერისგან და თუნდაც რუნისგან უფრო მეტს ველოდებოდი. ნუთუ მართლაც დადგმული სპექტაკლი იყო ეს ყველაფერი .. ეჰ

    მარა.. вся наша жизнь – ИГРА!!!

  3. ახლაც მაჟრილაებს სიამოვნებისგან ამ კადრების ყურებისას

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s