მოხუცი სახლების სოფელი (ნაწ.2)

წინა პოსტი

”თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, ფეხბურთზე ფანატიურად შეყვარებული. შემდეგ გატაცება პროფესიაში გადაიზარდა. მთელი გულით ვთამაშობდი და შესაბამისად შედეგიც მქონდა. შემდეგ ცოლი მოვიყვანე, შვილი გამიჩნდა და ამიერიდან დროის განაწილება ფეხბურთსა და ოჯახს შორის მიწევდა. 28 წლის რომ ვიყავი მყესები გამიწყდა და კარიერის დროზე ადრე დასრულება მომიხდა.

მას შემდეგ ყველაფერი აირია. უფეხბურთოთ არ შემეძლო, მაგრამ ოჯახიც მყავდა სარჩენი, ჰოდა მწვრთნელობა გადავწყვიტე.  სულ მალე აღმოჩნდა, რომ საამისო ნიჭი არ გამაჩნია, ამასობაში კი ჩემი შვილი იზრდებოდა. დიდი ხანი არ ვნებდებოდი, ერთი სამოყვარულო გუნდი ჩავიბარე, შემდეგ მეორე, თუმცა უშედეგოდ.  სახლიც კი გავყიდეთ და პატარა ბინაში გადავსახლდით, იმის გამო რომ ჩემს ოცნებაზე უარს ვერ ვამბობდი…

ბოლო-ბოლო დარაჯად დავიწყე მუშაობა და ლუკმა პურის ფული ვშოულობდი. შვილმა ჩემსავით ფეხბურთელობა მოინდომა და ჩემზე ბევრად ნიჭიერიც აღმოჩნდა. 18 წლის რომ გახდა, პროფესიონალური გუნდშიც კი აიყვანეს. თუმცა სულ ცოტა ხანში საბჭოთა კავშირი დაიშალა, შემდეგ სამოქალაქო ომიც დაიწყო და ფეხბურთისთვის აღარავის ცხელოდა. ჩემი ბიჭი მოსკოვის ერთ-ერთ გუნდში დაპატიჟეს, ისიც რა თქმა უნდა დათანხმდა, აბა ამ ღვთისგან მივიწყებულ ქვეყანაში ხომ არ დარჩებოდა. წაიყვანა დედა და წავიდა. მე თბილისში დავრჩი, არ იფიქროთ რომ არ ვუყვარვარ ან რაღაც, უბრალოდ ადგილი არ ქონდა თავიდან. თან მეც არ მინდოდა საქართველოდან წასვლა. შვილი მეხმარებოდა და ზაფხულობით ჩამოდიოდა. მისი ცხოვრება მაინც ისე წარიმართა, როგორც ოცნებობდა, მე კი დაახლოებით ხუთი წლის წინ გადვაწყვიტე ქალაქი დამეტოვებინა. სიბერეში ეგრე იცის, იღლება ადამიანი ხმაურისგან და სიმშვიდისკენ ისწრაფვის. ჰოდა გავყიდე ის პატარა ბანა და გამოვბარგდი აქ. ამ სახლის პატრონი უცხოეთში მიდიოდა, ეს სახლი მაინც უპატრონოდ ედგა და იაფად მომყიდა. ეხლა ნელ-ნელა რემონტსაც ვაკეთებ.”

მოხუცმა ხელებს შლის და გვიღიმის, სულ ეს იყოო. ყავის სმას ვამთავრებთ, ვიბარგებით და წასასვლელად ვემზადებით, პატრონი კი ჩვენი გაცილების სურვილს გამოთქვამს. შუაგულ სოფელში სხვა მკვიდრებს ვეფეთებით, რომლებიც მოხუცს ზიზღით აღსავსე მზერებს ესრვიან, თუმცა საკმარისია რომელიმე მათგანს თავისი ამაყი წაბლისფერი თვალები, მაშინვე სხვაგან იყურებიან. თვით, ომახიანი ”დედისმტყვნელიც” კი…

ვინ თქვა, ჯოჯოხეთი მხოლოდ სიკვდილის მერეაო. ეს მოხუცი კაცი, რომელმაც ახალგაზრდობა მხოლოდ საკუთარ თავზეფიქრში გაატარა, ცხოვრებაშივე დაისაჯა საკუთარი ეგოიზმის გამო. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯოჯოხეთი საკმარისი იქნება მისი ცოდვების გამოსასყიდად, მისი სახლი, ხომ ერთადერთი იყო სტუმართმოყვარე ამ ღვთის თვალისგან მიმალულ სოფელში…

Advertisements

7 responses

  1. ახლა მართლა კაი რა!.. “მისი ცოდვების გამოსასყიდად” ძალიან ცუდად ჟღერს. მერე რა, რომ მიზანი და ოცნება ჰქონდა და მისკენ მიისწრაფვოდა სანამ შეეძლო? ეს არ ნიშნავს რომ ოჯახი ფეხებზე ეკიდა და მარტო საკუთარ თავზე ფიქრობდა. ძლიერი პიროვნება ყოფილა და ყოჩაღ!..
    სხვაგვარად რომ ეცხოვრა შეიცვლებოდა რამე? თან როგორც ჩანს, არც ოჯახი იყო დიდად წინააღმდეგი, ანუ ხელს უწყობდნენ და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც შეიძლება ვიფიქრო, რომ დიდი ცოდვა აქვს და უნდა გამოისყიდოს.

    მეზობლები კიდე ბოროტი ხალხია, ვერ იტანენ ერთადერთი კაი სახლი რომაა სოფელში და ისიც მარტოხელა კაცს ეკუთვნის. თან ესეც არ შედის კონტაქტში და უფრო არ მოსწონთ. არ უნდა კაცს სხვებთან ურთიერთობა, მერე რა? ვახ!.. სადღაციდან მოსული ხალხი მიიღო და გაუმასპინძლდა და მეზობლების მიმართაც არ იქნება ცუდად განწყობილი, თვითონ მეზობლები არიან ბოღმიანები!..

    • ჰოდა ზუსტად მაგიტომაა ეგ ცოდვების გამოსყიდვა ბოღმიან მეზობლებთან ერთად რომ უწევს ცხოვრება ^^

      • ანუ მაგ ლოგიკით ყველას, ვისაც ბოღმიანი მეზობლები ჰყავს. დიდი ცოდვები აქვს ცხოვრებაში? 😀 😀
        დაანებე მაგ კაცს თავი და შენს ფილოსოფიურ მსჯელობას ნუ მახვევ თავს თუ შეიძლებოდეს 😀

    • გვირილა გეთანხმები აბსოლიტურად! ყველა ჩვენგანს გვაქ ჩვენი ოცნებები და ყველას აქვს ამის უფლება.. თავისი ოცნებებისთვის ოჯახი არ შეუწირავს ყოველშემთხვევაში და როცა დაჭირდა,დარაჯადაც დაიწყო მუშაობა (უიი,ეს ”დარაჯადაც” რაღაცნაირი სიტყვაა 😀 )

      მე თბილისში დავრჩი, არ იფიქროთ რომ არ ვუყვარვარ ან რაღაც, უბრალოდ ადგილი არ ქონდა თავიდან…. 😦 რაღაცნაირად..

  2. და შენ არ იცი, რომ ქმედება ყოველთვის უკუქმედების ტოლია? ანუ ყველა იღებს იმას რისი ღირსიცაა ^^

    • აგრესიის გარეშე… 🙂 ვხუმრობ:) .. სამწუხაროდ ეს ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ხშირად იმას ვიღებთ რაც არ დაგვიმსახურებია და არ შემედავო.. 🙂

  3. მე არ ვთვლი ამ კაცს ეგოისტად…შემეცოდა, თანასოფლელნი რომ ასე იგდებენ… : (

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s