”მოხუცი” სახლების სოფელი

დასაწყისი – წინა პოსტი

პატარა სოფელი მწვანე მთებს შორისაა მიმალული. ძველი სახლები კურორტზე დასასვენებლად წასულ მოხუცებს გვანან

. აქეთ-იქით გადახრილები ისინი თითქოს საოცარ დაღლილობას გამოხატავენ – გადამძვრალ საღებავებს მიღმა მოჩანს ბზარებით დანაოჭული ძველისძველი ფასადებზე, მათი ფანჯრების მზერა უიმედოდაა მიშტერებული სადღაც შორს. მათ შორის არანაირი სიახლოვე არ შეინიშნება, თითქოს ერთმანეთს არ იცნობენ და ცდილობენ ერთმანეთისგან რაც შეიძლება მოშორებით განთავსთდნენ. სოფელში სრული სიჩუმე სუფევს, რომელსაც მხოლოდ  ჩიტების მორცხვი ჭიკჭიკი არღვევს. პატარა, გასაშრობად განწირული მდინარე, ავადმყოფი ბავშვივით ჟრიამულობს.

შუაგულ სოფელში ვდგავართ და ინტერესით ვიცქირებით გარშემო. ან ვერავინ გვხედავს და არავის ვაინტერესებთ, ან იგი უბრალოდ უკაცრიელია – იდეალური ადგილი პოსტაპოკალიფსური დედამიწის შესახებ კინოს გადასაღებად , თუმცა არც საშინელებათა ფილმს გააფუჭებდა ეს მელნისფერი ცა და დამთრგუნველი უბალახო მიწა. უცებ მოშორებით ჩნდება მუქი სილუეტი, რომელიც ნელა მოიწევს ჩვენსკენ. მისი ნაბიჯები იმდენად გროტესკულია, რომ სავსებით შეიძლება ზომბი აღმოჩნდეს. თუმცა მოახლოვებისას ირკვევა რომ სახის კანი არ გახრწნია, და თავადაც ცოცხალ ჰომოსაპიენსთა რიცხვს განეკუთვნება.

ჩვენ ვეკითხებით, სოფელში სადმე ღამის გასათევი ადგილი ხომ არ ეგულება. იგი ჭაღარა თავს გვიკრავს და გვეუბნება, აქ ერთი მილიონერი ცხოვრობს და იმასთან მიდითო.  სახეზე სტუმართმოყვარეობის ნატამალიც კი არ აწერია. ცივი ცისფერი თვალები ყველაზე მეტად ყინულებით დაფარულ ზღვას გავს.

-ჰო, და კიდევ, აუცილებლად მითხარით, ფული თუ გამოგართვათ. მაგის, დედა უნდა მოვსტყნა. კრისა ეგა. სოფლის შავები შევიკრიბებით და სიფათს ავალეწავთ. მილიონერია და სოფლისთვის რა გააკეთა? აი ამ ბილიკს მიყევით და ბოლოში მარჯვნივ შეუხვიეთ. მე უბრალოდ სახლს ვერ დაგილაგებთ, ჩემ გემოზეა და ვერ ავრევ. ეგრევე შემატყობინეთ, ფული თუ გამოგართვათ, მე მაგისი…

გახუნებულ ბილიკს, რომელიც გაუცხოვებულ სახლებს შორის იკლაკნება, სოფლის ბოლოში მივყავართ, იქ მთის კალთასთან განიერი ორსართულიანი სახლი დგას. მისი გამომეტყველება სხვებისაზე ოდნავ სტუმართმოყვარეა. პირველი სართული აგურითაა ნაშენები და პატარა ეზოში მწვანილი ხარობს. მეორე სართული კი ნამდვილად შეესაბამება სოფელს, მასავით რუხი და უიმედობაში ჩაფლულია. თუმცა სახლი ჩაკეტილია, და ”მასპინძელო”-ს ძახილს არავინ ეხმაურება.

აი ახლომახლო სოფლის კიდევ ერთი მკვიდრი ჩნდება,  ის გვიამბობს, თუ რამდენად უჟმურია აგურის სახლის პატრონი, როგორ არ ართვევინებს ზაფხულობით მუსიკას სოფლის ახალაგზრდა მკვიდრებს, რომ მისი შვილი მოსკოვში ცხოვრობს და ბევრ ფულს უგზავნის, მილიონერია ეგ შობელძაღლი – ასკვნის ჟღალთმიანი ბიჭი და თავის გზას მიყვება.

აი უკვე ნახევარი საათია, რაც სახლის პატრონს ველოდებით. ქარს მთიდან ყვავილების სურნელი ჩამოქვს, კი ბარგი ბალახში დაგვიწყვია და სუნით დამთვრალნი მზეს ვეფიცხებით, რომელიც დრო და დრო ჩნდება ღრუბლებს შორის.

-გამარჯობა თქვენი, ახალგაზრდებო! – გვესმის უცებ ძლიერი ხმა. ვტრიალდებით და წელში ოდნავ მოხრილ მოხუც კაცს ვხედავთ.

მას წაბლისფერი, ამაყი, მამაკაცური თვალები აქვს. ოდნავ ჭაღარაშერეული შავი წარბები თაღებს მიუგავს. განიერ მხრებსა და გარუჯულ ხელებში ძალა იგრძნობა. გრძელ თითებზე მიწა აქვს მიმხარი, ზურგზე კი კარტოფილის ტომარა ჩამოუკიდია.

-აბა რითი შემიძლია დაგეხმაროთ? – გვეკითება იგი და ერთი ამოსუნთქვით დებს კარტოფილის ტომარას ბალახში.

ჩვენ ვუხსნით რომ ღამის გასათევ ადგილის ვეძებთ და მისი სახლი მიგვასწავლეს.

მოხუცი სევდიანად იღიმის და გვეუბნება – კარგი, წამომყევითო.

აგურის სახლი თითქმის ცარიელია, აშკარად ეტყობა რომ პატრონი აქ მარტო ცხოვრობს. ერთი საწოლი, ერთი კარადა, პატარა ტელევიზორი და რკინის მაცივარი – სულ ესაა მისი ინტერიერი. ერთი დიდი ცარილიე ოთახი მაქვს, თუ გინდათ იქ განთავსდით.

ჩვენ ამაზე უარს ვეუბნებით, და წასასვლელად ვემზადებით.

-ერთი წუთით – მასპინძელი – ყავას, ხომ არ მიირთმევთ? თან ვიცი, ჩემზე ბევრ რამეს გეტყოდნენ და არ მინდა ცუდი იფიქროთ.

მოხუცი ყავს გვისხამს და მოსაყოლად ემზადება…

გაგრძელება შემდეგ პოსტში…    

Advertisements

5 responses

  1. ამისთვის ერთი მკითხველი დაგაკლდება მალე!!! მოიტანა ინტრიგა რა!
    კარგად იკითხება შენი პოსტები და მოცულობას მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მერე ეფექტი იკარგება. თუ ინტრიგისთვის აკეთებ ამას, შეგრცხვეს!
    ახლა რაც შეეხება კონკრეტულად პოსტს, კაი იყო ნამდვილად. ის ძველი ბიჭი რა როჟაა, მოვკვდი სიცილით 😀 😀 ისე, ასეთ სოფელში წავიდოდი ცოტა ხნით 😀

    • კაცო, ძალიან ბევრია და ვცდილობ მკითველი ზედმეტად არ დავტვირთო :დ არ გირცევ მაგ სოფელში ჩასვლას :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s