მაღლივური ესკიზები (ნაწ. 3)

გამოცდები დიდი ხანია შიშის ზარს სცემს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეს ის დროა, როდესაც ისინი თავად გრძნობენ როგორია სწავლობდე  მორდორში მაღლივში და ყოველდღე ტრიალებდე ამ, არც თუ ისე სასიამოვნო ატმოსფეროში.

წელიწადში ორჯერ  ჯავახიშვილის ყველა დანარჩენი ბედნიერი სტუნდეტი ადის  იმავე გოლგოთაზე, რაც ჩვენ.  გამოცდის დაწყების წინ, ისინი აშკარად გამოირჩევიან ბედს შეგუებულ მორდორელთა მარლიველთა ფონზე – ზოგს გაკვირვება დასთამაშებს სახეზე, ზოგს ზიზღი. ზოგი აქაც არ უშვებს ხელიდან კონსპექტებს, რომლებშიც გამოცდის წამრატებით ჩაბარების საიდუმლო იმალება.

მგონი წინა ორ პოსტში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე და ავღწერე ცოდნის ეს ნათელი ტაძარი, ასე რომ აქ აღარ შევჩერდები…

მაშ ასე, გამოცდები. სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, აქ  ჩაბარება-არ ჩაბარების საკითხი, მართლაც რომ თქვენს ცოდნას ეფუძნება. გადაწერა იმდენად რთულია, რომ მხოლოდ ერთეულების ხვედრი თუა, და მინდა გულწრფელად ვაღიარო, ვინც მოიფიქრებს ხერხს, როგორ მოატყუოს  დამკვირვებლების ტყავში შენიღბულ ცერბერებს, ნამდვილადაა მაღალ ქულის ღირსი. თუ მზად არ ხართ, მაგრამ მაინც მაღალი შეფასებისკენ მიგიწევთ გული, მართლაც რამე არაორდინალურის მოფიქრება გმართებთ. ძალაუფლების ბეჭედის შპარგალკის გამოყენება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თუმცა კი მაინც იწერენ, ნამდვილად იწერენ – ამას წინათ ჩემმა მეგობარმა, ორი გამოცდა ისე გადაწერა თავიდან ბოლომდე, რომ ეჭვიან დამკვირვებელს ყურიც კი არ დაუბერტყავს.   მჯობნს მჯობნი არ ელევაო…

ჯავახიშვილის გამოცდები უთუოდ გაგახსენებთ ეროვნულებს. ზუსტად იგივე სიტუაციაა, სექტორების მიხედვით განაწილება, ჩანთების ჩაბარება და ასე შემდეგ.  თითქოს ბრუნდებით წარსულში და აი ისევ აბიტურიენტი ხართ. საკმაოდ არაერთგვაროვანი შეგრძნებაა, არა?

თავად გამოცდა საგამოცდო ცენტრის უზარმაზარ აუდიტორიებში ტარდება, სადაც მერხების ჯარში პოულობთ თქვენთვის განკუთვნილ ადგილს, რომელზეც მოგიწევთ 2 საათის განმავლობაში იბრძოლოთ მაღალი ქულისთვის (ან ბარიერის გადასალახად).

ჩატარების პროცესიც ძალიან წააგავს ავად(ან პირიქით)სახსენებელ ეროვნულებს. დამკვირვებელთათვის თქვენ უბრალოდ ნომერი ხართ, რომელიც მაგიდაზე გიდევთ, ამ ნომრის შესამაბისად მოგმართავენ, ისიც შენიშვნის მოცემის შემთხვევაში. შენიშვნებს კი, საკმაოდ უხვად იძლევიან. ნამდვილად ცდილობენ თავისი საქმე კეთილსინდისიერად შეასრულონ, თუმცა კი ეპარებათ დროდადრო ”მოყომარების” ფაქტები.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდის მსვლელობის დროს, თქვენ არ გაქვთ მერხის დატოვების უფლება. თქვენი მონა-მორჩილი საჭიროებდა ცოტა ხნით საპირფარეშოს მონახულებას, რაზეც დამკვირვებლისგან კატეგორიული უარი მიიღო. ახალგაზრდა გოგო იყო, და თავიდან მომეჩვენა, რომ ეგ მისი მხრიდან ნაძალადევი იუმორის გამოვლინება იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ სულაც არ ქონდა სახუმაროდ საქმე. არც მე მქონდა სახუმაროდ, ამიტომაც მალევე მომიწია გამოცდის დატოვება…

თუმცა ამასაც თავის ახსნა აქვს – ისინი სტუდენტების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. არანაირი გარანტია იმისა, რომ მორდორის მაღლივის საპირფარეშოდან უვნებელი გამოხვალთ არ არის. როგორც ერთმა, გონებამახვილმა სტუდენტმა აღნიშნა, მაღლივის ტუალეტის ჰაერი სასიკვდილოდ მავნებელია ადამიანის ფილტვებისთვის, თუმცა ამაზე დაწვრილებით შემდგომ პოსტში…

Advertisements

15 responses

  1. გაასწორა… ანუ იმის თქმა გინდა,რ ომ კარგია, რომ MBA–ზე მანდ არ ჩავაბარე?

  2. ო, ბოჟე!.. შემდეგ პოსტში ტუალეტზე უნდა ისაუბრო? :-O 😀

    ერთი მანახა ეს მაღლივი რა 😀

      • შავ პიარს უწევს სანი, თან შავი პიარი უფრო დამაინტრიგებელია და ხალს სურვილს აღუძრავ მივიდნენ და ნახონ :))))

    • არ გირჩევ, გვირილა 🙂
      ვინც ნახა, ყველა იმედგაცრუებული დარჩა… და შენ თუ გაგიმართლა და არ გქონია შეხება, ჯობია, არ დაიმახინჯო ახალგაზრდობა 🙂

  3. 😀 რამდენი ვიცინეე… შენმა ესკიზებმა კარგად გამამხიარულა. :)))) არ მქონდა ბედნიერება მაღლივის ტუალეტის ხილვის, ჰოდა დაველოდებ მომდევნო პოსტს :))

  4. ”გადაწერა იმდენად რთულია, რომ მხოლოდ ერთეულების ხვედრი თუა, და მინდა გულწრფელად ვაღიარო, ვინც მოიფიქრებს ხერხს, როგორ მოატყუოს დამკვირვებლების ტყავში შენიღბულ ცერბერებს, ნამდვილადაა მაღალ ქულის ღირსი.”

    * * *
    იეეეიი… :დ
    თავში ამივარდა. :დ

    მაღლივიი.. ❤
    :დდ

    • ვახ, ტრადიციული მეთოდებით გადაწერე? :დ თუ რამე ორიგინალური მოიფიქრე? :დ

  5. ჩემი მაღლივი ❤ ძლივს მოვშორდი მაგ გილიოტინას :D:D:D ისე შარშან ჩემი ჯგუფელი გოგო ამხილეს გადაწერაში და იმდენად კარგად ჰქონდა ეს საქმე შესრულებული რომ ჩაუთვალეს 🙂 მერე მთელი წელი ასე აბარებდა და სულ ბოლო გამოცდაზე მას შემდეგ რაც დაწერილი თაბახების ხროვა ჩააბარა, კარში გასვლისას ჩამოუვარდა მიკროფონი. ბედის ირონია იყო და დადგა და იცინა სხვა რა გზა იყო 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s