მაღლივური ესკიზები (ნაწ.2)

”და მოიწია ჟამმან და მივიდა ფროდო მორდორისა კარიბჭესთანა და თან ჰქონდა ბეჭედი ძალაუფლებისა”

ბეჭდების მბრძანებელი

ორკების რაზმები მორდორის კარიბჭესთან დაძრწიან, რუხი კედლები კი უმიდობითაა გაჟღენთილი. საურონის ყოვლისმჭვრეტელი თვალი აქეთ-იქით იქცირება, თქვენდა გასაკვირად ამჩნევთ რომ იგი რკინისფერ ჯავშანშია ჩასმული. თქვენი მიზანი მორდორის შუაგულშია, თუმცა იქ მისაღწევად ორკების მთელი ჯარი უნდა გაიაროთ და არც ერთგული სემი გყავთ ახლომახლო. ბევრჯერ წაგიკითხავთ და გინახავთ ბეჭდების მბრძანებელი, თუმცა ფროდოს როლში პირველად აღმოჩნდით, და მხოლოდ ეხლაღა აცნობიერებთ რა არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფილა საწყალი ჰობიტი.  ჩანთაში ძალაუფლების ბეჭედი გიდევთ, რომელსაც სხვანაირად შპარგალკა ეწოდება და შუამიწეთის ხსნის ერთადერთ იმედათ გესახებათ. თუმცა, რაღა თქმა უნდა მისი მორდორში შეტანა არ იქნება ადვილი – აი შავ უნიფორმაში გამოწყოვილი ორი ტროლიც მოჩანს, ისინი მორდორის კარიბჭესთან პატრულირებენ და იმაზე ზრუნავენ, რომ იქ შემთვევით არ შეაღწიონს ვინმე ჰობიტმა.

მუქი ცა და ცივი ქარის რისხვაც თითქოს ცუდ წინათგრძნობად გევლინებათ…

დიდი გაჭივრებით თქვენ უსხლტებით ორკებს და ბნელ კარიბჭეს უახლოვდებით.

ტოლკიენისდა მიხევდით,მორდორი ძალიან მაღალია, თუმცა წაკითხული და საკუთარი თვალით დანახული, რომ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ამაში კიდევ ერთხელ  რწმუნდებით.

თქვენ მიაბიჯებთ ჩაბნელებულ კოშკში და უახლოვდებით ზევით ამავალ კიბეს,  იქ კიდევ ერთი პატრული გელოდებად. ასე წვალებ-წვალებით თქვენ უნდა ახვიდეთ მაღლა, სადაც შეძლებთ ბოლო-ბოლო ძალაუფლების ბეჭედი გამოიყენოთ, და ბიზნესის გამოცდა ”მოაყომაროთ”. თუმცა  თავად მორდორის შუაგილშიც კი ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან იქ ერთი კი არა, არამედ ბევრი გორლუმია, რომლებიც ბეჭდებზე და მათ მატარებელ ჰობიტებზე ნადირობენ…

Advertisements

5 responses

  1. ძალიან ვიხალისე, ყველაზე სახალისო პოსტია მინდა გითხრა :)) მომწონს სენი იუმორის გრძნობა.. და სიმართლე გითხრა, იუ არ რაით, მართლაც რომ ჰგავს ^_^

  2. დღეს მე და კნუტი გახსენებდით მაღლივში :დ იქ როგორ დადიხარ, თუნდაც კვირაში ერთხელ :შ მეგონა აზვიადებდი :შ

  3. აუ, ახლა შემეცოდე 😀 რავა მიგრუზულხარ შენ ამ ერთი ცალი მაღლივის გამო, უჟას!.. 😀
    ისე, “ბეჭდების მბრძანებელთან” შედარება მომეწონა, კარგად გიწერია 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s