მაღლივური ესკიზები (ნაწ. 1)

იგი პლატოზეა გაშენებული, გარს დაუმთავრებელი შენობები არტყავს, ახლომახლო კი  ახლადგაშენებული სასაფლაოა განლაგებული. რუხია და აშკარად აფრქვევს რუხსავე აურას (შეიძლება შემომედავო, ჩემი მკითხველო, აურა აბსტრაქტული რამააო, თუმცა ეს მხოლოდ იმის მაუწყებელი იქნება რომ შენ იგი არ გინახავს). აქ მოხვედრილები, თითქოს დროის მანქანაში ჩასკუპებულანო, ეფლობიან არც თუ ისე შორეულ წარსულში, როდესაც დაიწერა ერთ დროს პოპულარული სიმღერა ”ქვეყანაშია ფერები მუქი”. ეგ კი არა, მის მიმდებარე ტეროტორიაზე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის შეტანა ორმაგად სახიფათოა, რადგან ნერვიულ ადამიანებს, ეგზომ დამთრგუნველი სანახაობის შემხედვარე შეიძლება წაუცდეთ კიდეც მისკენ ხელი.  ამინდიც თითქმის ყოველთვის შესაბამისია და მხოლოდ იშვიათად თუ გამოაჭყიტავს მკრთალი მზე.

პირველად თუ მოხვედით, და თუ თქვენ საუბედუროდ ბოლო წვიმის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, უთუოდ ამოისვრებით ტალახში, რადგან გაუგებარ მიზეზათა გამო ასფალტი მხოლოდ ალაგ-ალაგ აგია. მხოლოდ დროთა განმავლობაში, შუა საუკუნეების მოგზაურის  მსგავსად  გაიკვლევთ თქვენს არც თუ ისე სანუკვარ მიზანთან მიმავალ შედარებით უსაფრთხო გზებს.

რომის დარად აქ მოხვედრა საკმაოდ ადვილია, ვინაიდან ქალაქის ყველა კუთხიდან უწყვეტლივ მოედინება სხვადასხვა სახის ტრანსპორტი და მსურველთა ადგილზე დროზე მიყვანას უზრუნველყოფს. შესაბამისად, არც წასვლაა მაინცდამაინც რთული. ერთი კი ისაა, რომ თვენს მიმოსვლას ქორებივით აკვირდებიან ყვითელ სამოსელში გამოწყობილი კონტროლიორები. ანუ უფასოდ მზგვარობას ნამდვილად ვერ შეძლებთ და მოგიწევთ პლასტიკურზე ხელი გაირტყათ.

როდესაც ყვითელ ცერბერებსა და ტალახის აბაზანებს გასცდებით, უთუოდ თვალში მოგხვდებათ სტუდენტების გროვა. ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ რაღაცას აპროტესტებენ ეს ახალგზარდები, თუმცა შემდეგ გაირკვევა, რომ ისინი სრულიად მორჩილად ელოდებიან თავის ჯერს სალექციო მასალების გადასაქსეროქსებლად. იქვე გვერდზე კი ლოდინით გადაღლილთ შეუძლიათ პირი ფენოვანი ხაჭაპურით ”ჩაიმარილონ”.

თურმე ასეთი რამეებიც ხდება, მართალია ჩემი თვალით არ მინახავს, მაგარამ აგერ, თვითმხილველებს გადაუღიათ. ხო საყვარელია? რომელ კურსზეა ნეტა?

კიდევ რამოდენიმე ფეხის ნაბიჯში პატარა ამაღლებაზე მარშრუტკების მძღოლთა ბირჟაა -მგზავრთა მოლოდინში ისინი ათას რამეზე ასწრებენ საუბარს და თუ ცოტა ხნით შეჩერდით უთუოდ მოისმენთ რაიმე საინტერესოს, რადგანაც აქ ყოველი ბირჟის დარად განიხილება ყველა თემა, ქალებიდან დაწყებული და გლობალური კატაკლიზმებით დამთავრებული. იმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, რომ თითოეული მძღოლი ფეხბურთსა და პოლიტიკაში საერთაშორისო დონის ექსპერტია.

თუ მეორე მხარეს გაიხედავთ, თქვენს ყურადღებას უთუოდ მოიპყრობს მოშორებით მდგომი მდუმარე მთები, რომლებიც თითქოს რაღაც გაუგებარ მიზეზთა გამო გაერივნენ ამ ერთფეროვან, უღიმღამო სურათში.

რის ვაი-ვაგლახით თქვენ დაძლიეთ ყველა დაბრკოლება და აი უკვე მაღალ, რუხ შენობასთან დგახართ,  ფართე, გრძელი კიბის პირველ საფეხურთან. ეს კიბე თითქმის ყოველთვისაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სტუდენტებით პირთამდე სავსე. ზოგი ჭორაობს, ზოგი ეწევა, ზოგი უბრალოდ ვინმეს ელოდება და აქეთ-იქით აცეცებს თვალებს. მათაც მოიტოვებთ უკან, შეხვალთ დიდ, რკინითა და მინით ნაკეთებ კარებში და მაღლივის ”ვესტიბიულში” აღმოჩნდებით…

Advertisements

35 responses

  1. 😀 😀 😀 😀 😀 ვაიმე რამდენი ვიცინეე :)) მე ” მანდ ” ვიყავი სახელმწიდფო გამოცდებზე სუულ ბოლო კურსზე და ისედაც დაგრუზული ვიყავი, გარემომ უარესი მიყო :))) ეგ ძროხა კიდე ლეგენდაა საერთოდ და დაანებეთ თავი!.. 😀 😀 მაგ შენობის თავზე “უსტრაშაიუშიე ჩორნნიე ტუჩი” არ ტრიალებს ??? 😀 😀 😀

  2. ძროხა რა ქალია:):):)) რა ვიცი, მე მხოლოდ სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება მომიწია მანდ… და ბიბლიოთეკიდან ცნობის აღება კიდევ 🙂

  3. არ მეგონა ეგ ადგილი რამე ფორმაში მაინც თუ მომენატრებოდა და შენმა პოსტმა შეძლო ეს!!! 🙂

  4. დლოოოოოოოოოოხაა ^_^
    მგონი ბალადა ო მაღლივი აქამდე არავის დაუწერია :))
    კაი იყო 🙂 ვიხალისე :)))

      • აბაა, შენ ეგა თქვი. :დ რა გაგვიმართლა გუბეები რომ არაა, თორე უეჭველი ნიანგიც გაიჩითებოდა :დ

  5. ჩემი დღევანდელი დასკვნა (მაღლივში ირველი ვიზიტის შემდგომ) : მაღლივს მაღლივის ბაცვლად უნდა ერქვას WTF 😀 უფრო შეფერება ვოთ ზა ფააქ :დ ეს რა ჯანდაბაა 😀

  6. ” რომელ კურსზეა ნეტა?” – უდაოდ ან მაგისტრია ან დოქტორანტი, აშკარად ჭკვიანი მზერა აქვს 😀 ერთადერთხელ მომიწია მანდ მოსვლა, ისიც ბიბლიოთეკაში, სტაჟირებისთვის ტესტირება გავიარე, იმედია ეს პირველად მოხდა და უკანასკნელად… :)))))

  7. მართალია მაღლივის ნახვის ბედნიერება ჯერ არ მქონია, მარა შენი პოსტით ვნახე ფაქტიურად 🙂 აუ, რამდენი ვიცინე 😀 საერთაშორისო დონის ექსპეტი მძღოლები მომეწონა ნამეტანი და ქსეროქსების ამბავი ხომ საერთოდ, ზუსტად რა 😀
    კონტროლიორებს რაც შეეხება, აქ ჩემი მინუს ერთი შენ, მგზავრობის საფასურის არ გადახდას რომ ლამობ 😀 მასე ავაშენებთ ქვეყანას?! 😀 მე მაგალითად, ავდივარ თუ არა, მაშინვე ვიღებ ბილეთს და ბარემ მაქ საშუალება აგერ და ყველას ამისკენ მოვუწოდებ!.. 😀

    • გმადლობ ^_^ ვერ დაგეთანხმები ბილეთებზე, ბილეთს მაშინ იღებ ლაღად, როცა გიხარია დანიშნულების ადგილი, და როცა თავ -ბედს იწყევლი, სულაც არ გინდა მაგ ჯანდაბაში მისასვლელად ფული იხადო კიდე :/

      • ახლა სერიოზული სახით გიპასუხო მაგაზე თუ ნაკლებად? 😀
        ამხელა ეკონომისტი კაცი ხარ და ბიუჟეტზე არ უნდა იფიქრო ცოტა? 😀 ის თანხა საცხა ჯანდაბაში ხომ არ მიდის, ბრუნავს სანდრო, ბრუნავს 😀 რა მნიშვნელობა აქვს სად მიდიხარ, შენი ქვეყანაა და პირველად შენ უნდა დაიწყო წესების დაცვით ცხოვრება, ისე არ გამოვა. დღეს არავინ არ გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხვალ შუქის და ზეგ სააკაშვილის ნაჩუქარი ვაუჩერი გაგვაძღობს? ჰა? 😀
        მასე თუ დავიკიდებთ ყველაფერს და მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ვიფიქრებთ, დაგვენგრევა ეს ისედაც თითქმის დანგრეული ქვეყანა თავზე 😦 საერთო კეთილდღეობისთვის ყველა თმობს საკუთარი კეთილდღეობის რაღაც ნაწილს, ასეა ეს!.. 🙂
        იმ ბიუჟეტში ულევი თანხა კი არაა და ზეციდან კი არ მოდის. კი იცი ეს შენ წესით და ნუ მალაპარაკებ ახლა. გადაიხადე მგზავრობის საფასური, რომ დაბუნძულებ მთელი დღე (:-D), რაღაც უნდა გაიღო (20 თეთრი თან!). ყველა მომსახურებას აქვს საფასური. გაიგე შენ? 🙂
        რა გინდოდა ახლა რომ მალაპარაკე ამდენი? 😀 დამთანხმებოდი და დავყრიდი ჩემთვის ფარ-ხმალს 😀 😀

    • უადგილო ადგილას ვპასუხობ, მაგრამ მე გვირილას ვეთანხმები კონტროლიორებზე. ის ჩემი 20 თეთრი შეიძლება ერთ დღეში არ ააყვავებს ეკონომიკას, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობას ნიშნავს…
      ჰოდა, ვიდრე ეგ პასუხისმგებლობის გრძნობა ყველას თავისით არ ექნება, საჭირო იქნება კონტროლიორების არსებობა…
      ნორმალურ ქვეყნებში არავის სჭირდება იმის მითითება, რომ მგზავრობის საფასური უნდა გადაუხადოს თავის ქალაქს…

      • მარტო მაგის აღიარება, რომ ბევრი გვიკლია, არაა საკმარისი. ვინც ამას ხვდება, ისიც უნდა შეძლოს, რომ ბილეთის აღება ჩვევა იყოს მისთვის და არა კონტროლიორის ყვითელი სილუეტის დანახვისას წარმოქმნილი ვალდებულება…
        თითოეულ ადამიანში (იმის მიუხედავად, “სხვა” იღებს თუ არა ბილეთს) თუ არ შეიცვალა მენტალიტეტი, ისე მთელი ხალხის შეხედულება ვერ შეიცვლება.

  8. მაღლივის მიდამოებში ასევე მოგვეპოვება ვირები და მგონი სხვა განათლებული ცხოველებიც : ))
    ჰო, ხანდახან გამოცდის დღე თუა და იღბალი თუ გჭირდება, ყვავიც შეიძლება შენიშნო, იქვე, კიბის ზემოთ ჩამოსკუპებული რომ დაგჩხავის : ))

    • როგორ გეტყობა, დიდი ხანი რომ სწავლობ მანდ. ნახევარი წლის განმავლობაში ამდენი რაღაც ვერ შევნიშნე ნამდვილად :ს

      • ჰო, ახლა რომ ვფიქრობ, ერთი წელი მართლა დიდი დროა მაღლივის გასაცნობად : ))

  9. წელს ჩავაბარე ჯავახიშვილში და როგორ მიხარია , მაღლივში, რომ არ მოვხვდი.. 🙂

  10. არადა, ცემს გადარებულ ფოტოებზე სულ ფერადი აურა აკრავს ხოლმე გარშემო… ისე ლამაზად მეჩვენება მისი შემოგარენი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s