სააღდგომო პოსტი

-ქრისტე აღსდგა!

  -ნუთუ?”  თანამედროვე ”სიბრძნე”

ასე და ამგვარად. ბიბლიის მიხედვით 1978 წლის წინ იესო ქრისტე აწამეს, ჯვარს აცვეს, შემდეგ კი იგი მკვდრეთით აღსდგა. ნამდვილად არ ვაპირებ ამ მოვლენების გაანალიზებას, ან განხილვას – ეს ნამდვილად სცილდება ჩემი კომპეტენციის საზღვრებს, უბრალოდ ჩემ აზრს მოგახსენებთ, ერთი ფართოდ გავრცელებლი ტენდენციის შესახებ. ორი წელია, რაც ფეისბუქის მომხმარებელი გახლავართ. ყოველ ქრისტიანულ დღესასწაულს თან ახლავს ფეისბუქელთა აქტიურობა – მისალოცი აპლიკაციები იქმნება,  იგზავნება აქეთ-იქით, ყველა ერთ ამბავშია, ერთობა და აღნიშნავს მათთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს. მოკლედ, ფბ ერთგვარი სარკეა, რომელიც ჩვენს (და არა მხოლოდ) საზოგადეობას ირეკლავს.

ჩემში ღრმა გაკვივრვებას იწვევს ხალხი, რომელიც ამ ყველაფერს დამცინავი ღიმილით ხვდება. ძირითადად ეს ადამიანები, ე.წ. ათეისტთა კასტას განეკუთვნებიან, ან უბრალოდ აქვთ განსხვავებულობის და ორიგინალურობის პრეტენზია. როგორც, დიკენსის ებენეზერ სკრუჯი, ისინიც ღიზიანდებიან, თანამოძმეების გულუბრყვილო სიხარულის შემყურე.

ამას წინათ ერთ-ერთ ფეისბუქელს სტატუსად ეყენა, ამ აღდგომას რომ მილოცავთ, რა იყო მეკაიფებითო? ამით საკუთარი ათეისტობის ხაზგასმა ხდება კიდევ ერთხელ.  მინდა გამოგიტყდეთ, ცემო მკითხველნო, რომ რელიგიური აღტკინების შემოტევებს მაინცდამაინც არც მე განვიცდი, თუმცა ყოველთვის მსიამოვნებს, როცა მწერენ – ქრისტე აღსდგა, ანაც შობის მადლი გფარავდეს და ა.შ.  როგორც ყოველი მილოცვა, ისიც შეიცავს ცოტაოდენ სითბოს და მზრუნველობას, რომელიც ისევე მოქმედებს ჩემზე, როგორც მცენარეზე მოქმედებს მზე ან წყალი.

წარმოიდგინეთ, რომ აღდგომა დღეს ხვდებით ქუჩაში ვინმე ნაცნობს და წრფელი გულით ეუბნებით: ”ქრისტე აღსდგა!”, ის კი დამცინავი ღიმილით გპასუხობთ: ”ნუთუ?”, და მორჩა… მგონი თავადაც გრძნობთ რა გაწბილება გეუფლებათ მაგ მომენტში.

ელემენტარული მარიაჟობის სუნი ასდის ამ ყველაფერს. ”რა გესმით თქვენ?”- ჩემი აზრით ვერაა მთლად კაი პოზიცია.

რა მნიშვნელობა აქვს რას გილოცავენ, თუ ამას აკეთებენ წრფელი გულით და შენდამი კეთილსნაწყობით აღსავსენი. გინდ შობა მოგილოცონ, და გინდ საღვთო თვის რამაზანის დაწყება, მადლობელი უნდა იყო ამისთვის…

Advertisements

10 responses

  1. ეჰ ახლა დავფიქრდი და შემრცხვა.. რამდენიმე ადამიანმა ფეისბუქზე მომილოცა და პასუხი არ გამიცია. არადა მე მეწყინებოდა იგივე

  2. “უბრალოდ აქვთ განსხვავებულობის და ორიგინალურობის პრეტენზია.”
    ზუსტად ამაშია საქმე, ბევრმა ათეიზმის არსიც კი არ იცის ბოლომდე.

  3. ათეიზმი “მოდაშია” და ეს სავსებით საკმარისია ათეისტობაზე დადონ თავი. თან, ამ “ვაი ათეისტებისთვის” – თავად ათეიზმის არსი-( ninnaka სი არ იყოს,) რაც არის, არც აქვს იმის ცოდნას არესებითი მნიშვნელობა… ის ხომ…. “მოდაშია” 😀 😀 😀

    • ჩვენში დარჩეს და, რელიგიურობა და ეკლესიაში სიარულიც მოდაშია… : )

      • მართალი ხარ, ეგ მეორე უკიდურესობაა კიდევ.. 🙂 😉

      • http://ninnaka.wordpress.com/2011/04/24/მარხვა-მოდაშია/

        ზუსტად ამაზე მოვთქვამდი გუშინ რომ მარხვა მოდაში შემოვიდა. უკვე ყელში ამოვიდა ფსევდომომარხულეთა და ფსევდოათეისტების ომი. დაეტაკებიან ერთმანეთს და კამათობენ რელიგიაზე. არა და ისიც კი არ ესმით რომ ჭეშმარიტი მორწმუნე და ათეისტი სხვის აზრს და შეხედულებას პატივს სცემს და თავს არ ახვევს.

  4. საააააააააააან 🙂 კაი იყო 🙂 მომეწონა 🙂 ნუ მეც გავაკრიტიკე ზოგიერთები ჩემს სააღდგომო პოსტში : )) და ისე მართლაც რომ სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობაა დღეს საქართველოში 😦
    როდის გვეღირსება ნეტავი გაღვიძება 😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s