ლესელიძის სკვერში (ნაწ.2)

ლესელიძის სკვერში (ნაწ. 1)

გაოცებული ბებო ჭარხალას ისე აკვირდება,  თითქოს ძაღლის ან კატის რაიმე განსაკუთრებულ ჯიშს გადაეყარაო. სახეზე ზიზღის და სიბრალულის უცნაური ნარევი დასთამაშებს. რამდენჯერმე თავს იქნევს, მაგრამ შემდეგ კვლავ ახსენდება ზრდილობის ფარგლები და ბუკლეტს უბრუნდება.

ამ დროს ყიჟინი ისმის, და აი სკვერი უკვე წალეკა ახალაგზრდათა მთელმა ჯგუფმა. საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, ყველა ლამაზად ჩაცმული და მოვლილია, ეტყობათ, რომ სტუდენტები არიან,  თუმცა აშკარად უბრალოდ ”საბირჟაოდ” არ მოსულან – ზოგს ვიდეოკამერა უჭირავს, ზოგს მიკროფონი და ბლოკნოტი. ორგანიზატორი, როგორც ირკვევა,  ერთი საკმაოდ ცნობილი (მათ შორის სკანდალურად) ჟურნალისტია. მან თავი საკმაოდ თავისებური იუმორით და ასევე იმით გაითქვა, რომ რამოდენიმე წელი ციხეში გაატარა მექრთამეობის (ვითომ?) გამო.

სტუდენტები უკმაყოფილონი არიან მათი უნივერსიტეტის თვითმმართველობის უვარგისობით, მოითხოვენ გამოხატვის თავისუფლებას, და საკუთარი უფლებების დაცვას, ასევე მწვავედ აპროტესტებენ საკუთარი მეგობრების ცემის ფაქტს. ისინი ლესელიძის სკვერს იყენებენ ერთგვარ თავშეყრის პუნქტად, ჟურნალისტი კი მათ – გადაცემის გასაკეთებლად.

ამ კრების შემხედვარე ჭარხალას, სულ უფრო და უფრო ემანჭება სახე. ხმაური მის ”პახმელიაზე” აშკარად უარყოფითად აისახება, მისი ჟესტები საშინელ თავის ტკვივილზე მიუთითებს და მის შემხედვარეს გვინდება კიტრის მწნილი ვუყიდოთ. თუმცა ეს არ გვცალდება, ვინაიდან ასპარეზზე ახალი პერსონაჟი შემოდის.

ყველაზე მეტად ჭარხალას ეს თანამოაზრე და ძმაკაცი ბაზრობის კარტოფილს გავს, აი მიწა რომ არ აქვს შემხმარი. ეტყობა, რომ ის და ჭარხალა ერთ ბოსტანში არიან გაზრდილები. მან გადაწყვიტა ძმაკაცის დახმარება, და ღიად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას ატეხილი ხმაურის გამო.

სტუდენტები და ჟურნალისტი მას აინუნშიც არ აგდებენ და თავიანთ საქმეს განაგრძობენ. ხოლო როდესაც კარტოფილა, მათი აზრით, ზღვარს გადაცდა, ამაზე  ზრდილობიანად მიუთითებენ და ურჩევენ თავის გზაზე იაროს.

მართლაც ჟურნალისტში ახალი ძალით  იფეთქა ორატორმა. იგი მოუწოდებს სტუდენტებს, ასე არ დატოვონ სიტუაცია ჯავახიშვილში და ხმამაღალი პროტესტი გამოაცხადონ. როგორც ყოველთვის მთავარობასაც კრავს კბილს, ყველა უბედურება მათგან მოდის, და საერთოდ მოსაცილებელი ჭირი არიან ესენიო.

უცხოელი ბებო, რომელიც ერთადერთია, ვისაც ამ სკვერში პროტესტის გრძნობა არ უჩნდება რაღაცის მიმართ, დატრიალებილ მოვლენებს ფილოსოფიური სიმშვიდით ხვდება. ეტყობა, რომ ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, არასდროს შესწრებია ამდენი სხვადასხვაგვარი ჰაბიტუსის კრებას, თუმცა ცდილობს ეს არ შეიმჩნიოს, და ისეთ გარეგნულ სიმტკიცეს ინარჩუნებს, სპარტის მეფე ლეონიდასს რომ შეშურდებოდა.

სტუდენტებისა და ჟურნალისტისგან განსხვავებით ჭარხალა და კარტოფილა ხვდებიან, რომ მათი პროტესტი არაფრის მომტანია, ჭარხალა იღებს თავის კარდონის ნაფლეთს, ლუდის ბოთლს და ჭიქას, და ნელი ნაბიჯებით, კარტოფილას მხარადმხარ ტოვებს სკვერს. მათ აცილებს ბებოს თანაგრძნობით აღსავსე და რევოლუციონერთა დამცინავი მზერები.

ალკოჰოლის მოყვარულების წასვლის შემდეგ, ბებო უღიმღამოდ გრძნობს თავს, ეტყობა რომ მოიწყინა და ცოტა ხანში ისიც მიდის.  მას მივყვებით ჩვენც, კმაყოფილები იმით, როგორ ნაყოფიერად ჩაიარა  დღემ.

აქციის დამგეგმავი სტუდენტები და ჟურნალისტი კი სკვერში რჩებიან და საქვეყნო მასშტაბის გეგმების დაწყობას  განაგრძნობენ. ვინმე თუ ლესელიძეზე მოხვდით, სკვერშიც შეიხედეთ – შეიძლება ახლაც იქ არიან…

Advertisements

10 responses

  1. the end?? 😀 😀 😀 ai nanatri meore nawilic?? 😀 😀 dzalian kargad wer tqva gitxari me shen! :)))))

    • ზი ენდ ^_^ გმადლობ კომპლიმენტისთვის, მთავარია მკითხველი იყოს კმაყოფილი :დ

    • მეც ვეთანხმები თეას, მართლა მაგრად წერ ^^ ნუ მერამდენედ ვამბობ არ ვიც ამას უკვე :დ

  2. ზუსტად ხუთი წუთის წინ ვუყურე შალვა რამიშვილი რომ დაქროდა უნივერსიტეტში კამერით სტუდენტებთან ერთად:):) როგორ ლოგიკური გაგრძელებასავით მიება…:)

    • ჰა, ესე იგი ორგანიზატორში რომ რამიშვილი ამოვიცანი, არ შემშლია :დ

  3. ჰმ, იმაზე დაწერა დაგავიწყდა რატომ გადადიან პირდაპირ აგრესიაზე 🙂

  4. აუ, კარტოფილა და ჭარხალა რა ხალხია 😀 სახელები მაინც საიდან მოათრიე 😀 კაი იყო.

    იმ “ჟურნალისტზე” აზრს არ გამოვთქვამ ამჯერად 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s