ლესელიძის სკვერში

ხის მოხერხებულ სკამზე ვსხედვართ და დიდი ხნის ნანატრი სითბოთი ვტკბებით.  ახლადამოსული ფოთლები საამურ ჩრდილს გვგრის და მათ შორის კეკლუცი მზე გვაჭყეტს. სკვერი თითქმის ცარიელია, იგი თითქოს მიუწვდომელია გამვლელებისთვის, რომლებიც საკუთარ საქმეებში არიან ჩაფლულნი და სადღაც შორს მიიჩქარიან. რაღაცით თევზებს გვანან, წყალქვეშ გუნდებად რომ გადადგილდებიან ხოლმე  ერთი მიმართულებით. თუმცა აი ერთი ბებო წყდება ხალხის რუხ დინებას და ნელი ნაბიჯებით გვიახლოვდება. ეტყობა რომ ქართველი არაა, თუნდაც იმიტომ რომ ქართველი ბებოებისგან განსხვავებით წყვილებს აგრესიულად არ უყურებს, აღარაფერს ვამბობ მის ევროპულ სახის ნაკვთებზე, ცისფერ თვალებსა და ჩაცმულობაზე. ვერასდროს ვერ იხილავთ ასე თანამედროვედ და თავისუფლად ჩაცმულ ქართველ მოხუცს. ცისფერ მოსასხამსა და ბოტასებში გამოწყობილი, იგი ამ ასაკშიც კი მომხიბვლელია თავისი ჭეშმარიტად ქალური სიკეკლუცის გამო.

ბებო ახლო-მახლო განთავსდა, და ერთი წამით მოგვანათა ცნობისმოყვარე ლურჯი თვალები, თუმცა შემდეგ გაახსენდა, რომ უცნობი ადამიანების თვალიერება მთლად ზრდილობიანი არ არის, ჩანთიდან ინგლისურენოვანი ბუკლეტი ამოიღო საქართველოზე და მის კითხვაში ჩაეფლო.

სრულიად ბანალური დებულება გვეუბნება, ადამიანი იქამდე არ ბერდება, სანამ თავად არ ჩათვლის თავს მოხუცად. საერთოდ, ახალგაზრდები ასეთ დაუწერელ კანონებს ცოტა აგდებულას ვუყურებთ, თუმცა ჩვენს ახლოს მჯდომი ბებო ამ აქსიომის თვალნათლივი ილუსტრაციაა.

დინებამ კიდევ ერთი ადამიანი გადმოისროლა სკვერში. მას ყვითელი ქურთუქი და ძველისძველი ჯინსები აცვია. სახეზე წითელი წვერი ადევს, ალბათ სწორედ ისეთი, ჯავახიშვილს რომ წარმოედგინა ყაშა ლაზარეზე. აშკარად ეტყობა რომ მეტისმად უყვარს ალკოჰოლი – ხელში ლუდის ბოთლი და კარდონის ნაგლეჯი უკავია. იგი უფრო ახლოს მოდის და საშუალებას გვაძლევს მის სახის ფერს დავაკვირდეთ. ყველაზე მეტად სტაფილოსფერი ხავსით დაფარულ მოსიარულე ჭარხალს გავს. აი ლესელიძის მონუმენტთან მიდის, აგებს თავის კარდონს და ზედ სკუპდება. გვერდზე იდგამს, ბოთლს, დომლიდანაც პლასტმასის ჭიქაში ისხამს რაღაც ყვითელ სითხეს. ეტყობა ბევრი უვლია ფეხით, დაფლეთილს ბოტასებს იძრობს და სიამოვნებისგან სახებული ისრესს ტერფებს. შემდეგ ნელი ყლუპებით სვამს თავის სითხეს და დროდადრო ჭარხალზე ისმევს ხელს. სასმელის ნაკლებობამ, ან მარტივად რომ ვთქვათ ”ნიხვატკამ” იცის…

ალკოჰოლის მოყვარული იტკბარუნებს პირს თავისი ყვითელი სითხეთი და ნელ-ნელა იხედება გარშემო. ძალიან გავს დამსვენებელს, პლიაჟზე განცხრომაში რომ არიან ხოლმე. კი სტკივა თავი ჭარხალას, თუმცა მაინც ეტყობა რომ ისვენებს, და ძალებს იკრებს, ბახუსისთვის ახალი სადიდებლის შესასვამად.

გაგრძელება შემდეგ პოსტში…

Advertisements

9 responses

  1. პირადად მე, როგორც ამ ამბის ნამდვილი შემსწრე და მონაწილე ვამბობ რომ პოსტის გაგრძელება ნამდვილად საინტერესო იქნება, მოგიწოდებთ თვალი ადევნოთ =))

  2. ბებო მომეწონა 🙂

    “ნიხვატკა”, აქამდე. პრეფერანსის თამაშის დროს “ვზიატკა” რომ დაგაკლდება, ის მეგონა…

  3. სანდრო, თურმე შენი პოსტები მომნატრებია 🙂

    ხანდახან ნამეტანი კარგად გამოგდის თან 🙂 ხოდა, წავედი ახლა მეორე ნაწილზე 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s