ჩვენ ქართველები ვართ, ანუ რატომ გაილახა ხალხი თსუ-ში

მგონი ძალიან რთულად მოიძებნება ქართველებზე ამბიციური და პრეტენზიული ხალხი. ყოველთვის ვდებთ თავს ჩვენს ცივილიზებულობაზე, განთლებულობაზე, ე.წ. ”ევროპელობაზე” (სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვას იმდენად ხშირად ახსენებენ, რომ უკვე მაღიზიანებს), მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ძალიან ხშირად აღმოჩნდება, რომ აზროვნებითაც და მოქცევის კულტურითაც თანამედროვე მსოფლიოსგან დიდი უფსკრული გვმიჯნავს. არ ვიცი ამ უფსკრულს რა ვუწოდო, თუმცა ვხვდები, რომ იგი ერთგვარი ჯამია ყველა ჩვენი უარყოფითი თვისებისა. ”ფუ, ნახე რა შარვალი აცვია ამ დედამ***ნულს, უეჭველი პიდარასტია” -დან დაწყებული,  ”ფუ, მოუსმინე, ეს სოროსის დამქაშები რა ლაპარაკობენ” – ით დამთავრებული.

მრავალჯერ ითქვა და დაიწერა, თუ როგორ არ ვგუობთ ქართველები განსხვავებულ აზრს, პიროვნების ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც ჩვენს (თუნდაც ვიწრო) ჩარჩოში არ თავსდება, ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ ამ ყბადაღებული თემის განხილვას, მითუმეტეს რომ ვერაფერ ახალს ვერ მოგახსენებთ.

ამას წინათ, როგორც ალბათ ყველას მოგეხსენებათ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ლამის საბრძოლო მოქმედებების ასპარეზად გადაიქცა. უფრო სწორად კი სანადირო ასპარეზად. რამოდენიმე დღეა სოციალურ მედია მოგვითხრობს, თუ როგორ უსწორდებიან იქ თვითმმართველობის მოწინააღმდეგეებს. არადა ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტუდენტთა ჯგუფმა მოინდომა საგნები თავის მშობლიურ ენაზე შეესწავლა. ნამდვილად არ ვარ ჩახედული ამ ამბავში, და არც პრეზენტაციას ვესწრებოდი,  ვიცი, მხოლოდრომ თვითმმართველობის ნაწილმა კრიტიკა შეურაცყოფად მიიღო და მამა-პაპური წესისდა მიხედვით შური იძია.

ისე, მეც ჯავახიშვილის სტუდენტი გახლავართ, მართალია ყველა საგანს ქართულად ვსწავლობ, თუმცა სახელმძღვანელოები მაინც არ მომწონს. ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, ნიჭიერი სტუნდეტი ვარ თქო, მაგრამ ძალიან ცუდი ენით რომ წერია ფაქტია. (აღარაფერს ვამბობ გ.მენქიუს ”ეკონომიკის პრინციპების” თარგმანზე. ვისაც წაუკითხავს (უსწავლია),  ნამდვილად დამეთანხმება, რომ კატასტროფაა).

ისე, პრობლემის მუშტით და არა ენით გადაწყვეტას ჩემი თაობა ბავშვობიდანვე ეჩვეოდა. ”საქმის გარჩევები” და ”კაი ბიჭობა” თითოელუ ჩვეგანის ბავშვობის შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც უშუქობა და დანგრეული ქვეყანა. ამჯერად, მთავრობამ თითქოს ომი გამოუცხადა ე.წ. ”ქურდულ მენტალიტეტს”, და სკოლბშიც თითქოს ნაკლებად ”ბლატაობენ”, თუმცა ამ სენის ( მგონი ყველაზე უკეთ ეს სიტყვა შეესაბამება) ბოლომდე  მოსპობა მეტად რთული საქმეა.

ერთი წუთით დავივიწყოთ ეს ყველაფერი, ისიც რომ ”კაი ბიჭი ხარ?” -ზე  ვიზრდებოდით, ისიც, რომ ჩვენზე უფროსები რუსთაველზე ავტომატებით დარბოდნენ, და ერთმანეთს ამ მრავალგზის ნატანჯ ქვეყანას ართმევდნენ. ჩემი ღრმა რწმენით, ქართველების მთავარი პრობლემა ელემენტარული ჰუმანიზმის უქონლობაა. ის რაც ავადსახსენებელ პრეზენტაციაზე მოხდა, მხოლოდ მორიგი ილუსტრაციაა.

-ვიღაცამ ცუდად გამოგხედა? არ შეარჩინო, ყელში ეძგერე! ეს კი იმ დროს, როცა ამ ადამინების ”ვითომ” სათაყვანებელმა პიროვნებამ საკუთარ თავზე აიღო მათ წინამმორბედთა ცოდვები და მათთვის ეწამა.

ვიცი, ზოგს ეს სიტყვები შეიძლება პათეთიკურად მოგეჩვენოთ, თუმცა ფაქტია, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს. არ გვიყვარს კი არა, ხშირ შემთხვევბში გვძულს კიდეც, და როგორც ხდება ხოლმე, სრულიად უსაფუძვლოდ.

Advertisements

12 responses

  1. განსხვავებულ ჩაცმულობასთან/გარეგნობასთან შეგუება განსაკუთრებით გვიჭირს ქართველებს..
    დღეს აქციაზე რომ ვიდექი მიხაროდა… რამდენიმე ასეული კაცი ხომ მაინც მოვიდა და აზრი გამოთქვა

    • უბრალოდ სასაცილოა, შემწყნარებლობის ნატამალი რომ არ გააჩნიათ და მაინც ისვრიან ხოლმე მაღალფარდოვან ფრაზებს :/

  2. eh.. რას გადაეკიდე შენს მენიუქს რა გინდა :)))
    არადას ზის ის ტრუ.. მე ვსწავლობ პიარს გეპეიში და ისეთი სასტიკი წიგნებია, თუნდაც რუსულიდა ნ ისეთი კრახი თარგმანია, რომ გული შეგიღონდება… ეჰ ჩემო სანდრო.. იქნებ გვეღირსოს ერთელ მენქიუს წიგნის წაკითხვა გამართულ ნამდვილ ქართულ ენაზე, თან ისე, რომ ამ თარგმანს არავინ შეეწიროს

  3. ჩემი სტუდენტობის დროს რომ გვიჭირდა თარგმანში, არც მიკვირდა, მაგრამ ახლა…

    ჯანდაბას 😦

  4. მენქიუს წაკითხვის “ბედნიერება” მეც მქონდა, რად მინდოდა ამ ჟურნალისტ ქალს 😀
    მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც სწორედ ჩემი ამ პროფესიის გამო ტელევიზიებს არ ვენდობი და არც ვუყურებ, ინფორმაცია აშკარად გამომრჩა. ხოდა, ამიხსენით ერთი რა მოხდა, დავიკმაყოფილო ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა. თვითმხილველების ინფორმაცია მაინც სულ სხვაა 🙂

    • მენქიუს ჟურნალისტებიც, ეკონომისტებიც, ბიზნესმენებიც, იურისტებიც კითხულობენ, უფრო სწორად ჰქონდათ ამ წიგნის სწავლის ბედნიერება..

  5. მაგ ყველაფერში ყველაზე ცუდი რა იყო იცი? რომ სტუდენტების პრობლემა სტუდენტების პრობლემად დარჩა და სხვებისთვის ეს არ გახდა განგაშის ასახტეხი.

  6. მე არ მესმისს რაა მოხდა მერე რომ ვერ ვეგუებით მოტკეცილ შარვლებს ბიჭებზე ან ტუნდაც განსხვავებულ რაღაცებს . ამერიკაში გეების აღლუმს ატარებენ ხოლმე და ჩვენც ჩავატაროთ? არ არის მაინცდამაინც განსხვავებულობა იყოს ცუდიი .. მაგრამ რადგან განსხვავებული მისაღები გავხადოთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s