გორი = სტალინს (?)

ქალაქი გორი ალბათ, პირველ რიგში იმითაა განთქმული, რომ იქ იოსებ სტალინი დაიბადა.  გორელმა სოსომ სახელი  მთელ მსოფლიოში მოიხვეჭა. სხვა საქმეა, რამდენად დადებითი რეპუტაცია მოიპოვა და საერთოდ რის ხარჯზე, თუმცა ფაქტი კი ფაქტად რჩება – იოსებ ჯუღაშვილი აქამდე რჩება გორელთა სიამაყედ.

ამაზე თუნდაც მისი სახლმუზეუმი მეტყველებს, ქალაქის ცენტრში რომაა გაშლილი, დიდ გამწვანებულ პარკთან ერთად. პარკის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, იქვე წამოჭიმულა ამხანაგ ჯუღაშვილის თეთრი ქანდაკება, და ძველისძველი მატარებლის მწვანე ვაგონი. ალბათ, თავის დროზე ასეთი ვაგონებით აციმბირებდნენ კომუნიზმის ბედოვლათ მსხვერპლებს. იმდენად აფრქვევს თავისი ეპოქის აურას, რომ ლამისაა ყურში ჩაგვესმას “Союз нерушимый…”  …

საინტერესო ისაა, რომ პარკში თითქმის ყველა სკამია აშლილი, თან ისე, მნახველს უთუოდ თბილისის სკამაძრობილი ავტობუსის გაჩერებები გაახსენდება. თუმცა მზრუნველი ხელი იქაურობას უკვე ეტყობა. შადრევნებისთვის განკუთვნილი, ცარიელი ბასეინები მორჩილად ელიან წყალს,  მწვანე, კოხტად გაკრეჭილი ბალახი ბიბინებს და ქარზე ტალღებივით ირწევა. პარკი სავსეა ბავშვებით, ჩანთები დაუყრიათ და მაიმუნებივით ხეებზე დაძვრებიან, თავის უდარდელობაში ჩაფლულები მათ შემყურეებს ოპტიმიზმს გვრიან. თბილისის პარკის მუდმივი სტუმრები – შეყვარებული წყვილები არსად ჩანან, შესაძლოა, ბაღში ”ზასაობის” წესი გორში ჯერ არ დამკვიდრებულა, ან საერთოდაც მამაჩემის დროინდელი წესი მოქმედებს – ” პარკში თუ გაივლიდი გოგოსთან ერთად და მერე ცოლად არ მოიყვანდი, ან მამამისი გცემდა, ან მაგის ძმა”.  ასეა თუ ისე, ორი მოხუცის გარდა, წყვილის მაგვარი ვერავინ შევნიშნეთ. პარკისგან ცოტა მოშორებით ქალაქის ცენტრალური გამზირია, თუმცა იქ საინტერესო ვერაფერი დავაფიქსირეთ – ხალხი, მანქანები, თბილისურ მოდაზე შეღებილი ძველი შენობები…

თუმცა, ჩვენი აზრით, გორის მთავარი მარგალიტი ციხეა, რომლიდანაც მოჩანს მთებს შორის გადაშლილი პაწაწინა ქალაქი – ეს იმდენად დიდებული და ამავდროულად უბრალო სანახაობაა, რომ ნადმვილად უნდა იყოს რომელიმე ოსტატის კალმის მიერ აღწერილი. მე კი, ვეცდები,  ჩემი მწირი შესაძლებლობების გამოყენებით დავანახო მკითხველს.  ამწვანებულ მთაზე აგებული გორის ციხე შორიდან საოცრად წააგავს ნარიყალას. თითქოს ვიღაც გოლიათმა თვალის დახამხამებაში გადმოიტანა იგი, თან გადმოტანის დროს საგრძნობლად დააზიანა. თუმცა ციხეს საკმარისად რომ უახლოვდებით, საერთოდ ივიწყებთ მის შესახებ, რადგანაც მის ძირას უაზარმაზარ დასახიჩრიებულ  მეომართა ქანდაკებები სხედან. ზოგს ხელი აკლია, ზოგს ფეხი, ზოგს თავი, ზოგს ყველა კიდური. როგორც აღმოჩნდა, ისინი 2008 წლის ომის შემდეგ დაამონტაჟეს. ჩვენი სუბიქტური შეფასებით ქანდაკებები შორიდან უკეთ გამოიყურება ვიდრე ახლოდან.

ციხიდან, მოლოდინისამებრ განსაცვიფრებელი ხედი იშლება. ძველ, ქვით ნაშენ კიბეებს ციზის ნაწილში ავყვართ.  იქ მოგუგუნე ქარზე ფრიალებს საქართველოს დროშა, და აღტაცებული ჩინელი ტურისტები სურათებს იღებენ.

ასეთ დროს ხდება ხოლმე, ქალაქი როგორც ხელისგულზე ისე მოჩანს. მწვანე მთები, რომელთა შორისაცაა გორი მოქცეული, სტადიონი, მოედნები, მანქანები. საერთოდ ძალიან საინტერესოა შორიდან პატარა ქალაქის ყურება. თბილისს რომ ვათვალირებთ ნარიყალას ციხიდან იგი მაინც ინარჩუნებს თავის სიდიადეს, ვგრძნობთ, რომ ჩამოსვლისთანავე გვშთანთქავს და სიცოცხლის თავის მარადიულ წრე-ბრუნვაში აგვთქვეფს, გორი, მართლაც სათამაშო ქალაქს გვაგონებს, მასში თითქოს ბევრად ადვილია არ შეერიო ბრბოს დაშეინარჩუნო საკუთარი თავი,  მიუხედავად იმისა, რომ ბედის ირონიით, მის ცენტრში ქათქათებს  სწორედ იმ პიროვნების სახლ-მუზეუმი, რომელიც მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა პიროვნების თავისუფლების გამოვლინებას…

Advertisements

9 responses

  1. ზაფხულშიც ჩამოდით, ბრატცი. როდესაც უბრალოდ დადიხარ თუნდაც გორიც ციხეზე, დიდი ვერაფერია, თუ გვერდით ვინმე არ დაგყვებად ა არ აცოცხლებს აქაურობას.

  2. მდააა 😀
    ხო, პოსტზე უნდა დამეწერა 🙂 მეც ვარ გორში ნამყოფი, შემოდგომაზე ოღონდ და გავიძახოდი, აქამდე შემოდგომა არ მქონი ნანახი-თქო. ულამაზესი იყო. ნამდვილი შემოდგომა. მე მიყვარს ასეთი პატარა, მყუდრო და ჩუმი ქალაქები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდ დროს ვიყავით გორში, ძალიან კარგად მახსენდება. ომის შემდეგ წავედით “კაკრას”, ერგნეთი და ტყვიავიც მაქვს მოვლილი, ის ცარიელი სახლები და ყუმბარების საფრთხე თვალწინ მიდგას ახლა. არადა, პირველი ჟურნალისტური გამოცდილება გამომივიდა, სერიოზული ოღონდ. ხოდა, კარგად მახსენდება.
    ხო, გორის ციხეც ულამაზესია, მაგრამ ღამით მაქვს ნანახი, დრო აღარ გვქონდა 😦 ის ჯარისკაცები არ იყვნენ მაშინ და ჯერ გამიკვირდა რაზე წერდი, მერე კი გეწერა ესეც 🙂

    სტალინის სახლ-მუზეუმს რაც შეეხება, ის ძეგლი რომ აიღეს კაია, მარა ვთვლი, რომ სახლ-მუზეუმი აუცილებლად უნდა იყოს და თან საკმაოდ მოწესრიგებულიც. ეს ჩვენ და უფროსებს გვახსოვს რაღაცეები, თორემ მომავალი თაობა გადმოცემით გაიგებს და ძალიან კაი შესაძლებლობა იქნება მათთვის სახლ-მუზეუმის ნახვა. ტურისტული თვალსაზრისითაც მომგებიანია წესით.

  3. გავლით ვარ ნამყოფი, ეკლესიაში შევჩერდით ექსკურსიიდან. ხოდა, რა მინდოდა მეთქვა. მომწონს გორი და გორის ციხე, და ნამდვილად სტალინის გამო არა…

  4. იცი, ნეაპოლში დიდი რუდუნებით უვლიან და თავს იწონებენ იმ აივნით, საიდანაც მუსოლინი მიმართავდა ხალხს. ისტორია ისტორიაა,იყოს სახლ-მუზეუმი…
    პ.ს. მომეწონა შენი ბლოგი. მიყვარს როცა თემატიკა არაა ცალმხრივი. გამოგიწერე 🙂

    • კი ისტორია ისტორია. ეგ ერთი მხრივ. მაგრამ გერმანიაში რომ არავინ იწონებს ჰიტლერით თავს? პირიქით, ძალიან რცხვენიათ :ს
      პ.ს მადლობა გამოწერისთვის

  5. ისე სანამ რაღაცას დაწერთ ჯობია ფაქტები დააზუსტოთ, ზალიან კარგად ვიცნობ გორს და ცოტა არარეაური წარმოდგენა შეექმნება იმას ვინც აზრზე არაა…. რაც შეეხება მუზეუმს ისტორიაა და რაც არ უნდა იყო ვერ დავივიწყებთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s