გორული სტუმარ-მასპინძლობა და 9 ბოთლი ღვინო

წინათ სტალინის მშობლიურ ქალაქ გორს ცხოვრებაში პირველად ვეწვიე. რაც მთავარია, ამ ვიზიტს მშვენიერი მიზეზი ქონდა – მეგობრის დადაბდების დღე, ასე რომ ”სუსუელთა ნაკრების” წევრები უკვე მერამდ გავემგზავრეთ ერთად.

ქალაქში რაიმე განსაკუთრებული კოლორიტი შევნიშნე თქო, ვერ ვიტყვი – ჩვეულებრივი, პატარა მყუდრო ქალაქია, ვიწრო ქუჩებით, რომლებსაც სახლებთან ერთად უამრავი ხე არტყია გარს. საერთოდ, ნაადრევი გაზაფხულის მიუხედავად, ქალაქს სიმწვანე არ აკლდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაშლილა მაღალი, ფოთლებით დახუნძლული, დიდ-ტოტება ხეები, რომელთა შორისაც ალაგ-ალაგ ახლად გაფურჩქნული აყვავილებულიც ერია.

ამინდს, რაც შეეხება, იგი ძალზედ არასტუმართმოყვარე გახლდათ. როგორც კი მგზავრებმა ”მარშრუტკიდან” ფეხი გადმოვდგით ქარი, თითქოს ჩვენი ვიზიტით უკმაყოფილო ყოფილიყო, გადაწყვიტა ქალაქიდან ”გავეფრინეთ” და ნამდვილ გრიგალად იქცა. მოღრუბლული ცა შუბლშეკრულ დიასახლისს გავდა და აშკარად უნდოდა ”თავზე წყალი გადაესხა” ჩვენთვის.

სამაგიეროდ ჩვენი მასპინძლების სტუმართმოყვარეობამ ყველანი გაგვაოცა. ხშირად ვყოფილვარ სტუმრად, კარგი მასპინძელიც მინახავს და ცუდიც, მაგრამ მსგავს ზრუნვას და პატივისცემას აქამდე არასდროს შევხედრილვარ. როდესაც ადამიანს ეტყობა, რომ ის პასუხისმგებელია შენზე, როგორც სტუმარზე, და მზადაა, უხეშად რომ ვთქვათ, თავი მოიჭრას და ლანგრით მოგართვას, ოღონდ კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩე ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. არ ვაპირებ იმ მეფური სუფრის აღწერას, რომელიც მათი შვილის დაბადების დღეზე ჩამოსულ მეგობრებს გაუშალეს, რადგან საქმე უბრალოდ ამ სუფრაში არაა, საქმე სტუმარ-მასპინძლობის წესის ღრმა პატივისცემასა და შესრულებაშია. თავად მე არ გახლავართ ტრადიციების დიდი მოტრფიალე და დამცველი, მაგრამ ჩემში ყოველთვის იწვევენ აღტაცებას ადამიანები, რომლებიც რაღაცას აკეთებენ ვირტუოზულად. ჩვენი მეგობრის მშობლები კი მართლაც ოსტატურად ასრულებდნენ მასპინძლის მოვალეობას, როგორც ჯიმი ჰენდრიქსი – გიტარას, ლიანა ისაკაძე – ვიოლიონოს, რონალდინიო – ბურთს, ისე გვეპყრობოდნენ ისინი.

სცენაზე გამომსვლელს მაყურებელიც უნდა შეესაბამებოდესო, ჰოდა მგონი, ჩვენ მხრივ, მოვალეობას კარგად გავართვით თავი.

რა შეიძლება აჩუქო ადამიანს? – ეს კითხვა გვაწუხებდა გორში მიმავალთ. ბევრი ვარიანტი იქნა გარჩეული და სანაგვეზე მოსროლილი, სანამ მარტივი და ყოვლისმომცველი პასუხი არ გამოიძებნა – 9 ბოთლი ღვინო, რომლებზეც სათითაოდ ჩამოვწერდით ჩვენს სახელებს.

აი შედეგიც .

მომდევნო პოსტში მოკლედ გაგიზიარებთ გორის შთაბეჭდილებებს, მოგითხრობთ გორის ციხესა და მეომართა ქანდაკებების შესახებ. შემდეგ კი, რადგანაც ბედისწერას ვერსად გაექცევი, ვრცლად გესაუბრებით უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის შესახებ.

მომდევნო პოსტში მოკლედ გაგიზიარებთ გორის შთაბეჭდილებებს, მოგითხრობთ გორის ციხესა და მეომართა ქანდაკებების შესახებ. შემდეგ კი, რადგანაც ბედისწერას ვერსად გაექცევი, ვრცლად გესაუბრებით უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის შესახებ.

Advertisements

5 responses

  1. ვაჰ, ჩემს ქალაქში ჩამოხვედი? სასიამოვნოა. “კიდევ ქარგი ზამთრში არ ჩმოხვედი. ზამთრში.. მაგრა ბანძდება აქაურობა” @ ევროტური. 😀

  2. კი გქონია აგერ ქალაქის აღწერა, მე ჯერ წინა პოსტი ვნახე 🙂 მართლაც რომ მასეა, ქარი აღარც მახსოვდა 🙂 მეც რომ ვიყავი, მაშინაც მაგ დღეში იყო გორის ქარი, რას გვერჩოდა არ ვიცი 🙂

    პ.ს. ფოტოს ზევით და ქვევით ერთნაირი ტექსტი უფრო მეტი ინტრიგისთვისაა? 😛 😀

    • ძალიან მოვინდომე, და ორჯერ ჩავაკოპიე ალბათ მეტი მონდომების გამო 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s