ორი წელი ანუ ”სუსუ”-დან მაღლივამდე

ოჰ ეს სტუდენტობა. ქეიფის, დროსტარების, თავგადასავლების და ცხოვრებით ტკბობის ხანა. არ აქვს მნიშვნელობა სად სწავლობთ, თუნდაც ეს ჯავახიშვილის მაღლივი კორპუსი იყოს, მთავარია მეგობრებთან ერთად იყოთ.

სანამ ჩვენი თავგადასავლების შესახებ მოგითხრობდეთ, მგონი უმჯობესი იქნება მოკლედ ჩაგაყენოთ საქმის კურსში. ამჟამად მაღლივის სტუდენტი გახლავართ, თუმცა ის ჩემთვის უკვე მესამე უნივერსიტეტია. ალბათ ცოტა სტუდენტი გამოიძებნება, რომელმაც არასრული ორი კურსის განმავლობაში სამი უნივერსიტეტი გამოიცვალა, თუმცა მე, და კიდევ რამოდენიმე ამ იღბლიანთა რიხვს მივეკუთვნებით.

არ გაიცინოთ, მაგრამ პირველ სასწავლებეს ერქვა ”სუსუ”, (ახლა ამას ნუ გამაშიფრინებთ), სახელწოდებიდან გამომდინარე ხვდებით, რომ იქ დარჩენის დიდი სურვილი, მაინცდამაინც არ მექნებოდა, და თავიდანვე მთელი ძალებით ვცდილობდი იქიდან გადასვლას.  თუმცა, პირველ კურსის ბოლოსკენ, ბავშვების ერთმა ჯგუფმა გამონახა ბოლო-ბოლო საერთო ენა, და სრულყოფილ სტუდენტურ ცხოვრებაში შეაბიჯა. სტუნდეტური ცხოვრება კი, როგორც ზემოთ ვთქვი, ქეიფის, დროსტარების და თავგადასავლების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. მთელი საქართველო მოვიარეთ-თქო ვერ ვიტყვი,მაგრამ ბევრი საინტერესო ლაშქრობა მოვაწყვეთ, ბევრჯერ ვიქეიფეთ, მოკლედ დავმეგობრდით, და ერთმანეთისთვის იმ კატეგორიად ვიქეცით, რომელიც ფართო მასებში ”ჩემების” სახელით არის ცნობილი… სხვათაშორის, ჩვენი თავგადასავლები ორ მოთხრობაში მაქვს აღწერილი, და შეიძლება დროთა განმავლობაში ბლოგზე გამოვაქვეყნო კიდეც ისინი.

შემდეგ  იყო ზაფხული (ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე), სამდღიანი ექსკურსია, და ჯადოსნური ღამე, რომელმაც საბოლოოდ დაგვაახლოვა…  ნამდვილად მწყდებოდა გული, საბუთები რომ გადამქონდა, თუმცა მტკიცედ განვიზრახე ”თეუსუ”ს სტუდენტი გავმხდარიყავი. ბედმა გამიღიმა, და მისაღები გამოცდები მათემატიკაში გააუქმეს, რის შედეგადაც ნატვრა ამიხდა და ამას გარდა, ჩემი ბედი კიდევ ორმა  ”სუსუელმა” მეგობარმა გაიზიარა.

”თეუსუ”-ში, რომელსაც მისი დირექცია სხვაგვარად ”ცოდნის ტაძარს” უწოდებდა, ყველაფერი იდეალურად იყო. სხვადასხვა დრომოჭმული ტრადიციის მიუხედავად, უნივერსიტეტის მმართველობა და ლექტორები ბავშვებისადმი კეთილად იყვნენ გაწყობილნი. ახალ კურსელებიც კარგები გამოდგენენ, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, და  წესით წინ ერთობლივი სწავლის სამი საინტერესო წელი გველოდა. თუმცა განათლების სამინისტრომ სხვადგვარად გადაწყვიტა, და 2010 წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩემი მესამე უნივერსიტეტი ”თ(ეუ)სუ” იქნებოდა, და ვინაიდან ეკონომისტი გახლავართ, ლეგენდარულ მაღლივ კორპუსში აღმოვჩნდი. ამ ელდარ შენგელაიასეურ შენობაზე უთუოდ ვისაუბრებ სხვა პოსტებში…

ასე და ამგვარად, მაღლივში კი ვსწავლობ, მაგრამ როგორც ირკვევა, სულით მაინც ”სუსუელი” ვყოფილვარ, და სადაც არ უნდა აღმოვჩნდე, მაინც ”სუსუელი” ვიქნები. სხვათაშორის, ამ ბოლო დროს ყოფილი ”სუსუელები” ჩვეულებრივზე ხშირად ვსტუმრობთ ოფიაციალურებს, (იქვე არიან მაღლივთან, ჯიქიას ქუჩაზე), და შემიძლია თამამად განვახდადო, რომ მოვახერხეთ ერმათენი შეგვენარჩუნა.

ჰოდა, ამას წინათ გორში გახლდით, თუმცა დეტალების შესახებ მომდევნო პოსტში მოგითხრობთ..

Advertisements

7 responses

  1. რა გინდა სან.. გმირი ხარ.. მეორე კურს ამთავრებ და სამი სასწავლებლის ამოცვლა მოახერხე უკვე :))

  2. მოგიკვდი :დ
    სხვათაშორის აღარ მომწონს ჩემი მეორე კორპუსი :შ და გამოცდების მეშინია ძაან

    • რატო აღარ მოგწონს? ვაი ფაის იჭერს, ორი ლულა გვერდზეა, და ვაბშე ცენტრშია :დ გამოცდები კიდე ერთადერთია, რაშიც თანაბარ პირობებში ვართ :დ

  3. ოჰ, აკაკი, გამარჯობა შენი!.. 😀 დაუწერია თავგადასავლები მოთხრობად 😛 😀

    რაც შეეხება შენს უნივერსიტეტცვალებადობას, კი გიწერია ნუ გამაშიფრინებთო, მარა ვერ გავიგე ეს “სუსუ” რას უნდა ნიშნავდეს 🙂 საქართველო და უნივერსიტეტი აშკარად ფიგურიერებს, წესით სახელმწიფოც, მარა ვერ დავალაგე 😀

    მოკლედ, ჭკვიანად იყავი მაქ, ილიაუნიში არ გნახოს ჩემმა თვალებმა 😀

    • აკაკი არა, ჯერომი დამიძახე, უფრო გამიხარდება :დ უი, ზუსტად ”საქართველო” და ”უნივერსიტეტი მაკლდა” – ”საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი” ^__^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s