შეცდომები

გვირილას მიერ უკვე მორიგ თამაშში ვარ დათაგული. ვნახოთ, რა გამომივა ამჯერად.

შეცდომა ჩვენი ყოფის გარდაუვალი ნაწილია. ნებისმიერ ქმედებას თან ახლავს შეცდომის პოტენციური რისკი. ამაზე ფიქრს, საბოლოო ჯამში, ბანალურ ”ყოფნა არ ყოფნამდე” მივყავართ. ჩემი მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი შეცდომების შესახებ მოგითხროთ. ალბათ მმართებს თვითკრიტიკული ვიყო…

მინდა გამოგიტყდეთ, რომ შეცდომებზე ფიქრი ხშირად მგრუზავს. ასეთ დროს, ვის არ გვიოცნებია კიდევ ერთ შანსზე. დანაშაულის გრძნობა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნოა. ამასთან ერთად, სულაც არაა აუცილებელი ვინმეს წინაშე იყოთ დამნაშავე, ხშირად ყველაზე მეტს, სწორად საკუთარ თავთან ვაშავებთ.

”ეს რა ჩავიდინე, როგორ ვუღალატე?”

”ეს ცოლად როგორ მოვიყვანე და ცხოვრების საუკეთესო წლები შევალიე?”

”არა რა, ეს ბოლო ჭიქა არ უნდა დამელია!”

გულისამრევად ბანალური ფრაზები, მაგრამ მაგალითისთვის გამოდგება, აქედან რომელია უარესი, თავად განსაჯეთ. დიახ დიახ, ბრჩხილების არასწორად შეჭრიდან, უიღბლო ქორწინებმადე მე კი განვაგრძობ.

ცხოვრების ყველაზე სერიოზულ შეცდომებს, მგონი, ჩემს მიერ არაერთხელ ნახსენებ ადამიანურ ურთიერთობებში ვუშვებთ.  არც მე ვარ გამონაკლისი. ნაღადად არ მინდა, აქ მთელი სია ჩამოვწერო, თან არამგონია ამით ფართო მასები დავაინეტერესო…

ჩემი უკანასკნელი დიდი შეცდომა წელიწადნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა მისი გააზრება, მხოლოდ რამოდენიმე თვეა რაც მოვახერხე.  რთული იყო, მაგრამ მაინც მოვახერხე და გავითავისე ეს დაუწერელი კანონი – არასდროს არ უნდა გასცე იმაზე მეტი, ვიდრე იღებ. არასდროს არ უნდა გადახტე, სანამ დარწმუნებული არ იქნები, რომ დაგიჭერენ. არ უნდა მოითხოვო ბევრი. ამის სურვილი, მეწყვილეს თავად უნდა გაუჩნდეს. თუ ბევრ იძლევი და ცოტას იღებ, უნდა დაფიქრდე და რაღაც შეცვალო…

ამ ყველაფერზე მეტად მტკივნეულად მოვიმტვრიე კისერი.

ვიცი, რომ სანამ ცოცხალი ვარ, შეცდომებს მუდამ დაუშვებ. იქნება ბევრი კრიტიკული შეცდომაც, კიდევ არაეთხელ შევასკდები თავით კედელს, თუმცა მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, რამეს ვისწავლი თუ არა.

ვთაგავ marg0ritaს და აქსიომას

Advertisements

12 responses

  1. შეცდომებზე ვსწავლობთ ადამიანები, საკუთარ შეცდომებზე .

  2. “არასდროს არ უნდა გასცე იმაზე მეტი, ვიდრე იღებ. არასდროს არ უნდა გადახტე, სანამ დარწმუნებული არ იქნები, რომ დაგიჭერენ” >>> ეჰ, სან როგორ მესმის შენი, ხო იცი! ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს

    წელიწადნახევრთან დაკავშირებით კიდე> არ უნდა იპიქრო რომ შეცდომა იყო, ეს იყო ცხოვრებისეული გამოცდილება… ჩტო ნე უბივაეტ ნას – დელაეტ ნას სილნეიე 🙂 დამიჯერე ნამდვილად მასეა. არ ფიქრობ რომ ამ ყველაფრის მერე გაიზარდე? დაჭკვიანდი? უფრო ფრთხილი გახდი? უფრო რეალრუად უყურებ ყველაფერს?

    რაც ხდება ვყელაფერი უკეთესობისკენაა
    უფ შაბათ კვირას მეც დავწერ “ამ შეცდომებს”

    • რავიცი, დაჭკვიანების რა მოგახსენო, მაგრამ უფრო ფრთხილი მართლა ვარ. ხანდახან ზედმეტად ფრთხილიც 😀

  3. შეხედე შენ, არ დამაყვედრა დათაგვა?! 😀 😀
    ეს ხუმრობით, ახლა საქმეზე გადავიდეთ – მთელი პოსტი მარტო ის ერთი აბზაციც რომ ყოფილიყო, მისია შესრულებული იქნებოდა 🙂 სიმართლეს ამბობ და ყოჩაღ, თუ ეს “კანონები” გაითავისე. მე თეორიულად ვიცი, პრაქტიკული გამოცდილებიდან, მარა მანც ვერ ვსაწვლობ ჭკუას, რაც ძალიან ცუდია.
    “არასდროს არ უნდა გასცე იმაზე მეტი, ვიდრე იღებ. არასდროს არ უნდა გადახტე, სანამ დარწმუნებული არ იქნები, რომ დაგიჭერენ. არ უნდა მოითხოვო ბევრი. ამის სურვილი, მეწყვილეს თავად უნდა გაუჩნდეს. თუ ბევრ იძლევი და ცოტას იღებ, უნდა დაფიქრდე და რაღაც შეცვალო…” – მეტს ვერაფერს დავამატებ, 100%-იანია!.. ისაა მხოლოდ, თუ შეძლებ შეცვლას. დაფიქრებას კი, მარა შეცვლა რთულია.

  4. გვირილა
    დაფიქრებას შეიძლება საერთოდ დანგრევაც ახლდეს თან მერე. მაგრამ აუცილებელია :/

    • ვიცი კაცო, განა არ ვიცი? მარა აუცილებლობას და შესაძლებლობებს შორის ზოგჯერ მეტისმეტად დიდი განსხვავებაა.

  5. ძალიან კარგად წერია ყველაფერი. მაგარი პოსტია!
    P.S. მადლობა დათაგვისთვის, უბრალოდ გადარეულმა გვირილამ არ გითხრა რომ მე დავთაგე მაგ თემაზე დაწერილ პოსტში. ისე ამ პოსტის მერე მართლა სხვანაირად დავწერდი ალბათ.

    • ტიტუუუუუუუუ, რა ხდება აქ?! (ქოქოლასრომაყრისისეთისმაილი)
      რაიო გოგო?! (მაქსიმალურადჩახლეჩილი”ბლატნოი”ხმა) პოსტშიც ეწერა ეს და გადარეულმა გვირილამ ფეისბუქზეც მიწერა სანდროს, მოსმენის და გაგონების პრობლემა სხვა საკითხია კიდე 😀

  6. chemi shecdomebi rom maxsendeba guli miskdeba :S
    yvelaze mtkivneul shecdomebs pirad urtiertobebshi vushveb da da dzilvs vswavlob chkuas tandatan :S

  7. უშეცდომო არავინაა, მთავარია ისწავლო შენს შეცდომებზე და არ გაიმეორო.. კაი პოსტია მომეწონა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s