კატის ფილოსოფია

დიდი რუხი კატა პირს იბანდა. თან საჭმელს ინელებდა და თან სიამოვნებისგან თვალებმინაბული  ზანტად ილოკავდა თათს. ამ ბოლო დროს მისი ცხოვრება აშკარად უკეთესობისკენ შეიცვალა. იმდენ თაგვს იჭერდა ამ დალოცვილ პარკში, ადრე მხოლოდ მშიერი სიზმრებში რომ ხედავდა ხოლმე. მის ტერიტორიაზე ძაღლებსაც არ ასეირნებდნენ, ათასში ერთხელ მხოლოდ ძაღლიანი პოლიციელი თუ გამოივლიდა. ხალხიც იშვიათად ჩნდებოდა, და ეს წყეული ბავშვებიც აღარ აწვალებდნენ.  ზამთარიც უკან მოიტოვა, გაზაფხულის თბილი და მზიანი დღეები ახლობდებოდა, ჰოდა კატასაც ისღა დარჩენოდა ცხოვრებით დამტკბარიყო.

უცებ კატამ ყურები ცქვიტა.

”ოღონდ ეს არა – გაიფიქრა მან, როცა ფეხის ხმა მოესმა. – ამათაც ხო ტვინი წაიღეს, რით ვერ მომასვენებენ.”

ეს საყვრედური ბიჭსა და გოგოს ეხებოდა, რომლებიც ხელიხელ ჩაკიდებულები მიაბიჯებდნენ  ნისლიან გზაზე, და ცნობისმოყვარეობით გაჟღენთილ მზერას აქეთ იქით ისროდნენ.

”არ მობეზრდათ ნეტა? მერამდენედ მოდიან უკვე, მართალია უბრალოდ მოდიან და დგანან, მაგრამ სიფთხილეს თავი არ სტკივაო  – გაიფიქრა კატამ, და თათი თავის მარჯვენა ყურს, უფრო სწორედ მის ნარჩენს გაუსვა.

აი დალოცვილი ბუჩქებიც, საიდანაც ადევნებდა ხოლმე თვალს ამ მანიაკებს და მათი წასვლის მოლოდინში მიწას ბრჭყალებით ჯიჯგნიდა.

ბიჭი და გოგო მოაჯირებს მიუახლოვდნენ. ბნელდებოდა და მათი მუქი სილუეტები მკვეთრად მოჩანდა ნისლით დაფარული ქალაქისა და ღრუბლებით მოფენილი ცის ფონზე.

”ნახე, უვე ვეღარ გაარჩევ, სად მთავრდება ნისლი და სად იწყება ცა ” -თქვა ბიჭმა,

”აბაა,  და მხოლოდ მოციმციმე ანძაღა მოჩანს ” – ხმა აუბა გოგომ.

”დაიწყეს ისევ -აღფოთდა კატა. ნეტა რა ნახეს ამ აჭრილი რძისფერ ნისლში საინტერესო? ან ეს გაურკვეველი დანიშნულების უზარმაზარი ნაგებობა…

ამასობაში საბოლოოდ დაღამდა. ბიჭი და გოგო იდგნენ და მზერას ვერ აცილებდნენ მათთვის ესოდენ თვალწარმტაც სანახაობას. შემდეგ მათ გადაწყვიტეს ყველაფერი ვიდეოზე დაეფიქსირებინათ…

კატას ძილი ღამურის ჭყავილმა დაუფრთხო.  მან თავი ბუჩქებიდან კვლავ ამოყო და აღმოაჩინა, რომ მისი სიმშვიდის დამრღვევნი აღარსად ჩანდნენ.

წასულან –  გაიფიქრა კმაყოფილმა და დატოვა თავისი თავშესაფარი.

-არ მესმის ამ ადამიანების. ზოგი ცხოვრობს მდიდრულ სახლში, თუმცა მაინც უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, და ხშირად, სხვას ვერაფერს რომ ვერ შვება, გარშემომყოფებზე იყრის ჯავრს, მაგალითად კატებზე – გაიხსენა მან თავისი ყოფილი პატრონი. ზოგი კი, ბედნიერია იმით, რომ ნისლში მოციმციმე გაირკვეველ ნაგებობას ათვალიერებს. და მერე ამბობენ, ადამიანი ყველაზე ჭკვიანიაო. მაინც რა არის ეს ცხოვრება – ამ ფილოსფიური ფიქრებით გადაღლილი კატა კვლავ დასაძინებლად მოემზადა…

 

 

Advertisements

13 responses

  1. ვაიმე სანდრო რა მაგარია 🙂 🙂 და რა ბედნიერი ვარ რომ ეს გოგო მე ვიყავი 😀

  2. ლოლ.. სახალისო იყო…

    კატები როდის იძინებენ, ეგ მაინტერესებს მე… რასაც ვუყურებ, დღე დადიან, ღამე ღნავიან, სულ ჭამენ და სვამენ, სულ მშიერი თვალებით გიყურებენ, უმეტესად შეშინებული მზერაც ურევიათ.. 🙂 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s