ადამინათაშორისი ურთიერთობები (ანუ ათჯერ დაფიქრდი და ერთელ თქვი ?)

როგორც ამბობენ, ურთიერთობები ადამიანებს შორის ამ ქვეყნად ყველაზე რთული და ბუნდოვანი მეცნიერებაა.  რთულია ამ დებულებას შეედავო,  რადგან მის უტყუარობაში ხშირად საკუთარი ქმედებებიც გვარწმუნებს.  მგონი არავის არ შეუძლია წინასწარ სრული სიზუსტით გათვალოს, ამა თუ იმ მოვლენაზე რა რეაქცია ექნება. ხშირად, როდესაც ვცილობთ ვინმეს, თუნდაც  ჩვენი მეწყვილის ქმედებებში რამე ლოგიკა მოვძებნოთ, გაწბულებულნი ვრჩებით – ის ხომ არანაირ კანონზომიერებას არ ექვემდებარება. ასე რომ, საკუთარ ნერვებს თუ უფრთხილდებით, უმჯობესი იქნება ამაზე ხელი აიღოთ.

სამაგიეროდ, საკუთარი ყოფაქცევის მიმართ მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო. ერთ არასწორ ნაბიჯს, ან თუნდაც სიტყვას ხშირად გაუთვალისწინებელ და სრულიად წარმოუდგენელ შედეგებამდე მივყავართ. ხომ გინახავთ ფილმი ”პეპლის ეფექტი”? ჰოდა ზუსტად იგივე ამბავია…

კი ჟღერს ტრივიალურად, მაგრამ მუდამ ურთიერთობაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად. არასდროს არ იცი, რომელი მოსახვევიდან რომელი ბაჯაჯოლა გამოგიხტება. თუმცა, ამის მშრალი თეორიის საფუძველზე გააზრება შეუძლებელია. როგორც ყოველთვის,  მხოლოდ მწარე გამოცდილება თუ გაგაკაჟებთ. ზოგი ადამიანი ამ დროს ცდილობს ემოციები მოთოკოს და ყინულის გროვად იქცეს, თუმცა ისევ და ისევ პირადი გამოცდილება მალაპარაკებს,რომ უმჯობესია ვულკანი იყო, ვიდრე აისბერგი.ურთიერთობების მთავარი საიდუმლო, ჩემი აზრით იმაშია, რომ ისინი თავიდანვე, უხსოვარ დროს, დადებითი შედეგების მისაღებად წარმოიქმნა. ალბათ ზეზვას და მზიასაც კი მხოლოდ ფიზიოლოგიური კავშირი არ აერთიანდებდათ. ზეზვა დადიოდა მამონტზე სანადიროდ, მზია კი ქვის ცოცხით გვიდა მათ მყუდრო გამოქვაბულს. ურთიერთშეწყობის ამ მამა-პაპისეულ ფორმას დღემდე ვიყენებთ.

ჰოდა, უაზრო ტვინის ჭყლეტას არ ჯობია, უბრალოდ ეცადოთ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, და ბედნიერების ძიებაში ადვილად არ დაყაროთ ფარ-ხმალი?

მართალია, ხშირად საკუთარი ბედნიერების მისაღწევად გვიწევს სანაგვეზე მოვისროლოთ დაბრკოლებად ქცეული ადამიანი, თუმცა ამაზე სხვა დროს…

Advertisements

5 responses

  1. მე არ მიწევს ადამიანების სანაგვეზე მოსროლა, იმიტომ, რომ ადამიანები ჩემთვის არ წარმოადგენენ იმხელა დაბრკოლებას, რომ მათი სანაგვეზე მოსროლა ღირდეს. მაგრამ ამაზე მერე, სხვა დროს, პოსტს თუ დაწერ 🙂

    იცი, ის რომ ადამიანი ზოგჯერ იქცევა ყინულის გროვად, შეიძლება იმის დამსახურებაც იყოს, რომ ვულკანივით აფეთქების შედეგად საყვარელი ადამიანებისთვის გულის ტკენის ეშინოდეს.

    იმაში მართალი, ხარ რომ ურთიერთობა დადებითი შედეგისთვის წარმოიქმნა და ნამდვილად უნდა ვეცადოთ მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის ყოველი წამით.

  2. სან მგონი პირველად ვერ მიგიხვდი რაზე საუბრობ..ან თავი მაქვს იმ დონემდე გახეთქვაზე, რომ ვერ ხვდები….
    ენისიგ ხეპენდ?

  3. სამწუხაროდ ბევრი ბაჯაჯოლა გამოხტება ხოლმე :დ
    და ასე ბოლომდე მზად იყო ამ ბაჯაჯოლას დასახვედრად,ძნელია ცოტა არ იყოს და…

  4. vgijdebi, rodesac chemi araadekvaturi qcevisagan gamowveul gaognebas vucqer meore adamianis tvalebshi ..
    vgijdebi, rodesac urtiertobashi konfliqtis arsebobis wutebshi yvelanair charchoebs da distanciebs (tu dadgenil wesebs) rom ar vagdeb arafrad….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s