ცხოვრებისეული პოსტი ანუ როგორ გავხდი ოცი წლის

დღეს ჩემი მეოცე დაბადების დღეა.  იუბილე და თითქოს მნიშვნელოვანი თარიღი. რაღა დაგიმალოთ და,  სულაც არ ვგრძნობ რომ მნიშვნელოვანია. არა, ნამდვილად არ გენვეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, საკუთარ დაბადების დღეს ნეგატიურად რომ აღიქვამენ, ან ბოღმით აღსავსენი ხვდებიან. პირიქით, ჩემი ეგოიზმიდან გამომდინარე ძალიან მსიამოვნებს მილოცვების მიღება და სხვების მიერ გამოხატული სითბოთი ტკბობა. დაბადების დღის მოლოცვა ერთგვარი ხაზგასმაა იმისა, რომ ადამიანისთვის მთლად სულ ერთი არაა შენი დაბადება და შენი არსებობა უხარია…

ჰოდა, წელს დიდად არ მიხარია თქო ვამბობდი. არადა ძიმე ეტაპები უკან მოვიტოვე, და იმ ჯანდაბიდანაც გამოვძვერი , რომელშიც მგონი მივექანებოდი…

ცხოვრება დღითი-დღე გვამარაგებს გაკვეთილებით, რაღაცით ლექტორს გავს, და რაც უფრო ყურადღებიანად მოუსმენ იდეაში მით უფრო გაგიადვილდება მასთან შეწყობა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლექცია მოლოდინს ეხება.  ყოველთვის ფრიად რთული დილემიც წინაშე ვდგავართ. როდესაც რაღაცას ძალიან ძალიან ველოდებით, და შემდგომში ამას ვიღებთ, სიხარული უსაზღვროა, ბომბის აფეთქებას გავს, და მთლიანად წაგვლეკავს ხოლმე. მაგრამ როდესაც არ აგვიხდება, რაღა თქმა უნდა, სრულიად საპირისპირო გრძნობა გვეუფლება. აფეთქებად ქცეული დარდი, ყველა დანარჩენს ემოციას შთანთქავს და ხშირად დეპრესიის უდაბნოში მოგვისროლებს ხოლმე.

არსებობს სხვა ვარიანტიც – ემოციების მოთოკვა.  ამ  შემთხვევაში სიხარულიცა და გაწბილებაც შედარებით სუსტია და მგონი არც რაიმე გაგრძელება ახლავს თან.

რომელი ჯობია – ჯეკპოტი თუ მოკრძალებული პრიზი? ღიირს კი გარისკვა? ვაი თუ ჯეკპოტი ვერ მოიგე და სახლის გარეშე დარჩე? ხომ არ ჯობია, ცოტა დადო, ბევრი რომ არ გქონდეს დასაკარგი?

პირადად მე არ მაქვს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი. ის კი ვიცი, რომ წაგებასაც და გამარჯვებასაც გულგრილად ვერ შევხედავ. თუმცა იმასაც ვხვდები, რომ არ მინდა გაწბილებული დავრჩე, და ჩემს მომდევნო დაბადების დღესაც დაგრუზული ვიყო… ცხოვრებამ ლექცია წამიკითხა, დასკვნების გამოტანა და მასალის მომზადება კი ჩემთვის მოუნდია…

მოკლედ, დღეს 30 მარტია და მე 20 წელი შემისრულდა. სულ არ ვაპირებ ჩემი ცხოვრების განვლილი წელიწადის ანთოლოგიის ჩამოწერას, მგონი წინა პოსტებში ამ თემას საკმარისად შევეხე…

აქვე მინდა კიდევ ერთხელ მოუხადო მადლობა ყველას, ვისაც გავახსენდი და მაგრძნობინა, რომ ჩემი არსებობა მისთვის მთლად სულ ერთი არ არის.  : )

Advertisements

13 responses

  1. გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ შენს შუქნიშანზე ყველა ფერი ანთებულიყოს. ^_^

  2. უი, რა პატარა ყოფილხარ 😀
    მართლა გილოცავ, კიდევ ერთი ადამიანი მარტში დაბადებული, მიყვარს მე მასეთი ხალხი ^_^
    ეს სურვილების კორიანტელი კია კაი, მარა ზოგჯერ ისე ხდება, რომ რასაც გისურვებენ, ის სულაც არ გჭირდება. უნივერსალური სურვილები ალბათ ასებობს, მარა მაინც…
    ხოდა, სწორედ ამიტომ, გისურვებ ყველაფერ იმას, რაც შენ გჭირდება და გინდა (მსოფლიოს დაპყრობას ნუ მოინდომებ ახლა :-D).
    შევეცადე ყველაზე გვიან მომელოცა, როცა უკვე გგონია, რომ ყველამ მოგილოცა და 12-ს რამდენიმე წუთი რომ დააკლდება, მაშინაც გილოცავს ვინმე, წესით სასიამოვნოა. ხოდა ახლა გილოცავ მე. ტყუილად გგონია, რომ ყველამ მოგილოცა, სულაც არა. მე ახლა გილოცავ 😀

    პ.ს. მადლობა კი არ უნდა მოიხადო, უნდა გადაიხადო. ბოდიში მოიხადე, მადლობა გადაიხადე (ეს ყველაფერი ჩურჩულით :-D)

  3. გილოცავ დაბადების დღეს!!! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ! ყველა ნატვრა და ოცნება აგხდენოდეს!!! :))))

  4. გილოცავ დაგვიანებით! 🙂
    5ში მეც ვხდები ოცის და ძალიან არ მიხარია 😐

  5. ai 30 wlis rom iqnebi.mere vilaparakot

    ხო და ჩემთვის მთლად სულ ერთი არ არის სენი არსებობა ^_^

  6. მეც გილოცავ
    და იცი რას ფისურვებ? –კარგ იღბალს! რასაც ხელს მოკიდებ ყველაფერი რომ წარმატებული ყოფილიყოს!

    20 წელი რა კარგი ასაკიააააააა
    🙂

  7. რა კარგი პოსტია 🙂 რავა ჩემსავით გყვარებია ეს წაფილოსოფება მ?? 😀 კაი დროსია, მაგრამ გილოცავ და შენ რომ გაგისწორდება–აი ზუუუსტად ისე ყოფნას გიუსრვებ 😀 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s