ძლევაი საკვირველი და კომენტატორის ინფარქტი

2011 წლის 26 მარტს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაში მიმნდირაოებდა. ერთმანეთს საქართელოს მრავალგზის ნატანჯი ნაკრები და ხორვატია დაუპისპირდნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, და ჩვენების დრამატული მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა მშვენივრად მოგეხსენებათ.

ამ გამარჯვებაზე მთელი საქართველო გუგუნებს. ახალ ამბებში, ქუჩებში, ტრანსპორტში, დარწმუნებული ვარ, ხვალ ამაზე მაღლივშიც კი ილაპარაკებენ.

მე პირადად ამ სანახაობის მომსწრე გახლდით. უნდა ითქვას რომ ამ საღამოს ფეხბურთელების დარად ქართველი გულშემატკივრებიც გულმოდგინედ გაისარჯნენ, ისინი მხურვალედ ქომაგობდნენ ჩვენებს, არ იშურებდნენ გინებას მოწინაღმდეგისა და მსაჯის მიმართ, ხოლო როდესაც ლევან კობიაშვილმა თამაშის მიწურულს არც თუ ისე ეფექტური დარტყმით დალაშქრა სტუმართა კარი, 60 ათასმა ადამიანმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით  ემოციური ორგაზმი განიცადა. ყველაფერი დაავიწყდათ გარდა გოლისა, ამ მომენტში მსოფლიოში არაფერი არ არსებოდა ბადეში გახვეული ბურთისა და მოზეიმე ქართველების გარდა.

გატანილი გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები, როგორც მოსალოდნელი იყო საკუთარ ნახევარზე ჩაიკეტა და კინაღამ დაისაჯა კიდეც, თუმცა იღბალიც, როგორც ჩანს ჩვენს მხარეს იყო, და ნუკრი რევიშვილმაც ნამდვილად ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

საფინალო სასტვენმა ქომაგებსა და ფეხბურთელებს კიდევ ერთი ორგაზმი აჩუქა.

საოცარი ატმოსფერო სუფევდა სტადიონზე. სანახაობის მაყურებლები და მონაწილეები მადლობას უხდიდნენ ერთ ურთს.  ამდენი გახარებული ადამიანი ერთად ადრე არასდროს მინახავს.

გარეთ სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ბევრს ღაპა-ღუპით ასკდებოდა სიხარულის ცრემლები.

როგორც ბევრი აცხადებს, ქართულ ფეხბურთს მსგავსი წარმატება 1981 წლის შემდგომ არ ღირსებია. შიმშილსა და ომებს გამოვლილი ეს ადამიანები პატარა ბავშვებივით ტიროდნენ და მათთვის ესოდენ ნანატრ გამარჯვებას ზეიმობდნენ.

ყველაზე სასაცილო და საოცარი ის იყო, რომ ვიღაც ახალგაზრდა კაცი, საქართველოს დროშით ხელში აჩერებდა გზაზე მიმავალ მანქანებს და რიგრიგობით ულოცავდა ქართველების წარმატებას.

არ ვიცი, რა დავამატო ან რა ვთქვა. ყველამ იხილეთ ეს, ვიღაცამ ტელევიზორში, ვიღაცამ ცოცხლად.

ფეხბურთელების და ქომაგების გარდა ძალიან დიდი მადლობა ეთქმის კომენტატრო დავით მინაშვილს. პირადად მე უზომოდ მადლიერი ვარ მისი. ის ემოცია, რომელმაც მან გუშინდელ კომენტარში ჩააქსოვა იმდენად გულწრფელი და ადამიანური იყო, რომ მისი აღწერა უბრალოდ შეუძებელია. ვიცი, ყველას უკვე გაქვთ ნანახი, მაგრამ ნახეთ და მოუსმინეთ კიდევ ერთხელ. ჰო, და რაც მთავარია იზეიმეთ, ამის საბაბი ეხლა ნამდვილად გაგაჩნიათ.

Advertisements

4 responses

  1. საწყალი მინაშვილი 🙂 უკვე ათჯერ გადავახვიე და დააწყდა ყელის ძარღვები 🙂

  2. ყველა შეურაცხმყოფელი სიტყვა უკან მიმაქვს, რაც კი მინაშვილისთვის მიმიძღვნია : დ
    რამდენი ხანი ველოდი ემოციით სავსე ქართველ კომენტატორს ❤
    ბოლო წუთზე უკვე ყველანაირი იმედი, რომ მქონდა გადაწურული, გოლზე ისე წამოვხდი და იმხელაზე ვიყვირე ეხლაც მტკივა ყელი ❤
    მოკლედ ძალიან მაგარი იყო, ეს ერთი და სხვა მრავალი ❤

  3. საფინალო სასტვენმა ქომაგებსა და ფეხბურთელებს კიდევ ერთი ორგაზმი აჩუქა. :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s