წარსულ დროში გადაყვანილები

ღალატი – ვინმეს მიმართ ერთგულების დარღვევა ან საკუთარი ვალის არ მოხდა.

ალბათ ყველას გამოგვიცდია, როგორია როცა ახლო ადამიანი გვღალატობს. ეხლა მაინცდამაინც იმას კი არ ვგულისხმობ რომ ლოგინში ჩაუხტა ვინმეს (თუმცა ამასაც). მას შემდეგ რაც კაენმა უღალატა აბელს, ადამინები ერთმანეთს ღალატობენ. იუდამ უღალატა ქრისტეს, ბრუტუსმა უღალატა იულიუს კეისარს და ასე შემდეგ.

ალბათ ჩვენი ეგოიზმის ბრალია, მაგრამ საყვარელი ადამიანის მხრიდან ღალატი ბევრად უფრო რთული გადასატანია ვიდრე მისი სიკვდილი. როდესაც საყვარელი ადამიანი იღუპება, ჩვენ ამას  განვიცდით, მის გახსენებაზე გული გვტკივა და სითბოთი გვევსება, ჩვენს ცნობიერებაში იგი ლამის იდეალამდე დაგვყავს და მხოლოდ კარგი გვახსენდება. მაგრამ როდესაც საყვარელ ადამიანს იმის გამო ვკარგავთ, რომ მან გვიღალატა, აქ უკვე სრულიად საპირისპირო გრძნობები გვეუფლება.

პირველი ფაზა, საშინელი ტკვილის ფაზაა. ამ დროს მზად ხართ დათმოთ ყველაფერი, ოღონდ ეს ადამიანი დააბრუნოთ, და ოღონდ მას არ ჩაედინოს რაც ჩაიდინა. ამ მომენტებში საკუთარი სიცოცხლე მართლაც ჩალის ფასია. მეორე ფაზა შოკიდან გამოსვლის და ვითარებასთან მეტნაკლებად შეგუების ფაზაა. ნელა-ნელა ადამიანი თავის ყოფას უბრუნდება,თუმცა ხშირ შემთხვევაში ყოველდღიურ საქმეებს ავტომატურად აკეთებს მათი გაანალიზების გარეშე. თქვენ ჭამთ, მიდიხართ სამსახურში ან უნივერსიტეტში, ხვდებით ნაცნობებს, ლაპარაკობთ, მაგრამ ამ ყველაფერში სულს არ აქსოვთ, უბრალოდ ხორცის ნაჭერი ხარ, რომელსაც გადაადგილება და ლაპარაკი შეუძლია. ფიქრებით კი გამუდმებით უბრუნდებით იმას რაც მოხდა, საკუთარი შეცდომითა და სხვისი ღალატით გამწარებული, კბილებით იჯიჯგნით ისედაც ნატანჯ სულს.

მესამე ფაზის მოახლოვებასთან ერთად თავმოყვარეობა იღვიძებს. თავს შეურაცყოფილად გრძნობთ და მზად შუაზე გაგლიჯოთ დამნაშავე. ასევე საკუთარ თავსაც ადანაშაულებთ – ეგ როგორ დავუშვი, ან წინასწარ როგორ ვერ შევნიშნეო.

მეოთხე, ყველაზე ნეტარი, ბუდისტური სატორის (გასხივოსნება) მაგვარი ფაზა  დაკიდების ფაზაა. მომხდარი კარგავს აქტუალურობას, თქვენი ცნობიერების ჯურ-ღრმულებში იკარგება და იქ განისვენებს, სანამ რომელიმე შემთხვევა მას არ ამოატივტივებს ხოლმე. ბანალურად კი გამოდის, მაგრამ ერთადერთი რაც შემოგრჩებათ ეს იარებია, მაგრამ ამ იარების დამსახურებით თქვენ ვეღარასდროს იქნებით ისეთი, როგორიც მის მიღებამდე იყავით.

როდესაც ადამიანი წარსულ დროში გადაგვყავს ის ქრება ჩვენი ცხოვრებიდან. როდესაც იგი იღუპება ჩვენი ტკვილი უფრო ხანგრძლივია და მტელი ცხოვრების განმავლობაში გვახლავს თან. მაგრამ როდესაც იგი სულში ჩაგვაფურთხებს, გაცილებით მძიმე ტკვილის განვიცდით, რომელიც დროთა განმავლობაში კარგავს ძალას, და მხოლოდ მძიმე სიზმარს ემსგავსება…

ბევრი ადამიანი გადაგიყვანიათ წარსულ დროში?

 

Advertisements

11 responses

  1. ზი ბესთ ❤

    კი გადავიყვანე, გავუშვი წარსულში…
    მაგრამ დღესაც რომ მტკივა?

  2. სააააააან ძალიან მაგარიზა :)) აუუ ახლა შენ მშვენივრად იცი ჩემი ცხოვრების ამბები.. კი ზოგიერთი აგდავიყვანეწარსულშ და ზოგიერთის გდაყვანა აქამდე მიჭირს
    ვყელაზე საშინელება როცა საყვარელ ადამიანს სენი ნახვაც კი არ სურს, გამარჯობსი ქმაც… ბანალური ფრაზაც კი “მეგობერბად დავრჩეთ” არ ისმის… მასეთი შემთვევა მე არ მქონია…. ჩემს შემოტავაზებაზე კი ტქვამთ უარი

    სიკვდილი…..ფაქტიურად ადამიანი როცა ქრება შენი ცხოვრებიდან ეს შენთვის მისი სიკვდილის ტოლფასია 😦

    ევერისინგ გონა ბი ოკეი ხო იცი

    ეგ პოსტი თუ იმას ნიშნავს, რომ უკვე ყველფერი კარგადააა, тогда я рада за тебя 🙂

  3. არ ვიცი რა ვთქვა, მართლა. ამ პოსტმა გამახსენა ზუსტად ის ადამიანები, რომლებმაც მართლა მიღალატეს, არ აქვს მნიშვნელობა ახლა რა სახის ურთიერთობაში. მათ მიმართ, მიუხედავად ყველაფრისა, უარყოფითი ემოციები აღარ მაქვს. კი, ეს მესამე ფაზაც მქონდა, მარა ძალიან ცოტა ხანს. ზოგჯერ რომ ამოტივტივდებიან გონებაში, გული მწყდება, ერთი სისულელე და კარგავ ადამიანს, რომელიც მანამდე შენი ცხოვრების ნაწილი იყო.
    რთული დასაჯერებელია და აფსურდია იქნებ, მაგრამ მე ის რამდენიმე ადამიანი ისევ ისე მიყვარს და მენატრება, საშინლად მენატრება მათთან ურთიერთობა.

    • სრულიად ბუნებრივია… ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ადამიანი ხარ და გულწრფელად გიყვარდა ისინი… დანარჩენი უკვე მათი პრობლემაა და არა შენი… ცოდოა ის, ბინც ასეთ ადამიანს კარგავს :************

  4. არ მახსენდება, რომ ვინმე წარსულში გამეშვას, არადა წესით უნდა ყოფილიყო შემთხვევები…
    ალბათ ზედმეტად კარგად მოვახერხე მათი გაშვება : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s